Sunday, March 30, 2014

Frank Oscar Larson



 ფრენკ ოსკარ ლარსონი
  

ფრენკ ოსკარ ლარსონი კიდევ ერთი უცნობი ქუჩის ფოტოგრაფია, რომელიც ვივიენ მაიერის შემდეგ აღმოაჩინეს. ის ქუინსში რევიზორად მუშაობდა 50-იან წლებში. უქმე დღეებს კი თავისი როლეიფლექსით ხელში ქალაქის ქუჩებში ხეტიალში ატარებდა. ლარსონი 68 წლის ასაკში ინსულტით გარდაიცვალა 1964 წელს. მისი ფოტოები და ასზე მეტი კონვერტი, რომლებშიც ნეგატივები იყო დაცული და ლარსონის ხელითვე დათარიღებული ხელშეუხებლად ეწყო მუყაოს დიდ ყუთში, სანამ მისი ვაჟის ქვრივმა შემთხვევით არ აღმოაჩინა 2009 წელს.

ლარსონი გრინპოინტში, ბრუკლინში დაიბადა 1896 წელს. მისი მშობლები შვედი ემიგრანტები იყვნენ, რომლებიც ნიუ იორკში 1890-იან წლებში ჩამოვიდნენ. იმ პერიოდში გრინპოინტი და მისი შემოგარენი საკმაოდ დიდი შვედური დასახლება იყო,რომლის მაცხოვრებლების  უმეტესობა   ფაბრიკა-ქარხნებში მუშაობდა. ფრენკის მამა, ჯონ ლარსონი ხელოსანი იყო Hecla Iron Works-ში უილიამსბურგში,  რკინის ჭიშკრებისა და დანადგარების  ერთ-ერთ მთავარი მწარმოებელი იყო ქვეყანაში.          

            ფრენკი პირველ მსოფლიო ომში არტილერისტი იყო, შემდეგ კი კოლეჯი დაამთავრა და მუშაობა მანჰეტენზე  Empire Trust Company-ში დაიწყო, სადაც საბოლოოდ მან თავისი ნიჭის წყალობით ბანკის რევიზორის თანამდებობა დაიკავა. ის იქ მუშაობდა სანამ პენსიაში არ გავიდა 50-იან წლებში.

ადრეულ 20-იან წლებში ის დაქორწინდა ელეანორა ფრიბერგზე, ასევე  პირველი თაობის შვედ ემიგრანტზე. მამამისი, ჯონ ფრიბერგიც Hecla Iron Works -ში მუშაობდა, ყალიბების ჩამომსხმმელად.  როგორც სჩანს, სწორედ აქ შეხვდნენ ფრენკი და ელეანორა ერთმანეთს.

დაქორწინების შემდეგ წყვილი ქუინსის სხვა ნაწილში, ოუკ ავენიუზე (Oak Avenue) გადავიდა მოკრძალებლ სახლში , სადაც 40 წელი ცხოვრობდნენ და ზრდიდნენ ორ ვაჟს, ფრენკლინს და დევიდს. როცა ფრენკი პენსიაზე გავიდა 1960 წელს, ის და ელეანორა კონეკტიკუტში, ლეიკვილში (Lakeville) გადავიდნენ.

1964 წელს ცოლ-ქმარი ნიუ იორკს ესტუმრა მსოფლიო გამოფენის World's Fair-ს სანახავად. ფრენკს ინსულტი დაემართა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. პირველ მსოფლიო ომში, საფრანგეთის არმიაში მსახურების დროს, მან გოგირდის გაზი შეისუნთქა, რამაც სამუდამოდ დაუზიანა ფილტვები და საბოლოოდ მკვეთრად გაუუარესა ჯანმრთელობა   ცხოვრების  ბოლო წლებში.

ფრენკს  ბევრი გატაცება ქონდა, რაც დიდი შვება იყო დამღლელი ბანკის სამუშაო დღეების შემდეგ. ის უკრავდა ვიოლინოზე, თლიდა ხის ქანდაკებებს  და უზომოდ უყვარდა ფოტოგრაფია.  ადრეული ფოტოების უმეტესობა, რომლებიც მან 20-აინ წლებში გადაიღო  საოჯახოა. მაგრამ მოგვიანებით, 50-იან წლებში, მისი შემოქმედება აღმავლობას განიცდის. 1949 წელს, მისმა ვაჟებმა მშობლების სახლი დატოვეს. ახალმა მდგომარეობამ მას მეტი თავისუფალი დრო შესძინა და ის მთელი არსებით ჩაიძირა ფოტოგრაფიაში. 

ლარსონის როლეიფლექსი


მომდევნო 16 წლის მანძლზე მან გადაიღო ათასობით სურათი, ძირითადად მისი საშუალო ფორმატის როლეიფლექსით. ფრენკი თავად ამჟღავნებდა ფირებს და ბეჭდავდა სურათებს სარდაფში მოწყობილ დაკრუმში.  მისმა რამდენიმე სურათმა ადგილობრივ სამოყვარულო კონკურსშიც მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა.














 






 



 

 

 







 
 







No comments:

Post a Comment