Thursday, April 24, 2014

Gianni Berengo Gardin's best shot



ჯანი ბერენგო გარდინის საუკეთესო კადრი

 

 

30 წლის ვიყავი და ვენეციაში, ლიდოში ვცხოვრობდი და ყოველი დილით ვაპარეტოთი ან წყლის ავტობუსით მივდიოდი სამსახურში სან მარკოში. ჩემი ლეიკა ყოველთვის თან მქონდა და უამრავ ფოტოს ვიღებდი საკუთარი სიამოვნებისთვის. მიყვარს ვენეცია ზამთარში -ნისლი და წვიმა, ეს ფოტოც ზამთრის ერთ დილას გადავიღე, როცა ყველა სამსახურისაკენ მიიჩქაროდა.

ეს ნამდვილად იღბალი იყო.  მე ძირითადად არქიტექტორულ სურათებს ვიღებდი, ეს ფოტო კი ნამდვილად სპონტანური იყო: მხოლოდ ერთი კადრი გადავიღე. ცენტრში ვაპარეტოს მინის კარის ანარეკლია, მის უკან კი დგას შავებში ჩაცმული მამაკაცი, მას რომ თეთრი ეცვას, ფოტო არ შედგებოდა. კაცი, რომელიც ჩემს კამერას უყურებს  მეზღვაურია, მას პროტესტი არ გამოუთქვამს გადაღებასთან დაკავშირებით. იმ დროს არ არსებობდა ისეთი  გაგება, როგორიცაა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.

ყველა იმ ფოტოგრაფიულ წიგნს შორის, რომელიც მე ვენეციას მივუძღვენი, ეს ფოტო საუკეთესოა. ის ღნიშნავდა ჩემს ცვლილებას   მოყვარულიდან პროფესიონალ ფოტოგრაფამდე. ეს ფოტო ახლა ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმშია და და ანაბეჭდი კრისტის აუქციონზე   38,000 ევროდ გაიყიდა. იტალიელი ფოტოგრაფები დიდად არ ფასობენ საზღვარგარეთ და ვფიქრობ, ეს დიდი მიღწევა იყო.

მე ყველაფერს ფირზე ვიღებდი. სახელგანთქმული ფოტოჟურნალისტის რობერტ კაპას ძმამ, კორნელ კაპამ  400 ASA ფირი გამომიგზავნა. ყველაზე სწრაფი ფირი, რომელსაც ევროპაში იშოვიდი მაშინ 125 ASA იყო - ამ პატარა საჩუქარმა ამერიკიდან საშუალება მომცა დაბალ განათებაზეც გადამეღო ფოტოები. მან ასევე გამომიგზავნა დოროთეა ლანჟის, ელიოტ ერვიტის და უილიამ კლაინის ფოტოგრაფიული წიგნები. როცა ისინი ვნახე, მივხვდი, რომ ფოტოგრაფია მხოლოდ ჰობი კი არა, მნიშვნელიოვანი სამსახურიც შეიძლება ყოფილიყო.  ანრი კარტიე - ბრესონმა ეს კადრი  ყველა დროის 100 ყველაზე მნიშვნელოვანი ფოტოს სიაში შეიტანა. კარტიე-ბრესონი ჩემთვსი ღმერთი იყო. მან ერთხელ წიგნი მომიძღვნა წარწერით: „სიყვარულითა და აღფრთოვანებით“. ეს ყველაზე დიდი საჩუქარი იყო, რაც კი ოდესმე მიმიღია. 

Curriculum vitae


 დაბადების ადგილი: ლიგურია, იტალია. 1930 წელი

განათლება: „თვით-ნასწავლი. ორი წელი გავატარე პარიზში, ვმუშაობდი სხვა ფოტოგრაფებთან ერთად და ვსწავლობიდ მათგან.“

გავლენა: „ანრი კარტიე-ბრესონი, ვილი რონისი,  ედუარდ ბუბა, რობერ დუანო.“

წარმატება: „მუშაობა  დიდ ბრიტანეთში ტურ-კლუბისათვის 1978 წელს. ძალიან მიყვარდა მანქანები. მქონდა Austin და  MG."

რჩევა: „იყავით ცნობისმოყვარე, შეხედეთ ყველაფერს, წაიკითხეთ ყველაფერი -ფოტოგრაფიული წიგნები თუ რომანები.


No comments:

Post a Comment