Tuesday, July 28, 2015

Mr. Toledano. MAYBE

მისტერ ტოლედანო

       ი ქ ნ ე ბ

Joshua Seftel and Phillip Toledano © Doron Gild

ცხოვრების უმეტესი ნაწილი  სიყვარულსა და პრივილიგიებში გავატარე, ბევრ საკითხში იმაზე მეტად გამიმართლა, ვიდრე ადამიანებს ამის წარმოდგენა შეუძლიათ.

და ამ ფერად ოცნებებში გადახლართვა იყო კონტროლის ილუზია, იღბლიან ბორბალს ჩაჭიდებული შეუქცევადად მივიწევდი წინ, ნათელი და გარკვეული მომავლისაკენ.

როცა დედაჩემი მოულოდნელად გარდაიცვალა 2006 წელს, ყველაფერი შეიცვალა. მეგონა მშობლები მარადიულები იყვნენ, მაგრამ როცა ჩემები გაქრნენ, მივხვდი, რომ არაფერი ყოფილა. უმეტესობისთვის აშკარაა ალბათ,  მაგრამ არა ჩემთვის.

მომავალი გახდა ბურუსიანი პეიზაჟი, აღსავსე გაურკვეველი გზებითა და დამანგრეველი ქარიშხლებით.

ვფიქრობდი - რა მოულოდნელი შავ-ბნელი მოსახვევებია წინ?
ნაცვლად იმისა, რომ უმწეოდ დავლოდებოდი ჩემს მომავალს, გადავწყვიტე ჩემს შიშებს დავპირისპირებოდი.

მე შევეცადე გამომეცადა და განმეჭვრიტა ჩემი ბედი. ამომეცნო ის მკვეთრი და გაუთვალისწინებელი მიმართულებები, რომლითაც ჩემი ცხოვრება შესაძლებელია განვითარებულიყო.

შევეცადე თავი დამენახა, როგორც მოხუცს.  წარმოვიდგინე მარცხი და მარტოობა. მე გავხდებოდი უხილავი, ვეღარ შევძლებდი სიარულს ან დავიტანჯებოდი ინსულტით, დავკარგავდი საკუთარ თავს, მოვიქცეოდი შეუსაბამოდ. ვცადე დამენახა საკუთარი სიკვდილიც.

ფოტოგრაფია ყოველთვის წარსულზეა. მომენტი როცა სურათს ვიღებთ უკან რჩება, ისტორიაში.

ეს პროექტი მომავალზეა - მაგრამ როგორ უნდა გამოიკვლიო, ის რაც ჯერ არ მომხდარა?

გავიკეთე DNA ტესტი, რითაც დავადგინე რა შესაძლო დაავადებები მელოდა მომავალში. კონსულტაციები გავიარე ნათელმხილველებთან, ტაროს კარტის მკითხავებთან, ჰიპნოზისტებთან, ნუმეროლოგებთან და ხელზე მკითხავებთან. გამოვიკვლიე სადაზღვეო კომპანიების სტატისტიკა. შევხედე ჩემს ყველაზე დიდ შიშებს.

ვმუშაობდი გამოცდილ პროტეზირების ექსპერტთან ერთად, ასე რომ შევძელი ფიზიკურად გავმხდარიყავი საკუთარი თავის შესაძლო ვარიანტები. გავიარე სამსახიობო ხელოვნების გაკვეთილები, ვისწავლე საკუთარ ხასიათში დაკარგვა.

ამ კვლევების ხელმძღვანელობით, შევქმენი ეს ფოტოები. და რაღაც ექსტრაორდინარულიც მოხდა.



სამუშაო ტრანსფორმირდა. ხელოვნებიდან ეგზორციზმამდე.


























































წყარო:  http://www.mrtoledano.com/maybe/01

No comments:

Post a Comment