World Press Photo
გამარჯვებული ფოტოები 1955 - 2012
1955 წელი
შეჯიბრის მონაწილე ყირავით ტრიალდება მოტოციკლოდან მოტოკროსის
მსოფლიო ჩემპიონატზე Volk Mølle-ის იპოდრომზე.
მოგენს ვონ ჰავენი. (Mogens von Haven)
1956 წელი
გერმანელი მეორე
მსოფლიო ომის პატიმარ, რომელიც საბჭოთა კავშირის მხარემ გაათავისუფლა ხვდება თავის
ქალიშვილს. გოგნას მამა არ უნახავს ორი წლის
ასაკიდან. ჰელმუტ პირატი. (Helmuth Pirath)
1957 წელი
დოროტი კაუნტსი
ერთ-ერთი პირველი შვკანიანი სტუდენტი ჰარი ჰარდინგის უმაღლეს სკოლაში,( Harry
Harding High School) სადაც სეგრეგაცია ახლად გაუქმებულია. კადრზე ასახულია
როგორ დასცინიან მას თეთრკანიანი სტუდენტები. დუგლას მარტინი. (Stanislav
Tereba)
1958 წელი
ეროვნული საფეხბურთო
ჩემპიონატი პრაღასა და ბრატისლავას შორის.სტანისლავ ტერება. (Stanislav
Tereba)
1959 წელს კონკურსი
არ ჩატარებულა.
1960 წელი
მემარჯვენე იაპონელი
სტუდენტი კლავს სოციალისტური პარტიის თავჯდომარეს ინეჯირო ასანუმას, იმ დროს , როცა
ის სიტყვით გამოდის ჰიბია ჰოლში(Hibiya Hall). იასუში ნაგაო.
(Yasushi Nagao)
1961 წელს კონკურსი
არ ჩატარებულა.
1962 წელი
მღვდელი ლუის
პადილო უკანასკნელ სამსახურს უწევს ლოიალოსტ ჯარისკაცს, რომელიც სნაიპერმა სასიკვდილოდ
დაჭრა პრეზიდენ ბეტანკურის წინააღმდეგ გამართული სამხედრო აჯაყების დროს, პიუერტო კაბელოს
სამხედრო-საზღვაო ბაზაში, ვენესუელაში. ჰეკტორ
რონდონ ლოვერა.(Héctor Rondón Lovera)
1963 წელი
ბუდისტმა ბერმა
ტიჩ ქუანგ დუკმა ცეცხლი მოიკიდა სამხრეთ ვიეტნამში, მთავრობის მიერ ბუდისტების დევნის გასაპროტესტებლად. მალკოლმ ბროუნ
(Malcolm W. Browne)
1964 წელი
თურქი ქალი გლოვობს
გარდაცვლილ მეუღლეს, რომელიც თურქეთ საბერძნეთის სამოქალაქო ომის მსხვერპლი გახდა. დონ მაკ’კალინი. (Don
McCullin)
1965 წელი
დედა შვილებთან
ერთად კვეთს მდინარეს, რომ თავი დააღწიოს აშშ-ს მიერ განხორციელებულ დაბობმვას. აშშ-ს საჰაერო ძალებმა მოახდინეს
მათი სოფლის ევაკუაცია, რადგან არსებობდა ეჭვი, რომ ის ვიეტკონგის სამხედრო ბაზად გამოიყენებოდა.
კიოიჩი სავადა. (Kyoichi Sawada)
1966 წელი
გააფთრებული ბრძოლის
შედეგად დაღუპული ვიეტკონგელი ჯარისკაცის სხეული, რომელსაც ამერიკული ჯავშანმანქანა
მიათრევს დასამარხად. კიოიჩი სავადა. (Kyoichi Sawada)
1967 წელი
აშშ-ს მეშვიდე
პოლკის M48 tank gunner-ს კომანდორი ვიეტნამის 'Iron Triangle' „რკინის სამკუთხედში“.
