Friday, February 27, 2015

Duane Michals’ best shot

                                  დუან მიჩელზის საუკეთესო კადრი

























ერთ დღეს, 1999 წელს, ფრანგული Vogue-დან დამირეკეს და მკითხეს შევძლებდი თუ არა ჟურნალის სპეციალური მეცნიერული გამოშვებისთვის კვანტური ფიზიკის ფუნქციის ასახვას. ყოველთვის მაინტერესებდა ფიზიკა და მომწონდა ისეთი რამეების გადაღება, რაც არაფოტოგრაფირებადი ჩანდა - რეალობის ყურების ნაცვლად, ჩემი მიზანი იყო უფრო ღრმად ჩავსულიყავი მასში და გამომეკვლია ის. ამიტომაც დავთანხმდი.
1940-იან წლებში, როცა პენსილვანიაში სკოლაში ვიყავი, ჩვენმა მეცნიერების მასწავლებელმა  ბატონმა დანლეპმა გვასწავლა, რომ ატომები შეიცავდნენ ელექტრონებს, ნეიტრონებსა და პროტონებს და ეს საკმაოდ ბევრი იყო. მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ექსელერატორების განვითარების შედეგად, გაცილებით უფრო პატარა ნაწილაკებიც აღმოაჩინეს: მიუონები, კვარკები, გლუონები, ბოზონები და სხვები.
შემდეგ, კვანტური მეცნიერების პიონერმა ვერნერ ჰაიზენბერგმა განაცხადა, რომ შეუძლებელია დარწმუნებით იწინასწარმეტყველო ნაწილაკების პოზიცია ან სიჩქარე - ისინი ურთიერთქმედებენ სრულ ქაოსში. ეს მაშინ რევოლუციური იყო და სწორედ ამან ათქმევინა აინშტაინს, რომ დაუჯერებელია, მაგრამ ღმერთი კამათელს ეთამაშება სამყაროსო. ცნებამ, რომ  ენერგიის ფუნდამენტური გამოხატულება არის რაღაც ქაოტური, ბევრ მოსაზრებას გამოაცალა საფუძველი. როგორ შეიძლება ეს ვინმესთვის არ იყოს საინტერესო?
ბათში, როცა სამეფო ფოტოგრაფიულ საზოგადოებას  (Royal Photographic Society)  ვსტუმრობდი, ანტიკვარულ მაღაზიაში ვიყიდე ამოზნექილი სარკე. ისეთი საოცარი დისტორსიები იქმნებოდა მის ანარეკლში, რომ ამერიკაშიც თან წამოვიღე. თვითმფრინავში, ალბათ ფიქრობდნენ, რომ მე ერთი საკუთარ თავზე შეყავრებული ადამიანი ვიყავი, რომელიც უზარმაზარი სარკით მოგზაურობდა.
ვიფიქრე, რომ ჰაიზენბერგის განუსაზღვრელობის პრიციპი შემეძლო სარკის საშუალებით მეჩვენებინა, რომელიც მის წინ ყველაფერს გარდაქმნის. როცა ჩემი მოდელი ოდნავ ამოძრავებდა სარკეს, გამოსახულება სრულიად იცვლებოდა. ეს იყო უცნაური, ვითომ თხევადი და ძალიან საინეტერესო. თითქოს მის ენერგიას ვხედავდი, რომელიც ვითარდებოდა და  ვიბრირებდა ჩემს თვალ წინ. რათქმაუნდა, ჩვენ ვერ ვხედავთ ენერგიის ცვლილებას ამ დონეზე, მაგრამ მისი სახის დისტორციის მზერა მაინც საოცარი იყო. 
რამდენიმე კადრისგან სერია შევქმენი და ვუწოდე „დოქტორ ჰაიზენბერგის განუსაზღვრელობის ჯადოსნური სარკე.“ სურათებში მოდელს ტუჩები უფრო დიდი  უჩანს, თვალები დაჭიმულია და ბოლო ფოტოზე , რომელშიც ვთხოვე კამერისკენ გაეხედა - მისი ლოყები სარკეში აირეკლა და სახე სრულიად გაქრა. სუფთა ფურცელივით იყო. სერიის დასასრულებლად იდეალური სურათი - სუფთა თეთრი ენერგია.













 

 

   Curriculum vitae

 

დაბადების ადგილი: მაკ’კისპორტი, პენსილვანია, აშშ.  1932 წელი.

განათლება: თვითნასწავლი.

გავლენა: რენე მეგრიტი, ჯორჯო დე კირიკო, ბალთუსი.

წარმატება: „გამიმართლა. შევძელი საკუთარი თავი იმ პირობებში გამომეხატა, რაც მქონდა -არავისი არაფერი მმართებს“

წარუმატებლობა: „შეიძლება მოსაწყენად ჟღერს, მაგრამ არანაირი დაღმასვლები არ ყოფილა. კომერციული სამუშაოს შესრულებაც ძალიან მიყვარდა. არასოდეს ვყოფილვარ ფოტო-სნობი.“

რჩევა: ნუ ეცდებით იყოთ ხელოვანი. იპოვეთ საკუთარ თავში ის, რასაც გამოხატვა სჭირდება. შეიძლება, აღმოჩნდეს რომ ის ხელოვნებაა.




წყარო: http://www.theguardian.com/artanddesign/2015/feb/26/duane-michals-best-photograph-french-vogue-quantum-physics-heisenberg



2 comments:

  1. საინტერესოა , ნათი მე შენი ,,სარკეებიც" ძალიან მომწონს.

    ReplyDelete