Sunday, November 2, 2014

Shirley Baker's best shot



შირლი ბეიკერის საუკეთესო კადრი




1960-იან  წლებში მანჩესტერსა და სალფორდში ღარიბთა უბნების დანგრევის პროცესს 15 წლის მანძილზე ვიღებდი. საცხოვრებელი ტერიტორია უხარისხო იყო, თუმცა ამაზე არავინ ფიქრობდა. ისინი ამას მიჩვეულები იყვნენ. შენობები ნახშირივით  შავი იყო, ხოლო წყალი ნავმისადგომებში ტალახივით მღვრიე. დანგრევის შემდეგ ჩრჩილმაც კი ფერი იცვალა.

ადამიანები სახლებიდან გამოყარეს. ზოგიერთები ძველ შენობებში დარჩნენ, ასე  ებღაუჭებოდნენ  იმ ცხოვრებას, რომელიც მათთვის უცხო არ იყო.  ბევრი არაფერი ებადათ, ვიღაცეებმა კი ყველაფერი მათ ნაცვლად გადაწყვიტეს. უმეტესობამ ვერც კი გააცნობიერა რომ სარგებელის მიღების უფლება ჰქონდათ. იყვნენ ისეთებიც, რომელთაც ფსიქიატრის დახმარება სჭირდებოდათ , მაგრამ ამის შესახებ არაფერი სმენოდათ.

ყველაფერი განადგურებული იყო: ქუჩის ნაწილი დაანგრიეს, ნაწილს კი ცეცხლი მაშინ წაუკიდეს, როცა იქ ჯერ კიდევ ხალხი ცხოვრობდა. დაცარიელებულ  სახლებში ბავშვები ძვრებოდნენ და ფანჯრებს ამტვრევდნენ, ასე გრძელდებოდა ნგრევის პროცესი.  მაშინ არ არსებობდა ჯანდაცვა და უსაფრთხოება - ყველაფრის უფლება ქონდათ, რაც მოესურვებოდათ.

ჩემს ფოტოებზე არავინ პოზირებს. სცენას ისე ვიღებ, როგორიც ის ჩემს წინაშე გადაიშლება. მახსოვს, როგორ ვიპოვე ეს გრაფიტი და ვიფიქრე, რომ ძალიან მხატვრული იყო, მაგრამ ადამიანის სახე მჭირდებოდა. დავინახე ბიჭი მოდიოდა , დაველოდე და ერთი კადრი გადავიღე. მომწონს კონტრასტი კედელსა და მის სახეს შორის. ჩემთვის ეს ბიჭუნა არის  ადამინების ოპტიმიზმის და იუმორის სიმბოლო, მიუხედავად უბედურებისა  და მწუხარებისა.



Curriculum vitae


დაბადების ადგილი: სალფორდი, 1932 წ    წელი.

განათლება: მანჩესტერის ტექნოლოგიების კოლეჯი.

გავლენა: ჰენრი კარტიე-ბრესონი, გარი ვინოგრანდი და რობერტ ფრანკი.

წარმატება: „ როცა ჩემი პირველი  წიგნი გამოვიდა. ეს ის არის, რაც ყველა ფოტოგრაფს სურს."

წარუმატებლობა: "ძალიან ბევრი იმედგაცრუება იყო - როცა ფიქრობ რომ ყველაფერი კარგად გააკეთე, სანაცვლოდ კი უარყოფით იტანჯები. თუმცაღა უფრო ძლიერიც ხდები."

რჩევა: „რამდენადაც შესაძლებელია ბევრი ისწავლე იმ ფოტოგრაფებისგან, რომლებიც შენს აღტაცებას იწვევენ - შემდეგ კი იპოვე საკუთარი გზა.“
 
წყარო: http://www.theguardian.com/artanddesign/2014/oct/08/shirley-baker


No comments:

Post a Comment