Tuesday, October 8, 2013

Mischa Richter's best shot

მიშა რიხტერის საუკეთესო კადრი


2006 წელს მთხოვეს სარეკლამო სურათები გადამეღო ემი უაინჰაუსისათვის, თან რამდენიმე მხატვრული ფოტოც უნდა შემექნმნა მისი ახალი ალბომისთვის.  ნანახი მქონდა მისი ცოცხალი შესრულება და ვიცნობდი მის სადებიუტო ალბომს  „Frank“ მაგრამ არასოდეს მომესმინა მისი ახალი ალბომი და არ ვიცოდი რას დაარქმევდნენ მას.
გადაღებებამდე  წავედი ემის ბინაში კამდენში,  რომ დავრწმუნებულიყავი, რომ კარგად ავეწყობოდით ერთმანეთს. როცა მივედი ის აბაზანაში იყო და მე რაღაც დრო ქვევით, მის ბოიფრენდთან საუბარში გავატარე. ჩვენ სასტუმრო ოთახში ვიყავით, სადაც ჭერში ხვრელი შევნიშნე. ბანაობის შემდეგ, როცა ემიმ სარჭობი ამოსწია, წყალი მთლიანად ქვევით ჩამოვიდა. მოგვიანებით, როცა ჩვენთან ჩამოვიდა ძალიან მშვიდად და კარგად გამოიყურებოდა. წყლისთვის ყურადღება არც კი მიუქცევია, თითქოს არც არაფერი მომხდარა.
გადაღების დღეს მან ოთხი საათით დააგვიანა. წინა ღამით ერთ-ერთი ძველი მეგობრის ქორწილში იყო და წვეულებამ მთელი ღამე გასტანა. მას არც კი უძინია. თავიდან ყველაფერი რთულად დაიწყო. მას უნდოდა, რომ მისი მეგობარი ობიექტივთან ახლოს მდგარიყო სახით მისკენ, რომ მასთან ურთიერთობის საშუალება ქონოდა. მე კი ეს ნამდვილად არ მინდოდა, ცოტა ვისაუბრეთ და ის დანებდა - საშუალება მომცა სიტუაცია მემართა. ის იყო ჭკვიანი, მხიარული, ძალიან მაგარი და მის გვერდით ყოფნა ნამდვილი  სიგიჟე იყო.
ფოტოების გადაღება განვაგრძეთ ბარში Portobello Road-ზე, შემდეგ კი ჩემთან წავედით სახლში Kensal Rise-ში. იყო ერთი ოთახი, რომელსაც შავ ოთახს ვეძახდით - იქ შავი ხალიჩა და კარადა იყო დაფით სრიალა კარზე. მასში  ნეგატივებს და ანაბეჭდების კონტაქტებს  ვინახავდი. მიუხედავად იმისა, რომ ოთახი ბნელი იყო,  ადრე საღამოს სინათლე მაინც შემოდიოდა კუთხის ფანჯრიდან. დღის ბოლო ფოტო იქ გადავიღე. ჩამწერმა სტუდიამ სწორეს ეს სურათი აარჩია ალბომის გარეკანისთვის - და როცა მითხრეს, რომ ალბომისთვის Back to Black  (სიშავეში დაბრუნება) უნდა დაერქმით, ყველაფერმა სხვაგვარი დატვირთვა შეიძინა. ეს ალბათ ინტუიციური მიგნება იყო.
ჩემთვის პატივია, რომ ამ არაჩვეულებრივი ალბომის გარეკანის ავტორი ვარ და ვთანამშრომლობდი ისეთ არტისტთან, როგორიც ემი იყო. მუსიკოსებს იშვიათად ვიღებ ან მხოლოდ ისეთებთან ვმუშაობ, რომლებიც მომწონს და პატივს ვცემ. ამის შემდეგ, მე ვეღარ მოვახერხე  ემისთან შეხვედრა - ჩვენი ბოლო შეხვედრა ამ ფოტოს გადაღებისას მოხდა. ჩემთვის ეს ნამდვილი ტრაგედიაა.




Curriculum vitae


დაბადების ადგილი: უინძორი. 1971 წელი.

განათლება: მოსამზადებელი კურსი ჩელსის ხელოვნების კოლეჯში  (Chelsea College of Art) და სახვითი ხელოვნება მიდლსექსის უნივერსიტეტში (Middlesex University)

წარმატება: “ მე გავიზარდე პატარა ქალაქ კეიპ კოდში (Cape Cod), სადაც ახლახან გავმართე პერსონალური შოუ მუზეუმში, რომლის პრეზიდენტიც ბაბუაჩემი იყო.“

წარუმატებლობა: “როცა, ოჯახის შესანახად ისეთ საქმეს ვაკეთებდი, რომელიც არ მინდოდა, ცუდ კომერციულ სამუშაოს ვგულისხმობ.“

გავლენა: ბაბუაჩემი. ის კარიკატურისტი და მხატვარი იყო და ბავშვობაში დიდ დროს ვატარებდი მასზე დაკვირვებაში.“

რჩევა: „აკეთეთ ის საქმე, რაც გიყვართ.“


წყარო: http://www.theguardian.com/artanddesign/2013/sep/19/amy-winehouse-mischa-richter-photograph#_

No comments:

Post a Comment