Saturday, August 3, 2013

Eric Lafforgue "The Portrait Of Our World"

                                       ერიკ ლაფორგი : "ჩვენი სამყაროს პორტრეტი"

http://www.ericlafforgue.com/


ერიკ  ლაფორგი 1964 წელს დაიბადა საფრანგეთის ქალაქ ტულუზში. ახალგაზრდობიდანვე ხიბლავდა შორეული ქვეყნები და მოგზაურობა. ფოტოების გადაღება 2006 წლიდან დაიწყო. მალე, მისი ჩრდილოეთ კორეაში, პაპუა ახალ გვინეასა და ეთიოპიაში გადაღებული სურათები  გამოჩნდა მსოფლიოს უამრავ ჟურნალში. 2008 წელს მისი პაპუას ხალხისადმი მიძღვნილი ნამუშევრები პრესტიჟულ  ჟურნალისტიკის ფესტივალ VISA-ზე იქნა წარმოდგენილი.
ერიკი დღესაც აგრძელებს მოგზაურობს და უპირატესობას ანიჭებს ნაკლებად ცნობილ ქვეყნებსა და საფრთხეში მყოფი მოსახლეობის გადაღებას.
ის ევროპის წამყვანი სააგენტო Gamma Rapho-ს წევრია.
ლაფორგი მუშაობს  Hasselblad H4D-50, Leica M6, Canon EOS 1Ds Mark III და  5D mark II-ით.
მისი ნამუშევრები გამოქვეყნებულია შემდეგ ჟურნალებში: Time Magazine, National Geographic, New York Times, CNN Traveller, Discovery Channel magazine, BBC, Sunday times, Lonely Planet, Morning Calm Korea, GEO (16 ქვეყანა) ,International Herald Tribune, GEO Ado, Ushuaia Magazine,Bradt Guides, PPR, Corriere Della Sera, Focus, Le Monde, PBS, VSD, Le Nouvel Obs, The Times, Reader's Digest, Mindfood, Trend China, La Stampa, Sciences et Vie Jr, Cultural Survival, World Heritage Magazine, Archaeology Magazine, Blue Planet, Wealth, Globetrotter, Descopera, India Today, KLM, Silverkris, Il Italia,Sciences Humaines, ViMenn, Get Lost, Best Life, Tomorrow, Yale, Afar Mag, British Airways High Life.....

ერიკ ლაფორგის ფოტოები მისივე კომენტარებით:
დავიწყებ ფოტოგრაფის  რჩეული ფოტოთი, რომელიც მან ჩრდილოეთ კორეაში გადაიღო.




   „ეს ფოტო მართლაც ძალიან მიყვარს, როცა ჩრდილოეთ კორეაში მივემგზავრებოდი,  სწორედ ასეთი სურათის გადაღება მინდოდა. ხანდახან ფოტოს გადაღებამდე იცი, როგორი იქნება ის. ეს საოცრებაა.
                ხშირად მეკითხებიან არის თუ არა ეს ფოტო დამუშავებული, სტუდიაშია გადაღებული თუ გარეთ და ა.შ. გადავწყვიტე ეს საიდუმლოდ შევინახო. მაგრამ ერთ დღეს , როცა კორეა თავის კარს გაგვიღებს(თუმცა, არ ვიცი ეს როდის იქნება) შეგიძიათ თავად კითხოთ მას. ეს ქალბატონი  პიონგიანგის სამხედრო მუზეუმის (War Museum in Pyongyang) გიდია.“





    „ანგოლა, სოფელი სობა, მუკავანას (Mucawana) ტომის გოგონა თოჯინით, რომელიც მას ალბათ ტურისტებმა მისცეს, რადგან ახლომახლო მაღაზია არ არის. სასაცლიოა, რომ გოგონამ თავის ცისფერთვალება თოჯინას ნაწნავები გაუკეთა, რომ საკუთარი თავისთვის დაემსგავსებინა.“





     „ჰიმბას (Himba) ტომის გოგონა რადიოთი, ანგოლა.  ის კისერზე ჩამოკიდებული რადიოთი დადიოდა ყველგან. კასეტა გატეხილი იყო, თუმცა რადიო მუშაობდა. მაშინ როცა,  ჩვენ  Ipad,  iphod, iphone-სათვის  რიგებში ვდგავართ.“



 


