Friday, May 17, 2013

Irina and Eva Ionesco's explicit photos

                               ირინა იონესკოს მისტიკური ეროტიზმი





































ეროტიკული ფოტოგრაფიის  "grande dame" ირინა  იონესკო (3 სექტემბერი. 1935 წელი)  წარმოშობით რუმინელია, მან ბავშვობის წლები სამშობლოში, ქალაქ კონსტანცაში გაატარა, სანამ მისი ოჯახი პარიზში გადავიდოდა. მან ბევრი იმოგზაურა და მრავალი წლის მანძილზე ხატავდა, სანამ ფოტოების გადაღებას დაიწყებდა. 30 წლის ასაკში შეეძინა გოგონა, რომელსაც ევა დაარქვა. ევას მამის შესახებ არასოდეს არაფერი სმენია. 1974 წელს მისი პირველი გამოფენა მოეწყო პარიზში, Nikon-ის  გალერეაში. გამოფენას დიდი გამოხმაურება მოყვა. ამის შემდეგ მისი ფოტოების ქვეყნდებოდა სხვადასხვა ჟურნალებსა და წიგნებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.  
განსაკუთრებული ყურადღება და ხშირად სკანდალებიც ირინას შვილის, ევას  ფოტოებმა გამოიწვია,რომელსაც დედა 5 წლიდან უღებდა ეროტიკულ ფოტოებს. ევა ყველაზე მცირეწლოვანი მოდელია, რომელიც შიშველი გამოჩნდა ჟურნალებში. ის მხოლოდ 11 წლის იყო, როცა მისი ფოტოები 1976 წლის Playboy -ს ოქტომბრის გამოცემაში დაიბეჭდა. მოგვიანებით მისი ფოტოები გამოჩნდა ჟურნალ Penthouse.




გადაღების პროცესი, ჩვეულებრივ ირინას პატარა ბინაში მიმდინარეობდა, სადაც შემოქმედებითი  უწესრიგობა და წყვდიადი მეფობდა. ირინა შიშველ გოგონას უცნაურ პოზებში იღებდა. შესაბამიდი ატმოსფეროს შესაქმნელად ის ძველ კაბებს , პერანგებს, საიუველირო ნივთებს და აქსესუარებს იყენებდა, გვირგვინების, ფრთებისა და პლასტმასის ყვავილების ჩათვლით. „გარემო  ჩემთის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად ფოტოგრაფიული სიუჟეტი.  ფოტოგრაფია ჩემთვის მოდელთან  და შემთხვევითობასთან შეხვედრას გულისხმობს , როცა , რაღაც მომენტში, გადაულახავად მატყვევებს მისი თმები, თვალები, ფიგურის  ფორმა, განსაკუთრებული გამომეტყველება... დეკორაციის ელემენტებმა მოდელთან მიმართებაში უნდა შექმნას  ერთი მთლიანობა.  ქალს თავად შეუძლია დაანახოს ფოტოგრაფს  იდენტურობის ფართო სპქტრი . ის განსაკუთრებულს ხიბლს ასხივებს, როცა თმებს ივარცხნის, იღებება და იცმევს.“ - ამბობს ირინა. ის თავად იყო ფოტოგრაფიც,  რეჟისორიც და სტილისტიც. მუნჯი კინოთი შთაგონებული ქმნიდა უნიკალურ სცენებს და მისი პატარა მოდელიც უსიტყვოდ ემორჩილებოდა და ხორც ასხამდა დედის ავადმყოფურ წარმოსახვას. თუმცა ამ პერიოდშ შექმნილი ფოტოები  აშკარად გამოირჩევა არა მხოლოდ სექსუალურიბით, არამედ, მაღალი ესთეტიური გემოვნებით. გოგნა ხშირად თავს შებოჭილად გრძნობდა. ამ დროს დედას ახსენდებოდა თავისი, როგორც მშობლის პასუხისმგებლობა და  პირდებოდა ნაყინის ყიდვას, ცირკში წაყვანას  და ა.შ.




1977 წელს ირინას დედობის უფლება ჩამოერთვა და ევა აღსაზრდელად ოჯახის ახლო მეგობას კრისტინა ლაბუტენას გადაეცა.  

 
2012 წელს, 47 წლის ევამ ირინას წინააღმდეგ სასამათლოში სარჩელი შეიტანა, და განმარტა , რომ მას დედამ ბავშვობა წაართვა. „ბოჰემური  გამოცდილება ვერაფერში დამეხმარა. მისგან მხოლოდ ერთგვარი ფსიქოლოგიური ინვალიდობა მერგო. ეს საშინელი წლები იყო. იმ უფსკრულიდან კინომ და თეატრმა ამომიყვანა. ფოტოგრაფია  კი დღემდე არ მიყვარს.“ - ამბობს ევა. სასამართლომ ირინას 10 000 ევროს გადახდა დააკისრა ქალიშვილის სასარგებლოდ და ასევე მას დაევალა ნეგატივების ევასათვის გადაცემა. თუმცა ევას უარი ეთქვა  მიეღო   200 000 ევრო მორალური კომპენსაციის სახით და ასევე არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა, რომ  ირინასათვის წაერთმიად  ფოტოებით მიღებული ფულადი მოგებით სარგებლობის უფლება.
კადრი ფილმიდან "ჩემი პატარა პრინცესა"
2011 წელს ეკრანებზე გამოჩნდა ევა იონესკოს გადაღებული ფილმი „ჩემი პატარა პრინცესა“  ფილმი მოგვითხრობს 11 წლის ვიოლეტაზე, რომლის გლამურულ ცხოვრებაში რთული არ არის ევას ამოცნობა.  ირინას როლს, კი ცნობილი ფრანგი მსახიობი, იზაბელ იუპერი განასახიერებს.













 






  












No comments:

Post a Comment