Wednesday, April 19, 2017

Milagros Caturla - Unkown Photographer

                   მილაგროს კატურლა - უცნობი ფოტოგრაფი

          
      2001 წლის ზაფხულის შვებულებას ამერიკელი ტომ სპონჰეიმი მეულესთან ერთად ბარსელონაში ატარებდა.  Sagrada Familia- ტაძრისკენ მიმავალ გზაზე, მათ ძველმანების ბაზრობაზე შეიარეს. სპონჰეიმმა ერთ-ერთ მაგიდაზე ფოტო ნეგატივები შენიშნა და რადგან კარგად იყო ექსპონირებული, შეძენა გადაწყვიტაგამყიდველმა 2,50$ მოითხოვა ნეგატივების კონვერტის სანაცვლოდ. მან 3.50$ გადაუხადა და წამოვიდნენ.
სახლში დაბრუნებულმა სპონჰეიმმა ნეგატივები დაასკანერა და მიხვდა, რომ საქმე ქონდა  უცნობ, მაგრამ უზარმაზარი ნიჭის მქონე ფოტოგრაფთან.
             2010 წელს მან   Facebook გვერდის საშუალებით დაიწო უცნობი ავტორის ძებნა. ფასიანი რეკლამის საშუალებით იმედი ქონდა, რომ დაუკავშირდებოდა ბარსელონასა და მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც ფოტოგრაფიით იყვნენ დაინტერესებული ან შესაძლოა რომელიმე ფოტოზე გადაღებული პიროვნებაც კი ეპოვა.
             გვერდი პოპულარული გახდა და მალე რამდენიმე ადამიანმა ფოტოზე საკუთარი თავი ან ნაცნობი ადამიანი ამოიცნო. მაგრამ ფოტოგრაფის ვინაობა უცნობი რჩებოდა.
             2017 წელს ბეგონა ფერნანდესი გადააწყდა სპონჰეიმის გვერდს. ფოტოებით მოხიბლულმა, გადაწყვიტა ძალისხმევა არ დაეზოგა და ეპოვა უცნობი ფოტოგრაფი. რამდენიმე დღე და ღამე ის სწავლობდა ფოტოებზე ფონურ დეტალებს და ბოლოს, ერთი დაწყებითი სკოლა ამოიცნო. შემდეგ გაზეთში 1962 წელს გამოქვეყნებული განცხადება იპოვა, სადაც მოხსენიებული  გადასაღები ადგილები ემთხვეოდა  იდუმალი ავტორის ფოტოებზე დაფიქსირებულ ადგილებს.
             ფერნანდესმა ძებნა კატალონიის ფოტოგრაფიული ასოციაციის არქივში გააგრძელა. მან 60-იანი წლების ჟურნალების შესწავლა დაიწყო და ერთ-ერთში  აღმოაჩინა კიდეც სპონჰეიმის გვერდზე გამოქვეყნებული ფოტო.
             ფოტო სათაურით  «Fervor» ფოტოგრაფ მილაგროს კატურლას ეკუთვნოდა და მან 1961 წელს ასოციაციის მიერ ჩატარებულ კონკურსზე მეოთხე ადგილი დაიკავა.





             მილაგროს კატურლა 10 და-ძმიდან მეშვიდე იყო. პროფესიით მასწავლებელი  ბარსელონის ერთერთ სკოლაში ადმინისტრატორად მუშაობდა. მთელი ცხოვრება ფოტოგრაფიით იყო გატაცებული და ბინაში საკუთარი ლაბორატორიაც ქონდა მოწყობილი. 1957-60 წლებში ის რამდენჯერმე გახდა ადგილობრივი ფოტოკონკურსების გამარჯვებული თუ პრიზიორი.  მილაგროს კატურლა 2008 წელს გარდაიცვალა.
             მილაგროს კატურლა ესპანეთის პასუხია ვივიენ მაიერზე - მიიჩნევენ სნოპჰეიმი და ფერნანდესი და  მის ნამუშევრებს ფართო აუდიტორიისთვის წარსადგენად ამზადებენ. გამოფენა პირველად ბარსელონაში  ფესტივალზე Revela-T  გაიმართება 2017 წლის მაისში.

წყარო: http://mashable.com/2017/04/15/lost-photos-of-barcelona/#ZeQmsNjT3gq0






























autoportrait

Milagros Caturla

No comments:

Post a Comment