Monday, May 6, 2013

Ormond Gigli's best shot



ორმონდ გიგლის საუკეთესო კადრი

 
1960 წლის ზაფხული იყო. ერთხელ, დილით, მანჰეტენზე მდებარე  ჩემი სტუდიის ფანჯრიდან გავიხედე და მოპირდაპირე ნხარეს დასანგრევად გამზადებული რკინოვანი ქვიშაქვის სახლების რიგი  შევამჩნიე. როცა ცარიელ ფანჯრებს შევხედე, გამიჩნდა იდეა, თითოეულში ფერად კაბიანი ქალი მომეთავსებინა.

ერთი ჩემი თანამშრომელი გავაგზავნე, შენობების დანგრევის ფირმის ხელმძღვანელთან მოსალაპარაკებლად. მან ფოტოების გადაღების უფლება მოგვცა იმ პირობით, რომ მათზე მისი ცოლიც უნდა ყოფილიყო.  გადაღება შეგვეძლო მომდევნო დღეს, დროის იმ მონაკვეთში, როცა ისინი ლანჩს მიირთმევდნენ. ამის შემდეგ შენობა იქედან გაქრებოდა.

ასე რომ, 24 საათით ადრე შენობის დანგრევამდე, ჩვენ დავურეკეთ ჩვენს ყველა პარტნიორს და ვთხოვეთ ეპოვათ მოდელები  და როლს როისი. მე კარგი რეპუტაცია მქონდა, რადგან Time და  Life ჟურნალებში ვმუშაობდი და არ გამჭირვებია ადამიანების  დარწმუნება.

მომდევნო დილით  East 58th Street -ზე ჩემს სტუდიაში ვიყავი, პირველ და მეორე გამზირების  გადაკვეთაზე.ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ გეგმა ჩაიშლებოდა. ამ დროს ჩემი ასისტენტი შემოვიდა და მითხრა: “ ორმონდ, ჯობია გადასაღებად სახანძრო კიბით ახვიდე. ფანჟრები სავსეა ადამიანებით და კიდევ მოდიან ტაქსებით. უეცრად ყველაფერმა ახდენა დაიწყო.

აქ იყვნენ მოდელები, მაღალი წრის ქალები, ჩემი მეუღლე (მეორე სართული, მარჯვნიდან ბოლო),ხელმძღვანელის ცოლი (მესამე სართული, მარცხნიდან მესამე). ყველა თავის საუკეთესო კაბაში იყო გამოწყობილი. მე ისინი ფერების მიხედვით გავანაწილე და ვთხოვე ისეთი პოზა მიეღო, თითქოს ვინმეს კოცნას უგზავნიდნენ. როცა ვიღებდი, შევნიშნე, რომ ზოგი მათგანი ფანჯრის რაფაზე შემდგარიყო. რადგან ფანჯრები ცემენტის იყო დანგრევის პირას იყო მისული, მე მათ მეგაფონის საშუალებით დავუყვირე, ჩარჩოს ფარგლებში დარჩენილიყვნენ.

შუადღის მზე თავზე დაგვნათოდა და შუქი ანათებდა ქუჩებს. საბედნიეროდ, არც პოლიციას შეუჩერებია ჩვენი საქმიანობა და ერთ საათში მე  უკვე  მივიღე ჩაფიქრებული ფოტო.

ამ კადრის დიდი ანაბეჭდი მაქვს ჩემს კედელზე.ყოველთვის მეღიმება, როცა მას ვუყურებ, ამდენი წლის შემდეგაც კი. ცუდი ნამდვილად არ გამოვიდა.



   Curriculum vitae

 

 დაბადების ადგილი: ნიუ იორკი. 1925 წელი.

განათლება: ნიუ იორკის თანამედროვე ფოტოგრაფიის სკოლა.


გავლენა: ლფრედ  ეიზენშტედტი და სხვა  Life და Paris Match -ის ფოტოგრაფები.


წარმატება: როცა Life-მა სამუშაო შემომთავაზა. 

წარუმატებლობა: „და მე მათ უარი ვუთხარი ხელფასის გამო.“

სასარგებლო რჩევა: „სხვა რამე აკეთედ, ახლა ძალიან ძნელია ფოტოგრაფობა.“
 
წყარო:  http://www.guardian.co.uk/artanddesign/2013/may/01/ormond-gigli-best-photograph-women-windows#_


No comments:

Post a Comment