Wednesday, March 12, 2014

Frank Horvat's best shot



ფრენკ ჰორვატის საუკეთესო კადრი
 



1956 წელს ნიუ იორკის სააგენტომ მთხოვა  "men's magazine" -სათვის გამეკეთებინა სექსუალური ისტორია, რომელიც პარიზის ღამის ცხოვრების შესახებ იქნებოდა. მაშინ სწორედ იქ ვცხოვრობდი. 28 წლის ვიყავი, ფული ცოტა მქონდა  და სიხარულით დავთანხმდი. გავემართე პიგალის მოედანზე  (Place Pigalle) და ღამის კლუბის შვეიცარებს ვთხოვე შესვლის უფლება მოეცათ, რომ გოგონები გასახდელ ოთახებში გადამეღო. ყველამ უარით მომიშორა თავიდან. ღამის ორი საათისთვის მივხვდი, რომ მეტი აღარ შემეძლო. მაგრამ ამ დროს,   ქუჩის ქვემოთ მხარეს, წავაწყდი კიდევ ერთ ასეთ ადგილს, სახელწოდებით  Sphinx . ეს უღიმღამო ადგილი სახელს  ქალაქის 30-იანი წლების ლეგენდარული ბორდელს დაესესხა, რომელიც ასე დიდებულად გადაიღო ბრასაიმ, რომელიც ისე ახლო ურთიერთობაში იყო მფლობელებთან, რომ  უფლებას აძლევდნენ მიმდინარე ამბებისთვის თვალი ედევნებინა ვუაიერისტებისათვის განკუთვნილი ხვრელიდან, რომელიც  კედელში  ცალფა მინით იყო გაკეთებული. შვეიცარს უზარმაზარი ფეხის ქირა - 5000 ფრანკი მივეცი და შესვლის ნება მომცა.

გული მითრთოდა, ახალგაზრდა კაცი ვიყავი და ამ ადგილმა ძალიან ამაღელვა. გოგონები თავიდან მეგობრულები იყვენენ.  რაღაც ცვლილება შევიტანე მათ გარემოში, მაგრამ 15 წუთის შემდეგ ერთმა მათგანმა დამიყვირა: „რამდენს გადაიხდი?“ მთელი ფული დავხარჯე მაგრამ სწრაფად ვიღებდი და 5 ფირი გამოვიყენე. საბედნიეროდ, ჟურნალმა ფოტოები მოიწონა. ერთ-ერთი ფოტო Vogue -შიც დაიბეჭდა ორმაგ გვერდზე.

არ ვიცი ის კაცი ბიზნესმენია თუ ტურისტი, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ის მარტოა და შამპანურს სვამს. არ ეტყობა, რომ მაგარ დროს ატარებდეს, მაგრამ ის ქმნის ამ ფოტოს. ის საშინელი ნახატი, კი მის უკან ატმოსფეროს აძლიერებს.  ამ დროს სტრიპტიზორმა ქალმა ჩაიარა განათების ქვეშ, მისი შიშველი სხეული ზედმეტად გადანათდა და მარმარილოს ქანდაკებას დაემსგავსა. ბევრი რამ დაემთხვა ერთმანეთს ამ კადრზე.  ის მე არ შემიქმნია -საჩუქრად მერგო. ასეთს ვეღარასოდეს გადავიღებ მილიონიც რომ გადამიხადონ.

რობერ დუანომ და ეგრედ-წოდებულმა ჰუმანისტმა ფოტოგრაფებმა 50-აინი წლების პარიზის ძლიერი რომანტიზირება მოახდინეს. ეს  კადრი არ გავს მათ ფოტოებს. პიგალი ყველა სიმღერასა და ლექსში იყო, მაგრამ სინამდვილეში, ის არ იყო კარგი ადგილი. ის ბინძური და ანგარებიანი იყო, მაგრამ ასეთ რამესაც შეუძლია შექმნას ძლიერი ფოტოები.

