Saturday, April 1, 2017

Ren Hang

                         ინტერვიუ რენ ჰენგთან


ინტერვიუ ჩაწერილია  2017 წლის  17 თებერვალს  მარი ბრუნბერგის მიერ. 1 კვირის შემდეგ, 23 თებერვალს, რენ ჰენგმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მარი ბრუნბერგი:  რათქმაუნდა, ძალიან მინდა მოვისმინო შენი ოჯახის შესახებ. მომიყევი მათზე. 

რენ ჰენგი: ამაზე იმდენჯერ მისაუბრია.  ჩემი ოჯახი ერთი ჩვეულებრივი ოჯახია და მე დედისერთა ვარ. მშობლები არ არიან ხელოვანები ან რამე ამის  მსგავსი,  მათ ჩვეულებრივი სამსახურები აქვთ.

მარი ბრუნბერგი:   გამუდმებით მოდელების ძიებაში ხარ?

რენ ჰენგი: ყოველთვის.

მარი ბრუნბერგი:   ამჯერად როგორ მოდელებს ეძებ?

რენ ჰენგი: არ ვიცი, ჩემს შეგრძნებებს მივყვები, სულ ესაა.

მარი ბრუნბერგი:   ალბათ ბევრ გამოგზავნილ  ფოტოს იღებ.

რენ ჰენგი: კი, უამრავს ყოველ დღე! ორიდან ათ ფოტომდე მომდის მთელი მსოფლიოდან, არა მხოლოდ აზიური ქვეყნებიდან.

მარი ბრუნბერგი:   ეხმიანები მათ?

რენ ჰენგი: არა, მხოლოდ სურათებს ვათვალიერებ - ეს საკმაოდ მარტივია. შეიძლება ასიდან ერთი ავირჩიო. ვიღებ ჩემს მეგობრებს ან მეგობრების მეგობრებს. ჩემთვის უფრო კომფორტულია მეგობრებთან მუშაობა.

მარი ბრუნბერგი:   რას გწერენ ხოლმე?

რენ ჰენგი: მარტივად - სახელი, ტელეფონი და : მინდა შენი მოდელი გავხდე... ზოგი მათგანი წერს: მომწონს თქვენი ნამუშევრები და მინდა მათ ნაწილი გავხდე...

მარი ბრუნბერგი:   შეგიძლია უფრო მეტი მომიყვე რა შემოქმედებითი პროცესი დგას ფოტოს უკან?

რენ ჰენგი: გადაღებამდე არაფერს ვგეგმავ. ჯერ ლამაზ ადგილს ვარჩევ უბრალოდ შეგრძნებით. ხანდახან ერთსადაიმავე ადგილს რამდენჯერმე ვუბრუნდები, რადგან ვფიქრობ, რომ ლამაზია. შემდეგ ვწყვეტ რა ფორმით იქნებიან მოდელები გამოსახულებაზე.

მარი ბრუნბერგი:   იმახსოვრებ იმ ადგილებს სადაც ყოფილხარ და მოგეწონა მომავალი პროექტებისთვის?

რენ ჰენგი: კი, ჩვეულებრივ ვცდილობ დავიმახსოვრო ის ადგილები, რომლებიც მომეწონა, მაგრამ სამწუხაროდ, ხანდახან მავიწყდება.

მარი ბრუნბერგი:   რამდენ დროს უთმობთ ფოტო პროექტს?  ტიპური პროექტის გადაღებას რამდენი დღე , საათი სჭირდება?

რენ ჰენგი: ამაზე არასდროს მიფიქრია,  რადგან სხვისთვის არასოდეს მიმუშავია, მხოლოდ საკუთარი თავისთვის და მეგობრებისთვის.  თუ ფოტო  კარგი არ გამოვა, დიდად არ გვანაღვლებს. თუ მართლაც კარგი გამოვიდა  არც ეს გვაღელვებს. უბრალოდ ვიღებთ. ეს ყველაფერი ჩემი ან ჩემი მეგობრების განწყობაზეა დამოკიდებული. თუ ბედნიერები  და ენერგიით სავსე ვართ, 10 საათი მუშაობაც არ არის პრობლემა.

მარი ბრუნბერგი:   წავიკითხე, რომ ფიქრობ, რომ ერეგირებული პენისები ლამაზი და ძლიერია.

