Wednesday, August 27, 2014

Bruno Barbey's best shot



ბრუნო  ბარბეის საუკეთესო კადრი


1968 წელს მთელი მსოფლიო არეულობებმა მოიცვა, ძირითადად ეს იყო ვიეტნამის ომის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები. საფრანგეთში სიტუაცია სხვაგვარად იყო - იქ იყო საზოგადოების შეცვლის სურვილი. ეს ფრანგი სტუდენტების გამოსვლით დაიწყო პარიზში, მაგრამ სწრაფად მოედო ქვეყნას. ერთ მომენტში 10 მილიონზე მეტი ადამიანი გაიფიცა და მთელი ქვეყანა პარალიზებული იყო.

1968 წლის პარიზი ჩემი თაობის მთავარი მოვლენა იყო და ვგრძნობდი, რომ ეს აუცილებლად უნდა დამეფიქსირებინა. მაშინ 25 წლის ვიყავი და სტუდენტების პოლიტიკურ შეხედულებებთან ახლოს ვიდექი. მე არ ვიყავი მეომარი, მაგრამ თანავუგრძნობდი მათ, განსაკუთრებით როცა ვნახე ფრანგული პოლიციის სისასტიკე მათ მიმართ.  ერთხელ დავინახე პოლიციელმა, როგორ სცემა ფეხმძიმე ქალი.

მე არ ვყოფილვარ ერთადერთი ფოტოგრაფი, ვინც რევოლუცია გადაიღო. ერთ დღეს  მარკ რიბოსთან და ანრი კარტიე-ბრესონთან ერთად წავედი და ჩაფხუტები ვიყიდეთ რომ ქვებისგან თავი დაგვეცვა. სწრაფად  მივხდით, რომ ჩვენი ლეიკების გამოყენება მალე შეუძლებელი გახდებოდა. თავიდან თავისუფლად ვმუშაობდით, მაგრამ შემდეგ ჟურნალმა Paris Match გამოაქვეყნა  ფოტოები, სადაც კარგად ჩანდა პოლიციის ძალადობა საპროტესტო აქციის მონაწილეებისადმი და პოლიციელებმა დევნა დაგვიწყეს და აპარატებს გვართმევდნენ. იყო შემთხვევებიც, როცა  ფოტოები, სადაც სტუდენტები ქვებს ესროდნენ პოლიციელებს, მათ ამოსაცნობად და დასაკავებლად გამოიყენეს. ამიტომ სტუდენტებსაც აღარ უნდოდათ კამერაში მოხვედრილიყვნენ. ჩემ ფოტოებზე ყველა ამოცნობად სახეს შავი მარკერით ვფარავდი.

ეს ფოტო რესპუბლიკის გამზირიდან  ბასტილიისაკენ მიმავალ ბულვარზე გადავიღე, როცა გაფიცვეი უკვე ორი კვირის დაწყებული იყო. სადამდეც თვალი მიმიწვდებოდა, ქუჩები სულ ხალხით იყო გადავსებული. აქ არ იყვნენ მხოლოდ სტუდენტები.მოშორებით დგას ცნობილი  Colonne de Juillet - საფრანგეთის რევოლუციის სიმბოლო. ბიჭს, რომელიც შუქნიშანზეა ამძვრალი, კომუნისტური ჟესტი -  შეკრული მუშტი აქვს აწეული. მე მეორე შუქნიშანზე ავცოცდი, რომ ფოტო გადამეღო. ადვილი არ იყო წონასწორობის შენარჩუნება - მე გრძელი ობიექტივით ვიღებდი და ცალი ხელით ფაკუსი დავაყენე, მეორეთი კი შუქნიშანს ვებღაუჭებოდი.

ჩემი ფოტოები მთელ მსოფლიოში დაიბაჭდა. მე ფოტო სააგენტო მაგნუმის წევრი ვიყავი და სურათების ქვეყნის გარეთ გატანა  ჩვეულებრივი პროცედურა იყო.  ძველი  BMW მოტოციკლით ჩვენი მესინჯერი ბრიუსელში მიდიოდა და საჰაერო გადაზიდვების საშუალებით აგზავნიდა ფოტოებს ევროპასა და ნიუ იორკში.

საფრანგეთის ტელევიზია ნაციონალიზირებული იყო იმ დროს და გაიფიცა, ასე რომ, რევოლუციას არავინ აშუქებდა. შევუერთდი ჩემს მეგობრებს, მათ შორის იყვნენ დიდი  რეჟისორები, კრის მარკერი და ჟან-ლუკ გოდარი და გადავიღეთ მოკლემეტრაჟიანი ფილმები. საერთო ჯამში, 30 ასეთი ფილმი გავაგზავნეთ ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა მარსელი და ბორდო. ასე მთელ ქვეყანას შეეძლო ენახა რა ხდებოდა პარიზში.

თავიდან, მიკვირდა როცა ვხედავდი, რომ ყველა სოციალური ფენის ადამიანი ერთამანეთს ესაუბრებოდა.  ქუჩაში კონსიერჟი და კომპანიის დირექტორი ერთად მიაბიჯებდა.  ეს იყო თაობებს შორის კომუნიკაციის არნახული სურვილი.  დასაწყისში ეს დიდ ფესტივალს გავდა, მაგრამ უცანური იყო, რომ ასეთი რამ საერთოდ მოხდა.  იმ პერიოდში საფრანგეთისა და ევროპის ეკონიმიკური მდგომარეობა ძალიან კარგი იყო - არ იყო უმუშევრობა. ფაქტიურად ეკონომიკური ზრდა იყო.  იმ დროის ახალგაზრდობა გაცილებით შეძლებულად ცხოვრობდა, ვიდრე დღევანდელი. მიუხედავად ამისა, იყო ცვლილების სურვილი, მაგრამ ეს ცოტა ფუფუნებაც კი იყო, განსაკუთრებით  თუ იმას შევადარებთ, რაც მალე პრაღაში მოხდა.




Curriculum vitae


დაბადების ადგილი:  მაროკო, 1941 წელი.


განათლება:  École des Arts et Métiers. შვეიცარია.

გავლენა: " რობერტ ფრანკი და ანრი კარტიე-ბრესონი."

წარმატება:შავ-თეთრიდან ფერად ფოტოგრაფიაზე გადასვლა 1966 წელს         და ციფრული სამყაროს გამოჩენა.“

წარუმატებლობა:არქივის გაყიდვების ვარდნა, როცა სააგენტოების უმეტესობა ჩავარდა ან საერთოდ გაქრა.“

სასარგებლო რჩევა:  „მე ყოველთვის ვურჩევ ადამიანებს არ გახდნენ სრულ განაკვეთიანი ფოტოგრაფები, თუ მათ ფულის შოვნის სხვა საშუალებაც აქვთ. თუ ნამდვილად გსურთ თქვენი პირადი ნამუშევრები შექმნათ აკეთეთ ეს საქმე, როგორც ჰობი.“

წყარო:http://www.theguardian.com/artanddesign/2014/aug/21/bruno-barbey-best-photograph-paris-1968-protests
 

No comments:

Post a Comment