            „მუმუილას (Mumuilas) ტომის გოგონა ყელსაბამით. ანგოლა. ეს ტომი ერთ-ერთი ულამაზესია, რაც კი მინახავს. მუმუილას, იგივე მუჰილას ტომი სამხრეთ ანგოლაში ცხოვრობს. ისინი უცხოელებთან ძალიან მორცხვობენ, რადგან ტურისტები აქ ფაქტიურად არ მოდიან. გოგონა  ატარებს უზარმაზარ ყელსაბამს, რომელიც ასობით პატარა მძივების აცმითა და სირაქლემას კვერცხებითაა დამზადებული. ეს ყველაფერი კი დაფარულია ტალახით, საქონლის ნაკელითა და  ბალახეულობის ნაზავით, სასიამოვნო სუნის მისაცემად. გოგოანა ატარებს ამ უზარმაზარ ყელსაბამს იმის ნიშნად, რომ ის უკვე სხვა ასაკობრივ კატეგორიაში გადავიდა. ყელსაბამი მას დღე და ღამე უნდა ეკეთოს სანამ გათხოვდება. თმებზეც იგივე ნაზავია.“




      „ალბინოსი ჩვილი და დედა მვილას (Mwila) ტომიდან. ანგოლა. ეს ქალი მვილას ტომიდან ჰეილში იმყოფებოდა და ჩემთან თავად მოვიდა და ტანსაცმელებში შემალული ლურჯი ქუდი მაჩვენა. პირველად ვერც კი მივხვდი, რომ ქუდში ბავშვი იყო. შემდეგ ტანსაცმელი გაიხსნა, რომ თავისი ალბინოსი გოგონასთვის  გამოჩენის საშუალება მიეცა. მას პატარა ნაწნავები ქონდა  საოცრად თეთრი იყო. დედა ამაყად პოზირებდა ფოტოსთვის და პოლაროიდის ჯადოქრობაც იხილა! ანგოლაში, ტომებში ბევრი ალბინოსი ვნახე. მათი ჯანმრთელობა ძლიერი მზის გამო ძალიან შერყეულია...  ეს ალბათ, ყველაზე ამაღელვებელი ფოტოა, რაც კი გადამიღია, რადგან ამ ალბინოსი ბავშვის მომავალი არც ისე ბედნიერი იქნება აფრიკის ამ შორეულ ნაწილში.“



                 
       „ორი პატარა გოგონა მუმუჰუილას  (Mumuhuilas) ტომიდან. ანგოლა. ეს პატარა გოგონები მუმუჰუილას ტომიდან ცხოვრობენ ჩიბიაში, სამხრეთ ანგოლა. მათ ტრადიციული ვარცხნილობა აქვთ და დიდი ყელსაბამები უკეთიათ. ყელსაბამი უჩვენებს ისინი მოზარდები არიან თუ არა. მათი მძივები წითელია, რაც იმას მიუთითებს, რომ ისინი ჯერ კიდევ პატარები არიან. მათი ვარცხნილობა ტრადიციულია და გაკეთებულია ხის ქერქის, ზეთისა და საქონლის ნაკელის ნარევით. ვერ შევძელი მათი გაღიმება, რადგან ისინი თეთრი ადამიანის პირველად ნახვის შთაბეჭდილების ქვეშ იყვნენ. ტურისტი მანამდე არასოდეს ენახათ. წარმოიდგინეთ მათ სახე, როცა ფოტოსესიის დასრულების შემდეგ, პოლაროიდი მივეცი! ეს პატარა გოგონები ჩემთვის არ გამოწყობილან, ეს მათი ყოველდღიური სამოსია.“
 

 



             „გაღიმებული ცალთვალა გოგონა მუკუბალის (Mucubal) ტომიდან. ანგოლა.მას ძალიან გაეხარდა თეთრი კაცის ყურადღება , რომ მიიქცია. სხვებივით მისი მოდელი იქნებოდა. ამ ტომებში ძალიან ბევრს აქვს თვალთან დაკავშირებული პრობლემა... ისინი ცეცხლს თავიანთ დახურულ, გამომშრალი ტალახიდან ნაგებ სახლებში ანთებენ და კვამლი შიგნით რჩება. სურათები გადავიღე და ათი წუთის შემდეგ უკვე სუნთქვა აღარ შეიძლებოდა სახლში.“

























სურის (Suri) ტომის ბავშვი ტულგიტურ  (Tulgit) სკოლასთან.