რენ ჰენგი: ეს ნახევრად ხუმრობა და ნახევრად სიმართლეა. ვთვლი, რომ ყველა ასე ფიქრობს როცა სექსით არის დაკავებული ვინმესთან.  ეს მოსაზრება დაფუძნებულია ადამიანების რეაქციებზე.

მარი ბრუნბერგი:   ვაგინაზეც იგივენაირად ფიქრობ?

რენ ჰენგი: კი, ამდგარი ასო და გახსნილი საშო ერთიდაიგივეა.

მარი ბრუნბერგი:   ვის მოსწონს შენი ფოტოები და ვინ აკეთებს დაბანდებას მათში?

რენ ჰენგი: საჯარო  კოლექციონერები, მუზეუმების მსგავსი.

მარი ბრუნბერგი:   ფოტოებს გაყიდი აქ?

რენ ჰენგი: არ ვიცი. ეს თემა ჯერ არ განგვიხილავს.

მარი ბრუნბერგი:   გინდა რომ ფოტოები გაიყიდოს?

რენ ჰენგი: არ მადარდებს.თუ გავყიდი კარგი იქნება, ფულს ავიღებ. რატომაც არა?! თუ ვერ გავყიდი , ლამაზი გამოფენა ხომ მაინც გვექნება.

მარი ბრუნბერგი:   როდესმე პატიმრობაში ყოფილხარ შენი შემოქმედების გამო?

რენ ჰენგი: არა, მაგრამ გაქცევა ვისწავლე.

მარი ბრუნბერგი:   არ გეშინია?

ენ ჰენგი: ახლა აღარ. თავიდან, ცოტა შევშინდი. ერთხელ, როცა ნიუ იორკში ვიყავი, ვიღაცამ პოლიციას დაურეკა. თუ ნიუ იორკში დაგიჭირეს, სამშობლოში დაბრუნებას ვეღარასოდეს შეძლებ. მაგრამ მე გავიქეცი!

მარი ბრუნბერგი:   სტოკჰოლმში, გალერეა ფორსბლომში (Gallery Forsblom)  აი ვეივეის გამოფენაა. ის თქვენი ერთერთი ადრეული გამოფენის კურატორი იყო. როგორი იყო მასთან მუშაობა?

რენ ჰენგი:  ადვილი. შეხვედრა მასთან სახლში გვქონდა და მან მითხრა, რომ მოსწონდა ჩემი ნამუშევრები.

მარი ბრუნბერგი:   რატომ მოეწონა შენი ფოტოები?

რენ ჰენგი:  არ მიკითხავს. იქნებ იმიტომ რომ მე კარგი ვარ? (იცინის) არა, მრთლა არ მიკითხავს.

მარი ბრუნბერგი:   როდის ბრუნდები სახლში?

რენ ჰენგი:  ჩინეთში 21თებერვალს მივდივარ.

მარი ბრუნბერგი:   მანამდე რის გაკეთებას აპირებ?

რენ ჰენგი:  ბერლინში წავალ საცეკვაოდ. მიყვარს ცეკვა.

მარი ბრუნბერგი:  როგორ მუსიკაზე მოგწონს ცეკვა?

რენ ჰენგი:  ტექნოზე.

მარი ბრუნბერგი:    ბერლინს გასაოცარი ღამის ცხოვრება აქვს. სად აპირებ საცეკვაოდ წასვლას?

რენ ჰენგი:  ტექნო ბერგჰაინში!

მარი ბრუნბერგი:   როგორ გინდა ადამიანებმა ახსნან შენი ფოტოები?

რენ ჰენგი:  არ მინდა მე გადავწყიტო, ვინ როგორ  უნდა გაიგოს ჩემი ფოტოგრაფია. მე ამ გამოფენისთვის არ მიცხოვრია  - ეს ჩემი ცხოვრების მხოლოდ ორი თვეა - ყველაფერი ჩაივლის.

მარი ბრუნბერგი:    რა არის შენი მომდევნო პროექტი?

რენ ჰენგი:  დავრჩე ცოცხალი.

მარი ბრუნბერგი:    გინდა იცოცხლო?

რენ ჰენგი:  ვისურვებდი შევძლო.


წყარო:  https://www.odalisquemagazine.com/articles/2017/03/01/ren-hang-interview-written-by-marie-brunnberg


























































     

                                         














                                               

No comments:

Post a Comment