Wednesday, April 5, 2017

Interview with Lukas Vasilikos

                        ინტერვიუ ლუკას ვასილიკოსთან


© Maria Kappatou


რა სახის ტექნიკას (კამერა, ლინზები, ფილტრები, შტატივი და გასასუთავებელ
  იარაღებს) იყენებთ?

ვიყენებ Canon 5D Mark II და Olympus OM-D E-M5-ს. ასევე 35მმ ლინზას სრულფორმატიანი კამერისთვის.

რომელია თქვენი საყვარელი ლინზა და რატომ?

35მმ ფიქსირებული. დიდი ხანია ვიყენებ და ისე კარგად ვიცნობ, კადრი როგორი იქნება მანამ ვიცი, სანამ ხედისმაძიებელში გავიხედავ, ვიცი რა მოხვდება კადრში და რას გამოვტოვებ.

როცა მოგზაურობთ, რა არის თქვენთვის მთავარი თქვენს ფოტოჩანთაში?

ჩემი ქენონი 35მმ ლინზით და ოლიმპუსი პლასტმასის ჰოლგა (Holga) 50მმ ლინზით.

რა სახის პროგრამულ დამუშავებას მიმართავთ?

ლაითრუმ 5 და ფოტოშოპ CS6-ს საბოლოო კორექტირებისთვის.

რამდენი ხანია რაც ფოტოებს იღებთ? როგორ პოულობთ შთაგონებას? როგორ იღებთ ფოტოებს?

ფოტოგრაფიის სამყარო 2006 წელს გავლილი კურსის საშუალებით აღმოვაჩინე. ჩემი შთაგონება კლასიკოსი ფოტოგრაფები და ტარკოვსკის ფილმებია.

ფოტოგრაფიის რომელი სტილი მოგწონთ ყველაზე მეტად და რატომ?

მიყვარს ქუჩის გადაღება, მომწონს უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა  და ის ფაქტი, რომ "ჩემს საკუთარ" რეალობას ვქმნი. მეორეს მხრივ, ჩემთვის ახლობელი ადამიანების გადაღებაც მიზიდავს, როცა  ფოტოგრაფსა და მოდელს შორის მიმდინარე ემოციური დიალოგის ნაწილი ვხვდები.  ამ შემთხვევაში ქუჩის ფოტოგრაფიისგან სრულიად  განსხვავებულ ტექნიკას ვიყენებ.

რა მიზანზე მუშაობთ თქვენი ფოტოგრაფიის ფარგლებში და როგორ ხვდებით, რომ მიაღწიეთ მას?

ჩემი მთავარი მიზანია ვისიამოვნო გადაღების პროცესით. ფოტოგრაფიის საშუალებით ბევრი ადგილი ვნახე, შევხვდი ადამიანებს, მნიშვნელოვანი გამოცდილება მოვიპოვე. მეორეს მხრივ, ბევრი რამ არის, რისი მიღწევაც მინდა, თუმცა ეს მოგზაურობის  მხოლოდ ნაწილია, და არა საკუთრივ მოგზაურობა. თუ ვიცით სად არის ჩვენი  სამიზნე წერტილი,მაშინ ისიც ვიცით, როდის მივაღწევთ მას.

როცა თქვენს ნამუშევრებს უყურებთ , რომელია ყველაზე საყვარელი? 

შეიძლება ითქვას, პროექტი “uncanny” ( იდუმალი ) ჩემთვის ყველაზე საყვარელია. მიზეზი, კი ის არის, რომ ეს პროექტი პირდაპირ კავშირშია ჩემს ყოფასთან, რწმენებთან და განცდებთან. ის ასახავს მუდმივ დიალოგს ჩემსა და სამყაროს შორის ან ჩემს დამოკიდებულებას სამყაროსადმი და ნამდვილად მიხარია, რომ ვახერხებ ეს ძალიან ჩემი დიალოგი ვაქციო დიალოგად ჩემსა და დამთვალიერებელს შორის.































შეიძლება ითქვას თუ არა, რომ  თქვენი ფოტოგრაფია ერგება რამდენიმე განსხვავებულ ჟანრს (ბუნება, პეიზაჟი, ხანგრძლივი ექსპოზიცია, შავ-თეთრი, ინფრა-წითელი, ურბანული, მხატვრული, ვინტაჟი, მაკრო, სოციალური) ? თუ კიდევ რამე სხვაა, გთხოვთ დაგვისახელოთ

ქუჩის ფოტოგრაფია და რაღაც პირადი დოკუმენტური ალბათ.


რომელ ფოტოსაიტებს სტუმრობთ რეგულარულად?


მაგნუმის გვერდს და ასევე street-photographer.com - ეს არის ქუჩის ფოტოგრაფების გაერთიანება, რომლის წევრი მეც ვარ.


რა მნიშვნელოვანი გაკვეთილი მიიღეთ, რაც ფოტოების გადაღება დიწყეთ?


პირველ რიგში ვისწავლე მოთმინება და გარდა ამისა, მუდმივად მზადყოფნა.

და ბოლოს, ვინ არიან ის საინტერესო ფოტოგრაფები, რომელთა ნახვასაც ისურვებდით ამ ბლოგზე?

ჯონ გოლდსმიტი  http://www.flickr.com/photos/waxypoetic/
პიერ ვეისერი    http://www.flickr.com/photos/p_wayser/


წყარო: http://www.interestingphotographers.com/2013/10/lukas-vasilikos-photography/


































No comments:

Post a Comment