Saturday, May 25, 2013

Interview with Abass



"აბასი - ძალიან მოკრძალებულად ჟღერს"



აბასი თქვენი ნამდვილი სახელია?
 
აბასი გვარია. ბოლო 40 წელია ყველა ასე მეძახის. მაშინ როცა რეჟისორ აბას კიაროსტამისთვის  აბასი სახელია, კიაროსტამი კი გვარი.

 როგორ დაიწყეთ ფოტოგრაფობა?

 მე ფოტოგრაფად დავიბადე.

 თქვენ ირანელი ხართ, ცხოვრობთ პარიზში და ნებისმიერ რუსზე უკეთესად იღებთ ქრისტიანულ სამყაროს. რამ გაიძულათ წამოგეწყოთ  „მოგზაურობა ქრისტიანი ხალხისკენ“ (ასე ეწოდება აბასის ერთ-ერთ წიგნს)
 
მე არა მხოლოდ ქრისტიანებს ვიღებ, არამედ, მუსულმანებს, კათოლიკებს, პროტესტანტებს და კერპთაყვანისმცემლებს. უბრალოდ, როცა ქრისტიანების თემაზე ვმუშაობდი, საჭიროდ ჩავთვალე გადამეღო მართლმადიდებელი ქრისტიანები -ბერძნები და რუსები. და აღმოჩნდა, რომ რუსული მართლმადიდებლური ქრისტიანობა გაცილებით უფრო საინტერესოა, რადგან  ის გაცილებით უფრო ფართოდ გავრცელებულია და ემატება პოლიტიკური პრობლემები.
ფოტოგრაფის სამუშაო მით არის კარგი, რომ როცა რელიგიაზე ვსაუბრობ, ვლაპარაკობ არა მხოლოდ  რწმენაზე. რელიგია - ეს კულტურაცაა და ცივილიზაციის დონეც. ის ახლოსაა პოლიტიკასთანაც და სოციალურ პრობლემებთანაც.
 
თქვენ გადაიღეთ ომი ბოსნიაში, სამხრეთ ირლანდიის კონფლიქტი და კიდევ მრავალი სხვა ცხელი წერტილი. ყველა ომის არამონაწილე, მაგრამ საომარი მოქმედებების გაცნობიერებული მოწმე იქ თავისიანებისთვის მიდის. რატომ მიდიხართ თქვენ?  რა რჩება თქვენში, როცა იქედან ბრუნდებით?
 
მე იქ მივდივარ, რადგან ფოტოგრაფი ვარ. პირველი ომი, რომელშიც მე წავედი იყო ბანგლადეშში, 1970 წელს. ამ ომში მე ვიეტნამის ომის ექო დავინახე. და ჩემში რა იცვლება ამის გამო? ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესია. შეიძლება, მე მხოლოდ 50 წლის მერე მივხვდე, რომ რომელიღაც კონკრეტულმა, ჩემს მიერ გადაღებულმა საომარმა კონფლიქტმა ჩემში რაღაც კვალი დატოვა ან იმოქმედა ჩემზე, როგორც ადამიანზე.
თუ ვისაუბრებთ მომენტალურ ეფექტზე, შინაგანად ვხვდები, რა მიზეზით დაიწყო კონფლიქტი. უფრო მეტს გებულობ ადამიანურ ბუნებაზე და  საკუთარ ხასიათზეც.
მაგრამ, თქვენ , როგორც სჩანს, გაინტერესებთ, რა შეიცვალა ჩემში სამუდამოდ. ამის გასაგებად ლოდინი მოგვიწევს.
  



რამდენი წლის ხართ?
 
ოფიციალურად -  58
 
 როგორ ფიქრობთ, მსოფლიო ფოტოგრაფია ვითარდება თუ დეგრადაციას განიცდის?
 
თუ ვილაპარაკებთ დოკუმენტურ ფოტოგრაფიაზე - ადრე ყველა ერთსა და იმავეს აკეთებდა - სწორკუთხა კადრის ჰორიზონტალური მდებარეობა, კლასიკური კომპოზიცია, მკაფიო სოციალური მიმართლება. დღეს ზოგი ტყეზე მუშაობს , ზოგი შეშაზე. აი, მაგნუმში, მაგალითად, ვართ მარტინ პარი,  გეორგი პინხასოვი და მე -ჩვენ ყველას განსხვავებული მიდგომა გვაქვს, მაგრამ სამივე დოკუმენტურ ფოტოგრაფიაზე ვმუშაობთ.
რაც შეეხება მხატვრულ ფოტოგრაფიას, მასში, ისევე როგორც მთელს სამყაროში, ძალიან ბევრი ავტორი და მათი „მე“ სჩანს.  გაცილებით უკეთესი იქნებოდა, ფოტოგრაფები მთელს მსოფლიოში  თუ გააცნობიერებდნენ თავიანით მოკრძლებულ  და მნიშვნელოვან როლს, როგორც მედიუმები და ჩრდილში ყოფნას ამჯობინებენ.
 
დღეს, როცა  ექსტრემალურ სიტუაციას ან ველურ ბუნებას იღებთ, გჭირდებათ კომფორტული კორპორატიული აღჭურვილობა, თანმხლები ჯგუფი, საფრთხის შემთხვევაში დასახმარებლად თუ ასკეტური მუშაობის სტილი გაქვთ?
 
ერთადერთ რაც მჭირდება ჩემი თვალები და ფეხებია. ხანდახან ტვინი და გული. ეს სრულიად საკმარისია.
 
მიგაჩნიათ,  რომ თქვენი ფოტოები კომპოზიციურად უნაკლოა?
 
პიკასოს "Guernica“ -ს ფრაგმენტი საკმაოდ დიდხანს მეკიდა საწოლის თავზე და საკუთარ თავს ვეუბნებოდი: როცა შევძლებ გადავიღო ასე ძლიერად და ასე მარტივად, ფოტოების გადაღებას თავს დავანებებ. ჯერ ასე არ მოხდა.
  

რას გრძნობთ მუშაობის დროს?
 
მე ამ გრძნობას შთაგონებას დავარქმევდი. იმ შესწორებით, რომ ეს შორსაა რელიგიურისაგან. მოვლენა რომ მთიანობაში დაინახოთ, უნდა ხედავდეთ ფერს, ჩრდილებს და ხაზებს. ამისთვის საჭიროა იყო აბსოლუტურად ჩართული და მე შეგნეულად ვაგდებ ჩემს თავს ამ ჩართულობის მდგომარეობაში. მაგრამ ხანდახან - მუსულმანურ ლოცვებზე, მართლმადიდებულ ეკლესიაში წარმართულ რიტუალებზე, როცა ბარაბანს სცემენ, მიჩნდება გრძნობა, რომელც ახლოა ტრანსთან, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე მაინც უნდა შევძლო დავაყენო სწორი ექსპოზიცია და სიჩქარე. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ ეს არც ისე ხშირად გამომდის.
 
იყენებთ ავტომატურ აპარატებს?
 
არა.
 
თქვენთვის სურათს რატომ არ აღებინებთ?
 
ფოტოგრაფი  ანონიმური უნდა დარჩეს. მაშინ შეძლებს ის თავისუფლად იმოძრაოს. არ მინდა, რომ სახეზე მცნობდნენ.
 
ნება მომეცით ინტერვიუს  ილუსტრაციისთვის თქვენი რაღაც ნაწილი გადავიღო.
 
შეგიძლიათ ჩემი აპარატი გადაიღოთ - იქ თვალი ჩანს.

წყარო: http://www.photographer.ru/cult/person/345.htm













  



  

























 







               
    

No comments:

Post a Comment