Wednesday, November 20, 2013

Out From Under the Volcano



„ვულკანის ქვეშეთიდან“
(საბინ მირლესის შთაბეჭდილებები ისლანდიიდან) 



როცა 1973 წლის იანვრის ერთ დილას ვულკანი ელდფელი ამოიფრქვა ისლანდიის სამხრეთ სანაპიროზე,  აქ მცხოვრები 5000 ადამიანი იძულებული გახდა  კუნძული დაუყონებლივ დაეტოვებინა. ყველაფერი, რაც უკან მოიტოვეს  ფერფლისა და ლავის სქელი ფენებით იყო დაფარული. უმეტესობა აღარც დაბრუნებულა, მაგრამ ზოგიერთმა მათგანმა შეძლო დაბრუნებულიყო და მიუხედავად ვულკანის ხელახალი  ამოფრქვევის საშიშროებისა  აღედგინათ თავიანთი ქალაქები და დაეწყოთ ახალი ცხოვრება.
40 წლის შემდეგ, ფოტოგრაფ საბინ მერლესს (Sabine Mirlesse) ამ დაკარგული და შემდეგ ფერფლის ქვეშ ნაპოვნი ქალაქების ისტორიებმა შთააგონა შეექმნა თავისი მორიგი წიგნი: „As if it should have been a quarry
მირლესი ამბობს, რომ ისლანდიამ მისი ყურადღება მხატვარ  რონ ჰორნის გავლენით მიიპყრო. მოგვიანებით, კი დაინტერესდა კუნძულის უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობით და კავშირით, რომელიც ამ მიწასა და მის ხალხს შორის დაინახა.


მოგვიყევით, როგორ მიხვედით ამ პროექტთან?

ამ ადგილს ჩრდილოეთის პომპეის უწოდებენ და როცა ისლანდიაში ჩავედი უმეტესწილად იმ ფაქტმა მომხობლა რომ ადამიანებმა იქაურობა არ მიატოვეს. ნაცვლად, მათ თავიანთი ბაღის ნიჩბები მოიმარჯვეს და სახლები ნაცრის სქელი ფენებიდან ამოთხარეს. და ეს ყველაფერი არ არის, მათ მოახერხეს შეეწყვიტათ ლავის ნაკადი და ეკონტროებინათ ისე, რომ მას სრულიად არ გაენადგურებია მათი ნავსადგური. ის ადამიანის სულის განსაზღვრების პატარა მიკროკოსმოსი გახდა.
მე იქ ერთი წყვილი გავიცანი, რომელთა სახლის გადარჩენაც ვერ მოხერხდა -მათი პორტრეტი არის ჩემ წიგნში. და მე მათ ვკითხე, რომ შეგძლებოდათ სახლიდან მხოლოდ ერთი ნივთის გამოტანა, რა იქნებოდა ეს? „ფოტოები“ - მიპასუხეს მათ. შემდეგ, კი დაამატეს, რომ მათი ცხოვრების მთელი ისტორია მიწაში, მათ ფეხქვეშ იყო ჩამარხული. სწორედ ამას ეხება უმეტესად ჩემი ნამუშევარი: ისტორიები, რომლებიც მიწის ქვეშაა.
არა მგონია, ბევრი ისლანდიელი სრულად აღიარებდეს რამდენად არიან დაკავშირებული თავიანთ ლანდშაფტთან - ბევრი მათგანი სერიოზულად არ აღიქვამს ამ აზრს ან თვლის რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ კლიშეა, მაგრამ ის ბუნებრივად აღწევს ყველაფერში ძალიან  ბევრი თვალსაზრისით.




რას გულისხომობს სათაური - “As if it should have been a quarry”?

ის მომდინარეობს რობერტ ფროსტის ლექსის, “Directive” სტრიქონიდან, რომელიც სკოლაში წავიკითხე. პირველი ათი სტრიქონი ზეპირად უნდა გვესწავლა. ლექსის მრავალი ინტერპრეტაცია არსებობს, მაგრამ ჩემთვის ის საწყისთან დაბრუნებას გულისხმობდა. ის პირველი ხაზები ახლაც ზეპირად მახსოვს:

There is a house that is no more a house
Upon a farm that is no more a farm
And in a town that is no more a town.
The road there, if you’ll let a guide direct you
Who only has at heart your getting lost,
May seem as if it should have been a quarry.




 










































წყარო: http://lightbox.time.com/2013/10/23/out-from-under-the-volcano-a-photographers-impressions-from-iceland/#1




No comments:

Post a Comment