Thursday, February 6, 2014

Jindřich Štreit



ინდრიხ შტრაიტი

  ინდრიხ შტრაიტი ჩრდილოეთ მორავიაში რიმაროვსკოს რაიონში ცხოვრობს, უფრო ზუსტად,  ის პატარა სოფელ სოვენიცს თავის სახლს ეძახის. აქ ის 1956 წლიდან ცხოვრობს, მას შემდეგ რაც  მისი ოჯახი კომუნისტურმა ხელისუფლებამ  გადმოასახლა. ცხოვრება ქვეყნის შიდა დევნილობაში დასჯის ფორმა იყო, თუმცა შტრაიტები ძალიან აქტიურ კულტურულ ცხოვრებას ეწეოდნენ და კარგ მაგალითს აძლევდნენ ახალგაზრდა ინდრიხს. მალე ის სკოლის მასწავლებელი და მოყვარული ფოტოგრაფი გახდა და 1974 წელს გადაწყვიტა მართლაც საოცარი რამ გაეკეთებია: სოფელში, სადაც 17 ადამიანი ცხოვრობდა ინდრიხმა გამოფენების ჩატარება დაიწყო და მალე ჩეხოსლოვაკიის არაოფიციალური ხელოვნების სამყაროს საუკეთესო წარმომადგენლები მიიზიდა ამ  ქვეყნის სხვაგვარად უნაყოფო კუთხეში.
ინდრიხი იხსენებს, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი: „მე დავიწყე იმ მხატვრების გამოფენა, რომელთა ნამუშევრების ჩვენება ოფოციალურ გალერეებში ნებადართული არ იყო. მათ შორის იყვნენ მხატვრები პრაღიდან, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოფინეს და  აქ ჩეხოსლოვაკიაში მათი ნამუშევრების ჩვენება აკრძალული იყო. დავიწყე ალენა კუცეროვა და ვლადიმი კოპეცკით.  ისეთ ხალხს ვარჩევდი, რომელთაც ვაფასებდი, პატივს ვცემდი.  შემდეგ, კი სოვენიცში ვიწვევდი ნამუშევრების გამოსაფენად. თანდათან ეს ადგილი მიწისქვეშა კულტურის  ოაზისად იქცა.“
„ინდრა სოვენიციდან“, როგორც მას  მოგვიანებით ეძახდნენ, მოსაწვევებს ბეჭდავდა და კონვერტზე მისამართებს ხელით აწერდა. შემდეგ კი მათ მთელ ჩეხოსლოვაკიაში აგზავნიდა. ყოველწლიურად ათიდან ოცამდე გამოფენა  ეწყობოდა. რათქმაუნდა, ამ საქმიანობამ მალე მიიპყრო საიდუმლო კომუნისტური პოლიციის ყურადღება და შტრაიტმა სასჯელი მოიხადა რუზინის ციხეში „პრეზიდენტისა და რესპუბლიკის შერცხვენის“ ბრალდებით. მაგრამ ინდრიხი შეუპოვარი ადამიანი იყო.
გამოფენებისა და შეკრებების ტრადიცია სოვენიცში დღესაც გრძელდება, ინდრიხ შტრაიტის ფოტოგრაფია, კი   ევროპის მასშტაბით, აშშ-ს და იაპონიის სახელმწიფო კოლექციებზეა გამოფენილი.  აი, როგორ აღწერს ის თავის მიდგომას ფოტოგრაფიისადმი: „შემიძლია ვთქვა, რომ მე ვარ ფოტოგრაფი, რომელიც ფოკუსირებულია სოციალურ თემებზე, მაგრამ ჩემი მთავარი ინტერესი  ადამიანური ურთიერთობებია. მე ძირითადად სოფელს ვიღებ. მე  ის ფოტოგრაფი არ ვარ, რომელიც ქალაქის ქუჩებში დადის და შემთხვევით გამვლელებს იღებს. მე ისეთი ფოტოგრაფი ვარ, რომლისთვისაც აუცილებელია  ცოტათი მაინც იცნობდეს იმ ადამიანებს, რომელთაც სურათს უღებს, სანაცვლოდ, ისინიც მეცნობიან  და საბოლოო ჯამში, ეს ურთიერთობის ფორმაა. ჩემი ფოტოების თემაა ზრდასრულებს შორის ურთერთობა, ბავშვების ურთიერდამოკიდებულება, სოფლად ადამიანების დამოკიდებულება ცხოველებისადმი. ეს ის თემებია, რომლებიც იმ გარემოს ფანჯარას აღებს, რომელშიც მე ვცხოვრობ.“


წყარო:http://www.radio.cz/en/section/curraffrs/photographer-jindrich-streit-celebrates-his-60th?fb_action_ids=794493177243906&fb_action_types=og.likes&fb_source=feed_opengraph&action_object_map={%22794493177243906%22%3A10150271416125149}&action_type_map={%22794493177243906%22%3A%22og.likes%22}&action_ref_map=[]









 













 







 




No comments:

Post a Comment