კო რენტმეესტერი (Co Rentmeester)
1968 წელი
სამხრეთ ვიეტნამის
ეროვნული პილიციის შეფი ნგუიენ ნგოკ ლოანი ესვრის ვიეტ კონგის სავარაუდო წევრს. ედი
ადამსი. (Eddie Adams)
1969 წელი
ახალგაზრდა კათოლიკს უკეთია გაზის საწინააღმდეგო აერწინაღი ბრიტანელ
სამხედროებთან შეტაკებისას. ადამიანები ასე იცავდნენ თავს ცრემლსადენი გაზისგან ღამის
ქუჩის შეტაკებების შემდეგ. ჰანს იორგ-ანდერსი. (Hanns-Jörg Anders)
1970 წელს
კონკურსი არ ჩატარებულა.
1971 წელი
გაქცეული კრიმინალების
ჯგუფთან უსაფრთხო მოქმედების შესახებ მოლაპარაკების დროს, პოლიციის ინსპექტორი გროსი
მოულოდნელად ესვრის ბანდის ლოდერს, კურტ ვისენიკს.
ბანდა, რომელიც კიოლნში ბანკის გაზარცვის შემდეგ გაუჩინარდცა, მძევალთან ერთად გამოჩნდა ზაარბრიუკენში. დევნა განახლდა და პოლიცია და მძაეცველები ბალტერსვეილერთან შეხვდნენ
ერთმანეთს. კიდევ ორი კაცი აიყვანეს მძევლად გააფთრებული შეტაკების დროს. ისინი, რომლებიც
ფოტოზე ტყვიებს გაურბიან პოლიციელები არიან.
ვოლფგანგ პეტერ გელერი. (Wolfgang Peter Geller)
1972 წელი
ფან ტჰი კიმ ფუკი
(Phan Thi Kim Phuc) სხვა ბავშვებთან ერთად გარბის, როცა სამხრეთ ვიეტნამის
თვითმფრინავებმა შეცდომით ჩამოაგდეს ნაპალმი სამხრეთ ვიეტნამის ჯარები და მოქალაქეები
იმყოფებოდნენ.
1973 წელი
დემოკრატიულად
არჩეული პრეზიდენტი სალვადორ ალენდე სიკვდილამდე
რამდენიმე წუთით ადრე. ის სამხედრო გადატრიალების მსხვერპლი გახდა მონედას პრეზიდენტის
სასახლესთან ჩილეში. ორლანდო ლაგოსი. (Orlando Lagos)
1974 წელი
შიმშლის სახე.
დედა ამშვიდებს შვილს, ორივე გვალვის მსხვერპლია. ოვიე კარტერი.(Ovie Carter)
1975 წელი
დედა და შვილი
ჩამოცვივდნენ სახანძრო ჩამოშლილი კიბიდან როდესაც ბოსტონში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი
მოედო. სტენლი ფორმანი. (Stanley Forman)
1976 წელი
პალესტინელი ლტოლვილი
La Quarantaine-ს რაიონში. ფრანსუა დემულდერი. (Françoise
Demulder)
1977 წელი
პოლიცია ცრემლსადენი
გაზით შეეცადა დაეშალა Modderdam-ის ბანაკის
მაცხოვრებლები, რომლებიც კეიპ ტაუნთან მდებარე
თავიანთი სახლების დანგრევას აპროტესტებენ. ლესლი ჰამონდი. (Leslie
Hammond)
1978 წელი
ცეცხლმოდებული
აქციის მონაწილე. ის აპირებდა ის პოლიციელებისთის ესროლა მიტინგზე, რომელიც საერთაშორისო
აეროპორტის New Tokyo-ს აგების წინააღმდეგ მიმდინარეობდა. პირველი Narita Airport-ს
გეგმა გამოჩნდა 1966 წელს. მიწის დასაკუთრებისთვის მთავრობას მოუწია მოსახლეობის აყრა. ხელისუფლებასა და ოპონენტებს
შორის ძალადობრივ შეჯახებებს 13 ადამიანი შეეწირა, მათ შორის ხუთი პოლიციელი იყო. ახალი
აეროპორტი 1978 წლის მაისში გაიხსნა. სადაიუკი მიკამი. (Sadayuki Mikami)
1979 წელი
კამბოჯელი ქალი
ჩვილთან ერთად ელოდება ლტოლვილთა ბანაკში საკვების დარიგებას. დევიდ ბერნეტი. (David
Burnett)
1980 წელი
დამშეული ბიჭუნა
