Sunday, June 2, 2013

Jean-Christian Bourcart



ჟან - კრისტიან ბურკარტი



ჟან - კრისტიან ბურკარტი დაიბადა 1960 წელს კოლმარში, საფრანგეთი.  პირველად მან ყურადღება მიიპყრო 1992  წელს სერიით „უნაყოფო მადონები“, რომელიც  ფრანკფურტის ბორდელებში მოამზადა. მოგვიანებით, სერია ნენ გოლდინის  წინასიტყვაობით გამოქვეყნდა. 1997 წლიდან ბურკარტი ცხოვრობს და მოღვაწეობს ნიუ იორკში.


უნაყოფო მადონები

მთლი კვირა ფრანკფურტის ბორდელებში დავეხეტებოდი - პროექტს ვამზადებდი ჟურნალისთვის Marie Claire. კლუბებს სამი წესი ქონდათ: არავითარი ქალები, ფოტოები და ვიდეო. ამკრძალავი  ნიშნები ყველგან იყო. სუტენიორებს იარაღები ქონდათ,  ქალები კი თავის მაღალქუსლიანებს ზუსტი იარაღივით იყენებდნენ. მამაკაცების მუდმივი ნაკადი დაეხეტებოდა კორიდორებში დილიდან დილამდე.
ქალები იცდიდნენ. ისინი ქსოვდნენ, ჭორაობდნენ, დამუნჯებულები მიშტერებოდნენ ტელევიზორის ეკრანებს. ერთი სართული იყო ქალებისთვის, რომლებიც დასავლეთიდან იყვენენ, მეორე აზილებისთვის და მესამე შავკანიანებიშთვის. ძალიან ახლოს ვერ მოვახერხე მისვლა.  ქურთუკის ჯიბეში  პატარა  აპარატი მქონდა დამალული , რომელიც ძალიან ხმაურიანი იყო და ჩავახველებდი ხოლმე, რომ გადაღებისას მისი ხმა  გადამეფარა.






 

















             ტრანსპორტი
              1999-2003

კანალ-სტრიტზე ყოველთვის საცობებია. შეფერილ მინებიანი ფანჯრების უკან ადამიანები თავიანთ დიდ სედანებში ძალიან ნაღვლიანები ჩანან. სხვები  ავტობუსებისა და ტაქსების ფანჯრებიდან მოწყენილად იმზირებიან, მთლიანად შთანთქმული თავიანთი ხანგრძლივი სამუშაო დღით. მე ტროტუარზე ვდგები და ვითვალთვალებ მათ ჩემი ძლიერი ტელოფოტო ლინზით.
ვხედავდი, როგორ უნდობლად მიყურებდნენ ისინი მე, აფორიაქებულები, როგორც მანქანის ფარებით შეშინებული ცხოველი ღამით . ზოგი არ ინძრეოდა, ზოგი ბრუნდებოდა და თავს იცავდა გაზეთით ან ხელით. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც უპირიპირდებოდნენ ჩემს მექანიკურ მზერას - ძირითადად ქალები, ტოვებდნენ თავიან გამოსახულებას ბედის ანაბარა, რომელსაც ვერ გააკონტროლებდნენ.




















            
           

            ბრბო
           2009-2011
მე ვდგებოდი მეტროებში, რკინიგზის სადგურებში, ბაზრის შესასვლელებში მსოფლიოს უდიდეს მეგაპოლისებში და ვიღებდი ადამინების ნაკადს, რომლებიც ჩემი კამერის წინ ირეოდნენ. გარეგნობით, ჩაცმულობით, სხეულის ენით და ა.შ ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ მსოფლიო მოსახლეობის მრავალფეროვნება და ასევე გლობალიზაციის ეფექტი.







 













 
  
შეჯერება

2005

2005 წლის ზაფხულის შვებულება ნიუ იორკის შტატის სამხრეთ ნაწილში გავატარე. ირანში დაჭრილების და მოკლულების  სურათებს პროექტორით ავსახავდი სახლებზე, ეკლესიებზე და სუპერმარკეტებზე. ეს არ იყო დენონსაციის საკითხი, არამედ მინდოდა, ორი  ერთდროული რეალობა ერთმანეთისთვის დამეპირისპირებინა. ერთის მხრივ შორეული, დაუნდობელი და ქაოტური ომი, რომლისგანაც მხოლოდ მიკერძოებული, ზედმიწევნით გაფილტრული ექო გვესმოდა და მეორეს მხრივ მშვიდი, მოწესრიგებული ლანდშაფტები.



 




 



 

 


ფრანგები

პარიზი 1983,1990

ძალიან ხშირად ვიღებდი ფრანგებს ქუჩაში ან რაღაც ღონისძიებებზე. ვიღებდი ყველას, რიგით გამვლელებს, პოლიტიკოსებს თუ ტურისტებს. მომწონდა სცენები, სადაც ადამიანები ხელჩაჭიდებულები იყვნენ, ორაზროვანად  იქცეოდნენ  ან შემთხვევით ერთმანეთს ეტაკებოდნენ.














წყარო:  http://jcbourcart.com/


No comments:

Post a Comment