როცა ამ ფოტოს ვუყურებ, მგონია რომ ის ბაბუაჩემმა გადაიღო - იმდენად შორეულია, იმხელა დრომ გაიარა.   გამიმართლა, რომ 50-იანი წლებიდან დღემდე სურათებს ვიღებ - კვალში ვედექი ბევრ წარმოუდგენელ ამბავს. არა მხოლოდ სამყარო, ფოტოგრაფიის არსიც შეიცვალა. მე ვცდილობდი გადამეღო განსაკუთრებული მოვლენები, მაგრამ დღეს ფოტოგრაფია ყველგანაა. განსაკუთრებული  კი აღარაფერია.

წყარო:http://www.theguardian.com/artanddesign/2014/mar/06/frank-horvat-best-shot-photography#_



Curriculum vitae

ფრენკ ჰორვატი საკუთარ თავს „ყველზე ნაკლებად ცნობილ  სახელგანთქმულ ფოტოგრაფს“ უწოდებს. ის  1928 წლის 28 აპრილს დაიბადა აბაზიაში (მაშინდელი იტალიის დღეს, კი ხორვატიის ტერიტორია) ის ხატვას სწავლობდა მილანის ბრეერის აკადემიაში ( Breer Academy), მაგრამ 15 წლსი ასაკში თავისი მარკების კოლექცია 35მმ -იან Retinamat ფოტოაპარატში გადაცვალა და ჟურნალისტობას მიჰყო ხელი. 1950 წელს ის ანრი კარტიე-ბრესონს შეხვდა, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა მასზე. მისი პირველი ფოტო ესე 1951 წელს გამოქვეყნდა იტალიურ ჟურნალში  'Epoca'  1951-53 წლებში ჰორვატმა ინდოეთსა და პაკისტანში იმოგზაურა, როგორც უშტატო ფოტოგრაფმა. 1958-61 წლებში ის მაგნუმის ასოცირებული წევრი იყო. მაგრამ , რადგან  კადრებს ძირითად შემთხვევაში დგამდა, მიატოვა მაგნუმი და მუშაობდა ჟურნალებში Realities და  Black Star. სამი წლის შემდეგ, კი პარიზში გადავიდა საცხოვრებლად და დღემდე თავის დროს ქალაქსა და სამხრეთ საფრანგეთში ატარებს.
ჰორვატი პირველი ფოტოგრაფი იყო, რომელმაც 35მმ-იანი კამერა და რეპორტაჟული ტექნიკა მოდის ფოტოგრაფიაში გამოიყენა და შექმნა ახალი და რეალისტური სტილი. მან მოდელები გარეთ გამოიყვანა და ქუჩებში, ბარებსა და პატარა ფრანგული სოფლის მაცხოვრებლების გარემოში  იღებდა მათ. მან გავლენა მოახდინა მოდის ფოტოგრაფიის განვითარებაზე ინგლისში, საფრანგეთსა და აშშ-ში. 1980-იანი წლების დასაწყისში, როცა ავადმყოფობამ მის მხედველობაზე იმოქმედა და აიძულა მცირე ხნით კამერა გვერდზე გადაედო, ჰორვატმა მთელი ძალისხმევით დაიწყო ისეთ ცნობილ ფოტოგრაფებთან ინტერვიუების ჩაწერა, როგორებიც იყვნენ: ჰელმუტ ნიუტონი, სარა მუნი, რობერ დუანო და უამრავი სხვა. ეს ინტერვიუები მოგვიანებით გახდა საფუძველი სერიისთვის „Entre Vues.“
1989 წლიდან ჰორვატი ციფრული ფოტოგრაფიით დაინტერესდა. ახალი ტექნოლოგიებით შთაგონებულმა შექმნა iPad აპლიკაცია „Horvatland“, რომელიც მოიცავს მის 2000-ზე მეტ ფოტოს, რომელთაც თან მისივე აუდიო ან წერილობითი ჩანაწერი ახლავს.

No comments:

Post a Comment