Friday, March 31, 2017

Paddy Summerfield's best shot

     პედი სამერფილდის საუკეთესო კადრი


             ამ გოგონას ოქსფორდის უნივერსიტეტის პარკში გადავეყარე  - ზაფხულის მზეს მიფიცხებული წიგნს კითხულობდა. გვიანი 60-იანი წლები იყო და ლეპტოპის შესახებ ჯერ წარმოდგენაც არავის ქონდა. ასე საჯაროდ გამოფენილი გაუპარსავი იღლია შოკის მომგვრელი იყო. ეს სურათი ჩემი პირველი ფოტოგრაფიული ესეს The Oxford Pictures-ის ნაწილია. ეს მეტწილად ახალგაზრდა კაცის ხედვა იყო: შფოთვა, სექსუალური სურვილი და დანაშაულის გრძნობაა  მასში, ალბათ ჩემი მკაცრი აღზრდის, საკვირაო სკოლის გაკვეთილების და ქრისტიანული სწავლების გამო.
             მართალია,  სექსუალური ცვლილებების   60-იანები იყო და  გაზეთები უამრავი მინი-ქვედატანში გამოწყობილი გოგონების და  თეთრი კაბით  შემოსილი მიკ ჯაგერის ფოტოებით იყო აჭრელებული, მაგრამ ბევრი ადამიანი გრძნობდა რომ რაღაც გამორჩათ- თითქოს ეს სექსუალური რევოლუცია  სადღაც სხვაგან იყო, მათთვის მიუწვდომელ ადგილას. უფრო მეტ ბარიერს ვხედავდით, ვიდრე თავისუფლებას. ამიტომ ვეძებდი ვიზუალურ მომენტებს, რომლებიც ასახავდნენ  ჩემი, როგორც აუტსაიდერის გრძნობებს -  ეს იქნებოდა იზოლირებულად მდინარის პირას მსხდარი თუ პარკის სკამებზე ჩამომსხდარი ფიგურები.
             ურთიერთობები მინდოდა, მაგრამ  მეშინოდა მათი. ამიტომ, ამ სურათებზე სექსუალობაზე მეტი შფოთვაა რაღაც აკრძალულის გამო. რადგან მინდოდა მეჩვენებინა გაუცხოება და დაკარგულობის შეგრძნება, ამიტომ ხშირად ზურგიდან ვიღებდი, ან სხეულს რაღაც ნაწილებს "ვაჭრიდი".  ვხვდებოდი, რომ ბევრი ჩემი გადაღებული ადამიანი იგივეს გრძნობდა.
             ზაფხული იდეალური დრო იყო ამ პროექტისთვის: რაც უფრო ძლიერია მზე, მით უფრო მუქია  ჩრდილები და იზრდება მელანქოლია. ფრაგმენტირებული და წაჭრილი ფიგურები პიროვნულობას გამორიცხავდნენ, შებრუნებული ზურგები და დამალული სახეები კი შიშისა და უარყოფის შეგრძნებას ზრდიდნენ. უმეტესად, მე არ ვაჩვენებ კონკრეტულ ადამიანს, არამედ უფრო ზოგადს, რომელშიც ჩვენ ყველა ვიგულისხმებით.
             ბევრი ფოტო დაკავშირებულია  სექსუალობის ბნელ მხარესთან, ტრანსგრესიასთან და აკრძალვასთან.  იქ არის ბრტყელძირა ნავის ბარჯის ფოტო რომელიც ადამიანის გამოშვერილ შიშველ კიდურს ჩაუბღუჯავს, კიდევ არის წრიული ხვრელი ხეებში. შემდეგ მოდის გოგონა ჩრდილებში, გაშლილი თმებით დაფარული სხეულით და მოშიშვლებული მკლავით, რომელსაც მზე ფალოსურ ფორმას აძლევს. ასეთი სიმბოლოები ყველგანაა და ახალგაზრდა ადამიანისთვის დამახასითებელი აკვიატებებია.
             კარგი ცხოვრება იყო, კარგი იყო ფოტოგრაფობა. ეს არც არის ნამდვილი სამუშაო. მთელი დღე გადაღება, საღამოობით ლუდხანები, ხმაური, ვნება და ექსჰიბიციონიზმი. მაშინ, ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით სურათებზე.
             მართალია, ეს ფოტოები  ოქსფორდში გადავიღე, მაგრამ სინამდვილეში ის არ იყო ჩემი თემა. ისინი ჩემი პირადი დოკუმენტებია, რომლებიც  უფრო მეტად ჩემს შინაგან ცხოვრებას აღწერენ, ვიდრე სამყაროს ჩემს გარშემო. ასე რომ, ამ სტუდენტების გადაღებით, მე ვიპოვე გზა მომეთხრო ჩემი ტკივილის ისტორია, ჩვენ ყველა ახალგაზრდები ვიყავით, ყველა ერთად მარტო. ყველა ეძებს სიყვარულს, ყველა.  ბევრნი ვერ ვპოულობთ.



Curriculum vitae




დაბადების ადგილი:  დერბი, 1947 წელი.

განათლება: გილფორდის ხელოვნების სკოლა, მოგვიანებით ვკვალიფიცირდი, როგორც სამედიცინო ფოტოგრაფი.

გავლენა:  "სემუელ პალმერის მელნის ნახატები, მიქელანჯელო ანტონიონის ფილმები."
წარმატება:  "როცა დევიდ ჰოკნიმ მითხრა, რომ,  ფოტოგრაფია ისეთი ადვილია, "ყველაფერი რაც გჭირდება კამერა, თვალი და თითია." იმედი მომეცა."

წარუმატებლობა: "ფოტოგრაფმა ტონი რეი - ჯონსმა ერთხელ ჩემს ფოტოებზე მითხრა: "სულ ეს არის, ეს საკმარიასია?" ეს შეკითხვა მუდამ თან მდევს."


რჩევა:  "შეხედეთ, ეძებეთ, იფიქრეთ, იმედი არ დაკარგოთ."


წყარო: https://www.theguardian.com/artanddesign/2017/mar/22/paddy-summerfield-photography-oxford-pictures#img-1

No comments:

Post a Comment