Tuesday, April 16, 2013

Lovers at the Bastille


„შეყვარებულები ბასტილიაზე“  





1957 წლის მარტი იყო, პარიზში ფოტოებს ვიღებდი. დილით ბასტილიაზე ავედი და აივანზე შეყვარებულები დავინახე. ისინი ერთმანეთთან ძალიან ახლოს იდგნენ და საუბრობდნენ. მე მხოლოდ ერთი ფოტო გადავიღე. მათ ჩემი იქ ყოფნა არც შეუმჩნევიათ. ამ ფოტოს  „შეყვარებულები ბასტილიაზე“  (Lovers at the Bastille) დავარქვი. ჩემდა საბედნიეროდ ფოტო ძალიან პოპულარული გახდა საფრანგეთში. მალე ჩემი სურათის პოსტერებს და ბარათებს ყველგან დაინახავდით. თუმცა, მე ვერასოდეს გავიგე ამ ორი ადამიანის ვინაობა. ისინი მე არ შემხმიანებიან.

30 წლის შემდეგჩემი ფოტოების გამოფენა მოეწყო პარიზში. ჩემს მეგობრებს ვესაუბრებოდი, როცა  ვიღაც კაცი მოვიდა და მითხრა: „მე ვიცნობ თქვენს შეყვარებულებს. ისინი აქვე ახლოს ცხოვრობენ. შემიძლია მათთან მიგიყვანოთ."  მეც მაშინვე გადავწყვიტე მათთან შეხვედრა. აი, ასეთია ამ ფოტოს ისტორია.



Les Amoureaux de la Colonne Bastille, 1957

No comments:

Post a Comment