Tuesday, August 1, 2017

Jacob Aue Sobol's best shot

იაკობ სობოლის საუკეთესო კადრი



          ამ ძმებს იაკუტსკში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ციმბირში შევხვდი. ისინი ყველაფრით ჩემს იდენტურ-ტყუპ ძმებს მაგონებენ : სიმბიოტური ურთიერთობები, რაც ყველა ტყუპისთვის საერთოა. მათ ერთმანეთი უყვართ, ერთმანეთი უჭირავთ და ერთმანეთს ეჭიდებიან. ისინი თითქმის ერთი მთლიანია.
           იქ  "ძვლების გზის" (Road of Bones) გადასაღებად ვიყავი - გზატკეცილი, რომელიც 2031 კმ-ზეა გადაჭიმული იაკუტსკიდან მაგადანამდე, რუსეთის უკიდურეს აღმოსავლეთამდე. სახელი ისტორიიდან მომდინარეობს - 1932-1953 წლებში სტალინის იძულებით ასეული ათასობით პატიმარი მუშაობდა მის მშენებლობაზე, რომლებიც იქვე არიან დასაფლავებული, მის საძირკვლებში.  როგორც პატიმრები იხსენებდნენ, გზა თითოეულ მოჭრილ ხეზე ერთ ადამიანს ითხოვდა მსხვერპლად და ასე გაიკაფა მთელი ტყე. ეს გზა სამყაროს დასახლებული ნაწილის ყველაზე ცივ ტერიტორიას კვეთს და იქაურები უკიდურეს პირობებში ცხოვრობენ. მოგზაურობისას ვნახეთ გულაგების მიტოვებული ბანაკები და პატიმრების მიწაზე მიმოფანტული  ნივთები. ჩვენ ვნახეთ მიტოვებული აჩრდილების სოფელი კადიქჩანი თავისი უზარმაზარი, მიტოვებული კორპუსებით და მათში გაბნეული პატიმრების პირადი ნივთებით. სოფელი გულაგის პატიმრებმა ააშენეს, რომლებიც ქვანახშირს მოიპოვებდნენ მაღაროებში. მოგვიანებით ისინი ევაკუირებული იყვენენ აფეთქების გამო.  შევძვერი ერთ-ერთ მაღაროში და იქ საოცარი ფორმის ყინულის კრისტალების მთელი სასახლე ვნახე. უცნაური იყო სილამაზის პოვნა ასეთ ბნელ და სასტიკი წარსულის მქონე ადგილას.
               მინუს 50 გრადუსზე ყველაფერი რაც შეიძლება გაიყინოს, გაყინულია. ჩემი კამერა ყინულის კუბიკად  გადაიქცეოდა 5 წუთში  ამიტომ იღლიის ქვეშ მქონდა და უშუალოდ ფოტოგრაფირებისას ვიღებდი. ერთადერთი სხვა ვარიანტი ის იყო დაჭერილი  თითი მიმყინვოდა კამერის ღილაკზე. მანამდე არასოდეს განმიცდია ასეთი სიცივე და არა მგონია როდესმე ისევ მომიწიოს. ზოგ ადგილებში ტემპერატურა -60 გრადუსამდე ეცემოდა ღამით და ჩვენ გვიწევდა გაგვეძლო თითქმის 100C გრადუსიანი განსხვავებისთვის შიგა და გარე ტემპერატურებს შორის.
"ძვლების გზის" პროექტს საფუძველი წლების წინ ჩაეყარა, როცა რუსეთში, მონღოლეთსა და ჩინეთში გამავალი ტრანს-ციმბირული რკინიგზის ფოტოგრაფიული კვლევა დავიწყე. ჩრდილოეთ ბაიკალის ტბის ნახვის შემდეგ გეოგრაფიით დავინტერესდი. კოპენჰაგენში დაბრუნებულსაც, კი ეს ადგილი გონებიდან არ ამომდიოდა. ვიცოდი, რომ აუცილებლად დავბრუნდებოდი - ასეც მოხდა და წავედი ოიმიაკონში - მსოფლიოს ყველაზე  ცივ დასახლებულ ქალაქში.
                 ზოგი ნახავს "ძვლების გზის" ფოტოებს და სითბოს და სიყვარულს იგრძნობს, მაშინ როცა სხვები მხოლოდ ბნელსა და ავადმყოფურს დაინახავენ მათში. ჩემთვის ეს ფოტო იმ ხალხის და სიცოცხლის შეუდრეკელობას ასახავს, რომლებიც ამ ულმობელ რეგიონში ცხოვრობენ მიუხედავად ყველაფრისა.
                ადამიანებს ვიღებ, რადგან მათში რაღაც ლამაზს ვხედავ და მინდა ეს მომენტი მათაც გავუზიარო. ადამიანები ნებას მაძლევენ ახლოს მივიდე მათთან ჩემი კამერით, რადგან მე ვარ უცხო, რომელიც მათთან მივიდა, რომ ეჩვენებინა, რომ ისინი მნიშვნელოვანნი არიან. წამიერად, ორმხრივი ნდობა იზრდება და  ისინი საკუთარ ცხოვრებაში გიწვევენ და იქ უკვე შეგიძლია შექმნა ასეთი ინტიმური პორტრეტი.



  Curriculum vitae


დაბადების ადგილი: კოპენჰაგენი, 1976 წელი.

განათლება: ერთ წლიანი კურსი ფატამორგანაში ( Fatamorgana) - დანიური ფოტოხელოვნების სკოლაში.

გავლენა: "დედა და ბაბუა, ორივე ფოტოგრაფი იყო."

აღმასვლა: "სწორედ ახლა"

დაღმასვლა: "ბევრი დაღმასვლა იყო ჩემს პირად ცხოვრებაში, მაგრამ არა ჩემს შემოქმედებაში."

რჩევა: "იყავი შეყვარებული"



წყარო:https://www.theguardian.com/artanddesign/2017/jul/19/jacob-aue-sobol-best-photograph-twins-siberia#img-2


No comments:

Post a Comment