Sunday, May 19, 2013

Pentti Sammallahti



პენტი სამალაჰტი






„მე მივხვდი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ფოტოგრაფის სამუშაოში გამოსახულების შექმნა კი არ არის, არამედ სურვილი - დაინახო და  საკადრისი  სამაგიერო მიუზღო  იმას, რასაც ყველა ხედავს. „









პენტი სამალაჰტი დაიბადა 1950 წლის 18 თებერვალს ფინეთში. ფოტოების გადაღება ადრიდანვე , 11 წლის ასაკში დაწყო. მისი ბებია, ჰილდურ ლარსონი, ეროვნებით შვედი, ჯერ კიდე  ХХ საუკუნის დასაწყისში მუშაობდა ფოტოგრაფად ჰელსინკის გაზეთში. სამალაჰტიზე დიდი გავლენა მოახდინა  გამოფენამ „Family Man“ , რომელიც ედვარდ სტეიჰენის გრანდიოზული პროექტი იყო, და 1959 წელს ჰელსინკშიც იქნა წარმოდგენილი. ამ გამოფენაზე პენტიმ უთხრა მამას, რომ უკვე იცოდა რა გამოვიდოდა, როცა გაიზრდებოდა - ის ფოტოგრაფი გახდებოდა. 
1961 წელს მან მამის დახმარებით თავისი ფოტოების პირველი პაწაწინა  კოტაქტ ანაბეჭდები  დაამზადა. 1964 წელს, პენტი შეუერთდა Helsinki Camera Club-ს სადაც გაეცნო ანტერო ტაკალას, ისმო ჰოლტოს, ჯუსი აალტოს დაბევრ სხვებს. 1965-70 წლებში აქტიურად ღებულობდა მონაწილეობას მოყვარული ფოტოგრაფების საერთაშორისო გამოფენებში.

1969 წელს ის შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს პირკოს, რომელთანაც ოთხი შვილი - ოლა, ჯოელი, სარა და ლეო შეეძინა.

1971 წელს მისი პირველი პერსონალური გამოფენა Kaupunki on painajainen  გაიმართა. მალე 21 წლის ფოტოგრაფს უკვე ფინეთის საზღვრებს გარეთაც იცნობდნენ.

1973-74 წლებში ის უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე და იწყებს სამოქალაქო სამსახურს ციხის მინა-ბოჭკოვანი ნავების სახელოსნოში.მოგვიანებით, იღებს პატიმრებს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული განყოფილების დავალებით.

1974 წლიდან ის ფოტოგრაფას ასწავლის ლაჰტის ხელოვნების სკოლასა ( Lahti Art School) და ხელოვნებისა და დიზაინის უნივერსიტეტში.the University of Art and Design

1975 წელს სამალაჰტმა მიიღო პირველი სახელმწიფო ჯილდო ფოტოგრაფიული ხელოვნებისთვის. იგივე ჯილდო მას 1979, 1992 და 2009 წლებშიც გადაეცა.

2001 წელს ხელოვნებისა და დიზაინის უნივერსიტეტმა (the University of Art and Design) საპატიო ხელოვნების დოქტორის  ტიტული მიანიჭა.

2004 წელს  ჰენრი კარტიე-ბრესონის ფონდის გახსნისადმი მიძღვნილ გამოფენაში მისი ფოტოებიც მოხდა, გამოფენისთვის თავად  ბრესონმა შეარჩია 100 საუკეთესო ფოტოგრაფი.

პენტი სამალაჰტიმ თავისი ფოტოგრაფიული მოღვაწეობის განმავლობაში  13 ფოტოალბომი შექმნა.

სამალაჰტის ფოტოები დაცულია მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ გალერეებში და ასევე მსოფლიოს ყველაზე ცნობილი მუზეუმების კოლექციებში. ის უამრავი პრემიისა და ჯილდოს ლაურეატია. 







 































































No comments:

Post a Comment