Wednesday, May 22, 2013

Stephanie Sinclair's best shot



სტეფანი სინკლერის საუკეთესო კადრი


პატარა გოგონების ქორწინების საკითხზე მუშაობის პერიოდში ბევრი ქვეყანა მოვიარე: ინდოეთი, ნეპალი, ავღანეთი, ეთიოპია. მაგრამ ყველაზე მთავარი იემენი იყო, რადგან ეს იქ ყველაზე გავრცელებულია - ფაქტიურად, ნორმალურადაც კი ითვლება. თუმცა, არიან ადამიანები, რომელთაც უნდათ , რომ ეს შეწყდეს და ეს პროექტი მათი დიდი დახმარების შედეგია
ამ ფოტოზე  ნაჩვენებია ორი ბავშვი პატარძალი თავიანთ ქმრებთან ერთად იემენის სოფელში. ტაჰანი, გოგონა ვარდისფერში, რვა წლისაა. მისი ქმარი მაჯედი 27. ღადა, მწვანეში, ასევე რვისაა, მისი ქმარი, კი 33. ყოველდღიურად მსოფლიოში  ტაჰანის და ღადას მსგავსად დაახლოებით  39.000 ბავშვი ქორწინდება.
ტიჰანი 6 წლის იყო, როცა გათხოვდა და ის გახდა ცოლი, ამ სიტყვის სრული გაგებით. მას ჯერ მოწიფულობსი ხანამდე არ მიუღწევია და შვილები არ ყავს. ღადა, ტაჰანის ქმრის, მაჯედის დაა. ის ჯერ კიდევ თავის ოჯახთან ცხოვრობდა და სკოლაში დადიოდა, რადგან მამამისი  გრძნობდა, რომ გოგონა ძალიან პატარა იყო საიმისოდ, რომ ქმართან ერთად ეცხოვრა.
მე მათ ორჯერ შევხვდი 2010 წელს, როცა იემენში ვმუშაობდი  National Geographic-ისთვის. პირველად ისინი ქმრების გარეშე იყვნენ: ჩვეულებრივი პატარა  გოგონები იყვნენ, ძალიან  საყვარლები და ჩემი იქ ყოფნით აღელვებულები. გადავწყვიტე ორივე წყვილი გადამეღო, რათა  ხაზი გამესვა, რომ ასეთი დიდი ასაკობრივი სხვაობა არ იყო მხოლოდ ერთი  კერძო, შემთხვევა. ორივე მამაკაცი სამხედროა და მუშაობს იემენის ჯარში, ამოტომ მომიხდა მათი ლოდინი.
როცა, ბოლოსდაბოლოს,  მათ შევხვდი, შუადღე იდგა და განათება ძალიან ცუდი იყო. შევარჩიე მდებარეობა და  დაველოდე სანამ სრულად არ მოიღრუბლა. ისინი რამდენჯერმე ცოტათი გადავაადგილე და 50 კადრი გადავიღე 15 წუთში. ყველანი ძალიან დამყოლები იყვნენ. არც გოგონებისთვის მითქვამს როგორი გამომეტყველება მიეღოთ. არა მგონია, ისინი აზრზე ყოფილიყვნენ, რომ მათ ქორწინებას მთელი სამყარო არასწორად შეაფასებდა - მაგრამ როგორღაც გრძნობდნენ, რომ იქ რაღაც ჩემს შეშფოთებას იწვევდა.
ფოტო შედგა, რადგან გოგონები გაიხსნენ ჩემს მიმართ: ტაჰანი, განსაკუთრებით და ეს მის გამოხედვაში ჩანს. ისინი მათი ქმრებისგან განსხვავებულად ურთიერთობენ ჩვენთან, რომლებიც აშკარად არ განიცდიან სირცხვილის გრძნობას. როცა ფოტოს  უყურებ, მაშინვე ხვდები, რომ მამაკაცები გოგონების ქმრები არიან და არა მამები.
ჩემი ვიზიტით მთელი კამპანია დაიწყო: მოვიყვანეთ ექიმი და ბებიაქალები, რომლებმაც გოგონებთან ჯანმრთელობის საკითხებზე ისაუბრეს - აუხსნეს, რომ ისინი შეიძლება ძალიან ადრეულ ასაკში დაფეხმძიმებულიყვნენ, და ამით მათ და მათ შვილებს  პრობლემები შეექმნებოდათ, რაც შესაძლებელია სიკვდილიდაც დამთავრებულიყო. საბოლოო ჯამში,  თემმა გადაწყვიტა მომდვნო ქორწინება შეეჩერებინა.



Curriculum vitae

 
დაბადების ადგილი: მაიამი, 1973 წელი.
განათლება: ჟურნალისტიკა და ფოტოგრაფია ფლორიდის უნივერსიტეტში.
გავლენა: იუჯინ რიჩარდსი. მის ნამუშევრებს ახასიათებს ინტიმურობა და სრულყოფილება. შეუძლებელია, ის ვინმეს შეადაროდ.
 წარმატება: როცა ჩავერთე კამპანიაში "Too Young to Wed" ("ძალიან ახალგაზრდა ქორწინებისთვის")რომელზეც მთელი მსოფლიოს პოლიტიკოსებმა მოახდინეს რეაგირება.

წარუმატებლობა: კოლეგები, რომლებიც  წლების მანძილზე დავკარგე ავღანეთში, ერაყსა და ლიბანში.
სასარგებლო რჩევა: იყავით მრავალმხრივი. მოუსმინეთ თქვენი გულის ხმას და გააკეთედ პროექტები ისეთ საკითხებზე, რომელთაც თქვენთვის მნიშვნელობა აქვთ.


წყარო: http://www.guardian.co.uk/artanddesign/2013/may/22/stephanie-sinclair-best-photograph-child-brides#_



No comments:

Post a Comment