Monday, August 5, 2013

Denis Piel's Best Shot



დენის პიელის საუკეთესო კადრი

  
70-იან წლებში, პარიზში ვცხოვრობდი რამდენიმე წლით. ის პერიოდი მქონდა, როცა მთელი  სამყარო სიურეალისტური მეგონა.  ბაბუაჩემის ძმა სიურეალისტი მხატვარი, ანდრე მასონი იყო და ხშირად ვხვდებოდი ისეთ მხატვრებს, როგორებიც იყვნენ დოროთეა ტანინგი და მაქს ერნსტი. სწორედ მაქსმა  წარმადგინა პირველად მან რეისთან, 1973 წელს. ჩვენ რამდენჯერმე შევხვდით. ვთხოვე პორტრეტის გადაღების უფლება მოეცა. რომელ ფოტოგრაფს არ მოუნდებოდა მისი გადაღება?

მან რეი დამთანხმდა და დავთქვით თარიღი. მე წავედი მასთან სახლში, რომელიც სულაც არ იყო პარიზის მოდურ,  მდიდრულ უბანში : მყუდრო ეზო ათასგვარი რამით იყო სავსე. მივედი ელექტრო მაშუქის მოწყობილობებით, მაგრამ მას ეს არმოეწონა და ამიტომ ძირითადად დღის შუქზე მომიხდა გადაღება. შემდეგ ვთხოვე შირმის წინ დამჯდარიყო, ვიფიქრე ვიზუალურად  უკეთესი იქნებოდა, თუ  ფონი უამრავი ნივთით დატვირთული არ იქნებოდა. ახლხახან აღმოვაჩინე, რომ სწორედ ამ შირმის ფონზე ყავს მას გადაღებული კატრინ დენევი.

ვნერვიულობდი, თუმცა ატმოსფერო ძალიან მშვიდი იყო. ის ძალიან  უბრალო და უშურველი იყო თავისი დროის მიმართ: მე რამდენიმე საათი დავრჩი. ჯულიეტა, მისი მეეღლე, გასული იყო, ის კი თავის სამუშაო ქაღალდებთან ატარებდა დროს.

როცა წამოსასვლეად მოვემზადე, მან გამომაცილა და იქ , უეცრად დავინახე ფოტო, ნამდვილი ფოტო!  წითელი ჟაკეტის კონტრასტი მონიქრომულ სახლის კედელთან შესანიშნავი იყო. მე აპარატი მოვამზადე და ვუთხარი: ეს ჩემი საუკეთესო კადრი იქნება, შეგიძლიათ, უბრალოდ აქ იდგეთ?“

ფოტოს აქ, გარეთ, გადაღება მას  განზრახული არ ქონია. არც მე მიფიქრია ამაზე და ვფიქრობ, ამიტომაა ის ასე კარგი. აქ ჩანს მისი უბრალოება და სულგრძელობა. არასოდეს მიგრძვნია, რომ მას გადაჭარბებული წარმოდგენა ქონოდა საკუთარ თავზე ან საქმიანობაზე.

როცა 1979 წელს ნიუ იორკში გადავედი, მთელი ჩემი საკუთრება გემით გავაგზავნე, ფოტოების , ნეგატივების, ანაბეჭდებისა და აღჭურვილობს ჩათვლით. გემი შტორმში მოხვდა და მის გადასარჩენად მთელი ტვირთი მოაშორეს. შედეგად ყველაფერი დავკარგე. მაგრამ რამდენიმე ფოტო თან მქონდა თვითმფრინავში და ესეც მათ შორის იყო.



Curriculum vitae

 


დაბადების ადგილი: საფრანგეთი. 1944 წელი.

განათლება: თვით-ნასწავლი

გავლენა: „ირვინგ პენი და რობერტ ფრანკი, მათი ფილმები, ისევე როგორც  ფოტოები.“

წარმატება:  „იმედი მაქვს, ის სადღაც აქვეა“

წარუმატებლობა: „19 წლის ვიყავი, ფირი უკუღმა ჩავდე და ისე გავემართე მნიშვნელოვან დავალებაზე.  ერთი კადრიც კი არ გამოვიდა.“

სასარგებლო რჩევა: „იყავი მამაცი და გაბედული, მაგრამ იყავი ის, რაც ხარ.“






 წყარო: http://www.theguardian.com/artanddesign/2013/apr/17/denis-piel-best-photograph-man-ray#_

No comments:

Post a Comment