      „ამ კაცმა, მაკუბალის  (Mucubal)  ტომიდან, საკუთარი ცოლი საუკეთესო მეგობარს მიყიდა. მაკუბალის ტომში ეს ჩვეულებრივი ამბავია. ორი ძროხის სანაცვლოდ შეგიძლია ვინმეს ცოლი იყიდო და ეს სულაც არ არის იაფი - ძროხის ფასი 1000 ამერიკულ დოლარს აღწევს, რაც ადგილობრივებისთვის უზარმაზარი თანხაა.“
 



      „სურის (Suri) ტომის ხალხი (ეთიოპია) ერთადერთია, რომელთაც იარაღის შენარჩუნება დღემდე შეძლეს. მათ არ სურთ იარაღი მთავრობას ჩააბარონ. ისინი ირწმუნებიან, რომ თუ იარაღს ჩააბარებენ, ტოპოსას ტომები სამხრეთ სუდანიდან და ტურკანას ტომები კენიიდან, რომლებიც მხოლოდ რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ცხოვრობენ, თავს დაესხმებიან და ძროხებს მოპარავენ, რაც მათი ერთადერთი განძია.“




          „მის ანამ (ბოდის(Bodi) ტომი, ეთიოპია)  სოფელი დატოვა და სწავლობს. მალე ის პოლიციელი გახდება და ისევ ჰანა მურსიში (Hana Muersi) დაბრუნდება. ასე ცდილობს მთავრობა  უკეთ აკონტროლოს ადგილობრივი მოსახლეობა, რადგან ტომები დაუმორჩილებლები არიან.“



         „მთავრობამ თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა და  ცდილობს დაარწმუნოს გოგონები თავი დაანებონ ისეთ ტრადიციებს, როგორიცაა ტატუირება და ტუჩის ფირფიტები. მათ გარეშე გოგონა უფრო იაფად გაიყიდება საქორწინოდ. (25 ძროხა და ერთი კალაშნიკოვი)“



         “დასანეჩის (Dassanech) ტომის მამაკაცი ამბობს: „მე აქ დავიბადე, მდინარე ომოს სანაპიროზე. მამაჩემი მდიდარი არ ყოფილა და აქ დასახლდა. მე დიდი ფერმა მქონდა, სანამ მიწა არ წამართვეს, რომ უზარმაზარი წყალსატუმბი აღემართად. ყველაფერი წაიღეს. მხოლოდ პატარა ნაკვეთი დამრჩა, სადაც ჩემს 34 შვილთან ერთად ვცხოვრობ. მინდა მშვიდობიანად ვიცხოვრო და მათ თავს არ ვესხმი, თუმცა ყველაფერი წამართვეს, რაც მებადა. რა უნდა ვქნა?“



        „ჰამერებს  (Hamerers) (ეთიოპია) არ უყვართ როცა სურათებს უღებენ, რადგან უფროსი თაობის წარმომადგენლები ძველებურად მიიჩნევენ რომ ეს მათ სისხლს უშრობთ.“



          "ქორწილამდე, საპატარძლომ, ან როგორც ისინი უწოდებენ „უტა“ არ იცის ვინ იქნება მისი ქმარი. მას მოასუქებენ და ყოველდღიურად კანზე ცხიმს უსვამენ. გოგონამ ქოხში გამოკეტილმა უნდა იცხოვროს სოფლიდან მოშორებით რამდენიმე თვით.“
   




             დონგა (Donga) ბრძოლები უამრავ ლამაზ გოგონას იზიდავს ახლომახლო ტერიტორიებიდან, იმ იმედით რომ გამარჯვებულების რჩეულები გახდებიან. მიზანი ქორწინება არ არის, არამედ ფლირტი. ტატუირება სილამაზის მნიშვნელოვან  გამოხატულებად ითვლება სურმას (Surma) კულტურაში.



          "ტრობრიანდის კუნძულებზე (Trobriand Island)(პაპუა ახალი გვინეა) არ იყო ტელევიზია და ელექტროენერგია (გარდა რამდენიმე სასტუმროსა და ადმინისტრაციული შენობებისა). ამ კუნძულზე შეგიძლია მარტომ ისეირნო, იხეტიალო და ადამიანებს გაუღიმო. აქ არ არის პოლიცია და არც ქურდები. აქ შიშიც არ არსებობს, განსხვავებით პორტ მორსბისგან (Port Moresby).  ადამიანები ყვავილებით თმებში დადიან."


