Thursday, May 9, 2013

A Final Embrace (Taslima Akhter)



უკანასკნელი ჩახუტება: ყველაზე შთამბეჭდავი ფოტო ბანგლადეშიდან
 



  

ბანგლადეშში, დაკასთან მდებარე სამკერვალო ფაბრიკის დანგრევასთან დაკავშირებით   ბევრი  ძლიერი ფოტომასალა მომზადდა. მაგრამ ერთი ფოტო, რომელიც ბანგლადეშელემა ფოტოგრაფმა ტასლიმა ახტერმა გადაიღო, ნამდვილად სულისშემძვრელია - მასში მთელი ქვეყნის მწუხარება და ტკივილია ასახული.

„ამ ფოტოსთან  და მასზე ასახულ ნანგრევებში მოყოლილ ჩახუტებულ წყვილთან დაკავშრებით ბევრ კითხვას  მისვამენ. როგორ არ ვეცადე , მაგრამ მათზე ვერაფერი გავარკვიე. არ ვიცი ვინ არიან ისინი, ან რა აკავშირებდათ  ერთმანეთთან.
მთელი დღე ჩამონგრეული შენობის ტერიტორიაზე გავატარე, ვუყურებდი, როგორ გამოჰყავდათ ნანგრევებიდან დაშავებულები. მახსოვს მათი ნათესავების შიშით სავსე თავლები -ძალიან გამოვიფიტე გონებრივადაც და ფიზიკურადაც. დაახლოებით ორ საათზე ვიპოვე ეს წყვილი, ნანგრევებში ჩახუტებულები. მათი სხეულების ქვედა ნაწილები ბეტონის ნამტვრევებში იყო ჩამარხული. მამაკაცს თვალებიდან სისხლი ცრემლებივით სდიოდა, დაუჯერებელი იყო. ისეთი გრძნობა გამიჩნდა თითქოს მათ ვიცნობდი - ისინი ჩემთვის ძალიან ახლობლები იყვნენ. მე დავინახე ვინ იყვენენ ისინი სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში, როცა ერთად  იდგნენ  და ერთმანეთის გადარჩენას ცდილობდნენ.
ყოველთვის, როცა ამ ფოტოს ვუყურებ უხერხულობის განცდა მაქვს - ის მე მოსვენებას არ მაძლევს. თითქოს ისინი მეუბნებიან, ჩვენ არ ვართ მხოლოდ ნომრები, მხოლოდ იაფფასიანი მუშახელი. ჩვენც თქვენსავით ადამიანები ვართ. ჩვენი ცხოვრებაც ისეთივე ღირებულია როგორც თქვენი და  ჩვენი ოცნებებიც ისეთივე  ძვირფასი, როგორიც თქვენი.
ისინი ამ საშინელი ისტორიის მოწმეები არიან. გარდაცვლილთა რაოდენობა 750-ზე მეტია. ჩვენ სასტიკ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ადამიანებს ისე ექცევიან როგორც მხოლოდ ნომრებს, რიცხვებს.
ეს ფოტო სულ თან მდევს. თუკი ამ ტრაგედიაზე პასუხისმგებელი ადამიანები არ დაისჯებიან სასჯელის უმაღლესი ზომით, ჩვენ კიდევ ვნახავთ ასეთ ტრაგედიებს და ამ საშინელი გრძნობისაგან თავის დასაღწევად შვებას ვერსად ვიპოვით. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მე გამოვიარე უზარმაზარი ზეწოლა და ტკივილი, როცა ჩემს გარშემო ამდენ მკვდარ სხეულს ვხედავდი. როგორც მოწმეს ამ სისასტიკისა, მე მავსებს სურვილი გავუზიარო ეს ტკივილი სხვებს -აი, რატომ მინდა, რომ ეს ფოტო ყველამ ნახოს.“
                                 
                                                                                          ტასლიმა ახტერი



წყარო: http://lightbox.time.com/2013/05/08/a-final-embrace-the-most-haunting-photograph-from-bangladesh/#1

No comments:

Post a Comment