Tuesday, May 21, 2013

Photo Story – Where earth turns into gold by Theo Erbenius



ფოტო ისტორია: იქ, სადაც მიწა ოქროდ იქცევა (თეო ერბენიუსი)


ეს არის კუშთი მოჭიდავეების სიცოცხლისა და ოცნებების ამბავი. ისინი ინდოეთის ქალაქ კოლჰაპურიდან არიან. კუშთი  სპორტის უძველესი სახეობაა, რომელიც პართული იმპერიის (ძვ.წ. 132 -226) ხანაში წარმოიშვა, დღევანდელი ირანისა და ერაყის ტერიტორიაზე.

კუშთი მოჭიდავეების უმრავლესობა კოლჰაპურში, ადრიდანვე, 10 წლის ასაკში ტოვებს სახლს და იწყებს ვარჯიშს. ისინი გადადიან ეგრედწოდებულ ახარასში (Akharas) -ეს მათის სპორტული დარბაზია და ამის შემდეგ ოჯახს მხოლოდ წელიწადში ოთხჯერ ხვდებიან. ახარა და მისი წევრები ხდება მათი ახალი ოჯახი, ჭიდაობა კი მათი ახალი ცხოვრების დასაწყისია. ოჯახები, როცა თავიანთ შვილებს იქ აგზავნიან, იმედი აქვთ, რომ მათი ოცნება ახდება და ისინი დაფასებულები და მდიდრები იქნებიან, როცა მათი ვაჟი წარმატებული ჩემპიონი გახდება. სახელმწიფო ჩემპიონი სიკვდილის შემდეგაც კი ახსოვთ და პატივს სცემენ.

მშობლები საკმაოდ დიდ თანხებს აბანდებენ საკუთარ შვილებში, როცა იქ აგზავნიან. ამიტომ, ზეწოლა, მიაღწიო წარმატებას - დიდია. ყველაზე დიდი ხარჯი საკვებია. მოზარდი მოჭიდავეს კვებაზე წელიწადში იხარჯება 60 000 ინდური რუპია, რაც 1230 დოლარს უდრის.  Unicef-ის თანახმად,  საშუალო წლიური შემოსავალი ინდოეთში 2009 წლის მონაცემებით 1170 დოლარია. ასე რომ, თავიანთი გურუების, საკუთარი თავისა და წარმატებაზე მათ ოჯახის ოცნებებით  მოტივირებული მოჭიდავეები კვირაში ყოველ დღე ექვსი საათის მანძილზე ვარჯიშობენ.

კუშთის წესები იგივეა, რაც  დასავლურ ჭიდაობაში, რადგანაც მიზანი ორივე სპორტის ერთია - ოპონენტი ზურგით უნდა დაეცეს მიწაზე. ჭიდაობა მიმდინარეობს  შახტში, რომლის იატაკიც დაფარულია  რბილი წითელი ხრეშითა და მიწით. დიდი ყურადღება ექცევა სწორ ვარჯიშს, სწორ კვებას და ძილს, რადგან ეს არის ის რაც ჯანმრთელობას განაპირობებს, რაც აუცილებელია ჭიდაობაში. დალევა, მოწევა და სექსიც კი შეზღუდულია. ძირითადი აქცენტი კეთდება სუფთა ცხოვრების სტილზე, ძლიერებაზე  და ჭიდაობის უნარების სრულყოფაზე.





















ფოტოგრაფის შესახებ



თეო ერბენიუსი  დაიბადა სტოკჰოლმში. ფილოსოფიის, ეთნოლოგიისა და ხელოვნების შესწავლის შემდეგ, რაღაც პერიოდი ელექტრიკოსად მუშაობდა, სანამ ფოტოგრაფია არ შეუყვარდა. ამის შემდეგ მან დაიწყო მოგზაურობა და მოიარა აზია, ახლო აღმოსავლეთი და სამხრეთ ამერიკა თდა შექმნა არაერთი ფოტოგრაფიული პროექტი. 2011 წელს მან დაიცვა დიპლომი ფოტოჟურნალისტიკაში  დანიის მედიისა და ჟურნალისტიკის სკოლაში. ( Danish School of Media and Journalism) ამჟმად ის სტოკლოჰმშ ცხოვრობს და მუშაობს როგორც შტატგარეშე ფოტოგრაფი.

ფოტოგრაფის პირადი გვერდი


  წყარო:http://121clicks.com/photo-stories/photo-story-where-earth-turns-into-gold-by-theo-erbenius

No comments:

Post a Comment