             „ტრობრიანდის კუნძულებზე, (Trobriand Island)(პაპუა ახალი გვინეა) როცა ადამიანს ოჯახის წევრი უკვდება თავი უნდა გადაიპარსოს. ამ ქალბატონს მეუღლე გარდაეცვალა. დიდი ხნის წინ, აქ მიცვლაბულებს ვერტიკალურად ასაფლავებდნენ, ისე რომ მიწიდან მხოლოდ თავი ქონდათ ამოყოფილი, რომელსაც თიხით უფარავდნენ.“



       „სანამ სინგ სინგი (Sing Sing) ანუ „დიდი შეხვედრა“ დაიწყება ჰაგენები (Hageners) (პაპუა) დილით ადრიანად იწყებენ გრიმზე ზრუნვას, რაც საათობით გრძელდება. თითეულ ფერს თავისი მნიშვნელობა აქვს. წითელი ნაყოფიერებას და სექსუალურ მიმზიდველობას ასახავს. ამ სურათზე ლუჯი  წერტილები წყალს აღნიშნავს.”



             „ეს მამაკაცი ელექტრო საზომის დაფას იყენებს ცხვირის საყურედ. პაპუას ხალხს უყვართ თანამედროვე ელემენტების შეტანა თავიანთ სამკაულებსა და მორთულობაში. ბევრი საშობაო ზიზილ-პიპილებით რთავს თავიანთ თავსაბურებს.“





„ბავშვებს ძალიან უყვართ სინგ სინგში (Sing Sing) მონაწილეობის მიღება. ბევრი მათგანი შორეული რეგიონებიდან ჩამოდის. მთა ჰაგენზე ( Mt. Hagen) ასვლა დიდი პრივილეგიაა.“




              „ომო მასაიაი, ჩიმბუს ტომის ქალი. მათ ჩონჩხებსაც ეძახიან.  ისინი ტომის ტრადიციული თეატრალური წარმოდგენის გმირები არიან, რომელთაც კავშირი აქვთ „ნამდვილ“ მეომრებთან.“



             „ბატონი ეგლუ ნარკო, ჩიმბუს ტომის წარმომადგენელი. ტალახით სახეზე აღნიშნავს სიკვდილს. სინგ სინგის დროს სიცოცხლის ყველა საფეხური უნდა იქნეს წარმოდგენილი.“





       „თეიიამი (Theyyam) ჰინდუს თაყვანისცემის ერთერთი ფორმაა, რომელიც ყოველ ზამთარს ტარდება კერალაში, ინდოეთი. თეიიამის 450 ფორმა არსებობს და ყველა მათგანი მოიცავს ცოცხალი ღმერთის ადამიანურ ხორცშესხმას.“



           “თეიიამს (Theyyam) მომავლის წინასწარმეტყველებაც შეუძლია. მეტალის თვალების უკან, რომლებიც მიიჩნევა, რომ მომავალს ირეკლავს, მას შეუძლია დაინახოს რა ბედი ეწევა ადამიანს.


           „მზის ჩასვლა მუკაბალის ტომში. ანგოლა. მაკუბალის ტომში რამდენიმე დღე დავრჩი და ძალიან კარგი დრო გავატარე მათთან ერთად. ისინი მართლაც კარგები არიან და ძალიან უყვარდათ ჩვენს ბანაკში სტუმრობა და საათობით ადევნებდნენ  თვალს ჩვენს სამუშაო პროცესს. მაშინაც მოდიოდნენ, როცა უბრალოდ ვისვენებდით ან წიგნს ვკითხულობდით.
ეს კაცი გონებრივად ჩამორჩენილია, 20 წლის იყო და 6 წლის ბავშვივით იქცეოდა. მაგრამ საოცარი ის იყო, რომ როცა მე მინდოდა სურათი გადამეღო, მზის ჩასვლის ფონზე მიმავალი სილუეტისა, მხოლოდ ის მიხვდა ჩემს ჩანაფიქრს. დანარჩენი მუკაბალეს ტომელები კი გაოცებულები შესცქეროდნენ მის ასეთ კარგ შესრულებას. დიდი დანა, რომელიც მას უჭირავს, მუკაბალას ტომელებს მუდამ თან აქვთ. ჯოხს კი ტანსაცმელისთვის იყენებენ, როცა წვიმა მოდის. მუკუბალი (ასევე მუკუბაი, მუკაბალე, მუგუბალე) ჰერეროს ეთნიკური ჯგუფის ქვეჯგუფია, რაც ნიშნავს, რომ ისინი ბანტუ (bantu) ენაზე საუბრობენ და ითვლება, რომ კენიიდან არიან წარმოშობით.“



               http://www.ericlafforgue.com/
               http://www.flickr.com/photos/mytripsmypics/ 

No comments:

Post a Comment