Saturday, December 5, 2015

Mick Rock’s best shot

მიკ როკის საუკეთესო კადრი






სიდ ბარეტის (Syd Barrett) გადაღებას მის ბინაში ვაპირებდი, მაგრამ როცა გარეთ ეს ავტომობილი დავინახე, ვიფიქრე: „ამის დედაც, ეს აუცილებლად უნდა გადავიღო.“ დაუჯერებელი იყო მისი აქ ყოფნა. თუ სწორად მახსოვს, ეს იყო Pontiac Parisienne,  ღილაკიანი კაბრიოლეტი და ის იყო ვარდისფერი. მიკი ფინმა, რომელიც ორფა ბარაბანზე უკრავდა T-Rex-ში, აუქციონზე აირჩია ის. მოგვიანებით სიდმა ის  თავის მინიში გადაუცვალა, თუმცა აზრზე არ იყო, როგორ ემართა ეს მასიური ამერიკული მანქანა, რომელიც , პრინციპში მაინც არ მუშაობდა. შეგიძლიათ ნახოთ, უკანა ბორბალი მორყეულია. აშკარაა, ის აქ ბუქსირით მოათრიეს.
1969 წლის შემოდგომა იყო, Earls Court-ში ვიყავი და ვცდილობდი სიდ ბარეტის პირველი სოლო ალბომის (The Madcap Laughs)  გარეკანისთვის ფოტოები გადამეღო. ის არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა: ლამაზად გარუჯული როკენროლერი. ვფიქრობ, ის გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე ოდესმე პინკ ფლოიდში (Pink Floyd). პრინციპში, ის იმ წუთას გამოძვრა საწოლიდან, თავი შეარხია, ცოტა კოლი წაისვა და ჩაიცვა. არც სტილისტები  იყვნენ, არც ასისტენტები - ვის ქონდა მაშინ ამის ფული? ესკიმოსი იგი (Iggy the Eskimo) უმზადებდა სიდს ყველანაირ მაკაიჟს, რაც მას თვალის ირგვლივ სჭირდებოდა. ვფიქრობ, ამიტომაა 60-70-იანი წლების უამრავი ფოტო ასეთი ავთენტური“ ისინი არ იყო ვინმეს მიერ სტილიზებული.
ესკიმოსი იგი იყო გოგონა, რომელიც იქ მხოლოდ გავლით იყო. ალბათ გახსოვთ ის დრო - ჰიპური პერიოდი, სექსუალური რევოლუცია და ახალგაზრდების ხეტიალი, ყველგან ელ ეს დე, ჰაშიში და თავისუფალი სიყვარული. ამ პერიოდმა შვა ბევრი ინოვაცია და უამრავი უაღრესად შემოქმედებითი  გმირი და მე დარწმუნებული ვარ ელ ეს დეს დიდი წვლილი ქონდა ამ ყველაფერში. ნამდვილად არ ვიქნებოდი ფოტოგრაფი, ელ ეს დე რომ არ მიმეღო. შუა კაიფში ვიყავი, როცა აპარატი ავიღე ხელში პირველად , ფირი არ იდო, მაგრამ ეს ისეთი საოცარი განცდა იყო, გადავწყვიტე ფოტოების გადაღება დამეწყო.
ძალიან ადრეული სესიაა. 19 წლის ვიყავი , მაგრამ მაშინ ყველა ახალგაზრდები ვიყავით. არა მგონია, რომ  რომელიმე ჩვენგანი იცნობდა ვინმეს 25 წელს ზევით. ეს იყო სრულიად განსხვავებული სამყარო: ის აზრი რომ 72 წლის მიკ ჯაგერი სცენაზე ინავარდებდა, ძალიან სასაცილო იქნებოდა ყველასთვის, მისთვისაც კი.
სიდი სინამდვილეში მხატვარი იყო, ის ხელოვნების სკოლაში სწავლობდა. ამიტომ იყო მისი მუსიკა ასეთი უნიკლაური -ის მხატვარივით ფიქრობდა და მან ხატვა მთელი ცხოვრება გააგრძელა. ერთერთი მიზეზი თუ რატომ უყვართ ის ასე ძალიან, არის ის რომ მასზე მხოლოდ შიშველი ფაქტები იციან, რადგანაც ის ძალიან ცოტა ინტერვიუებს იძლეოდა. ფაქტიურად, მისი ბოლო ინტერვიუ მე ჩავწერე 1971 წელს, მას შემდეგ რაც ის კემბრიჯში, დედამისის სახლში გადავიდა. ხალხი ფიქრობდა, რომ ის გაგიჟდა. მაგრამ მე ასე არასოდეს მიფიქრია. ის იყო სრულიად ორიგინალური, შეუძლებელი იყო მისი კონტროლირება და ეს მის მისტიკურს ხდიდა. სინამდვილეში, კი  ის ძალიან საყვარელი ბიჭი  იყო და თანაც  ჩემი მეგობარი.

წყარო:http://www.theguardian.com/artanddesign/2015/feb/12/mick-rock-best-photograph-syd-barrett



                               Mick Rock


მიკ როკი დაიბადა 1948 წელს ლონდონში, ინგლისი. ცნობილია როკ ლეგენდების იკონური ფოტოებით. ხშირად მოიხსენიებენ როგორც „კაცი, რომელმაც გადაიღო სამოცდაათიანები“. ამჟამად ცხოვრობს ნიუ იორკში მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად. როკის გამოფენები იმართებოდა ლონდონში, ლივერპულში, ბერლინში, მანჩესტერში, ნიუ იორკში,ლოს ანჟელესში, ოსლოში, ამსტერდამში, როტენდამში, ტოკიოში, სან-ფრანცისკოსა და ლას ვეგასში. გამოცემული აქვს წიგნების სერიები, რომლებიც ძირითადად მის კლასიკადქცეულ ფოტოებზეა დაფუძნებული:  A Photographic Record 1969–1980 (Century 22 Books, 1995), Glam: An Eyewitness Account (foreword by David Bowie) (Omnibus Books, 2006)), Psychedelic Renegades / Syd Barrett (Genesis Publications, 2002), Moonage Daydream / Ziggy Stardust (with David Bowie) (Genesis Publications), Rock ’n’ Roll Eye (Tokyo Metropolitan Museum of Photography, 2003), Killer Queen (with Brian May and Roger Taylor) (Genesis Publications, 2003), Picture This / Debbie Harry & Blondie (foreword by Debbie Harry) (Omnibus Books, 2004), Raw Power / Iggy & The Stooges(foreword by Iggy Pop) (Omnibus Books, 2005), Rocky Horror (foreword by Richard O’Brien) (Schwarzkopf & Schwarzkopf, 2006), Classic Queen (Sterling Press, 2007), Tamashii: Mick Rock Meets Kanzaburo (Kabuki Theatre Photos) (Hachette Fujingaho, Japan, 2007), Psychedelic Renegades (Gingko Press, 2007), და  Mick Rock Exposed (Chronicle Books, 2010).

No comments:

Post a Comment