Friday, April 7, 2017

Mario Lasalandra


მარიო ლასალანდრა


თანამედროვე იტალიური ფოტოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი, მარიო ლასალანდრა 1933 წელს  ეუგანეის გორაკების (Colli Euganei) სამხრეთით, ესტეში (პადოვა) დაიბადა. 50-იან წლებში, მან ბაბუის, მხატვარისა და ფოტოგრაფის, ფედერიკო ტუცას სახელოსნო მიიღო მემკვიდრეობით. მხატვრობაში გარკვეული ექსპერიმენტების შემდეგ, 1962 წელს , ფოტოგრაფიას  მიჰყო ხელი და მალე მისი პირველი შოუ "მოგზაურობა ეგვიპტეში" (Trip to Egypt) გაიმართა.  მისი შემოქმედება თავიდან 60-იანი წლების  იტალიური კინოს დიდ გავლენას განიცდიდა. ის მეგობრობდა  ფედერიკო ფელინისა და  რენე კლემანთან. მოგვიანებით  კი, მისი მთავარი შთაგონება  ეუგანეის გორაკებისა მდუმარება,  ვენეციური სოფლის სიმშვიდე და იტალიური ფოლკლორი  გახდა. შედეგად დაიბადა მისი შთამბეჭდავი სერიები: Giudizio, 1967; Spaventapasseri, 1968; Filodrammatici, 1968; Storia di un dramma, 1970





















































No comments:

Post a Comment