და მისიონერი უგანდაში. მაიკ უელსი. (Mike Wells)
1981 წელი
ლეიტენანტ პოლკოვნიკი
ანტონიო მოლინა ტეჯერო განკარგულებას გასცემს, რომ ყველა თავის ადგიზე დარჩეს და სიმშვიდე
შეინარჩუნოს, მას შემდეგ რაც Guardia Civil-ის შეიარაღებული ჯარისკაცები პარლამენტის
სააქტო დარბაზში შეიჭრნენ ესპანეთში. 300 დეპუტატი და მინისტრთა კაბინეტის წევრები
სესიაზე იმყოფებოდნენ პრემიერ სუარესის მემკვიდრის ხმის მისაცემად. ისინი მეორე დღის
დილას გაათავისუფლეს 18 საათიანი ტყვეობის შემდეგ: გადატრიალება არ შედგა. მანუელ პერეზ
ბარიპედრო. (Manuel Pérez Barriopedro)
1982 წელი
ომი ლიბანში:
ქრისტიანი ფალანგისტების მიერ დახოცილი პალესტინელები საბრას და შატილას ლტოლვილთა
ბანაკებში.რობინ მოიერი.(Robin Moyer)
1983 წელი
კეზბან ოზერი
(37) პოულობს თავის ცოცხლად დამარხულ 5 შვილს
დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ. დილის 5 საათზე ის და მისი მეუღლე ძროხებს წველიდნენ,
ბავშვებს კი ეძინათ. რამდენიმე წუთში 147 სოფელი გაანადგურა 7.1 ბალიანმა მიწისძვრამ.
1336 ადამიანი დაიღუპა. მუსტაფა ბოზდემირი. (Mustafa Bozdemir)
1984 წელი
ქიმიური ქარხნიდან
მომწამვლეწლი გაზის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილი ბავშვი. პაბლო ბართოლომიუ. (Pablo
Bartholomew)
1985 წელი
12 წლის ომაირა
სანჩესი Nevado del Ruíz-ის ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ნარჩენებში მოემწყვდა.
60 საათის შემდეგ, მან გრძნობა დაკარგა და გულის შეტევით გარდავალა. ფრანკ ფურნიე.
(Frank Fournier)
1986 წელი
კენ მიკსი(42
წლის) კანი დაზიანებული აქვს შიდსით გამოწვეული კაპოშის სარკომით. ალონ რეინინგერი.
(Alon Reininger)
1987 წელი
დედა ებღაუჭება
პოლიციელის ფარს - მისი შვილი ერთ-ერთი იყო იმ
დაკავებულ ათასობით მომიტინგეს შორის იყო, რომლებიც ცდილობდნენ დაემტკიცებინათ,
რომ 15 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე მთავრობის კანდიდატის გამარჯვება არჩევნების
გაყალბების შედეგად მოხდა. ენტონი სუო (Anthony Suau)
1988 წელი
ბორის აბგარზიანი
დასტირის თავის 17 წლის ვაჟს, რომელიც მიწისძვრის დროს დაიღუპა სომხეთში.
1989 წელი
მომიტინგე უპირისპირდება
სახალხო განმათავისუფლებელი არმიის ტანკების რიგს დემოკრატიული რეფორმების გატარების
მოთხოვნით გამართულ დემონსტრაციაზე. ჩარლი კოლე. (Charlie Cole)
1990 წელი
ოჯახი და მეზობლები
გლოვობენ 27 წლის ელშანი ნაშიმის გარდაცვალებას, რომელიც საპროტესტო აქციაზე მოკლეს.
აქცია მიმართული იყო იუგოსლავიის მთავრობის გადაწყვეტილების წინააღმდეგ -გაეუქმებია
კოსოვოს ავტონომია. გეორგეს მერილონი. (Georges Merillon)
1991 წელი
23 წლის ამერიკელი
სერჟანტი კენ კოზაკევიჩი ტირის, როცა გაიგო, რომ გვამის ჩანთაში, რომელიც მას ფეხებთან
უდევს, მისი მეგობრის ენდი ალანიზის სხეულის ნაშთებია. სპარსეთის ყურის ომის ბოლო დღეს ისინი ევაკუატორით
გამოიყვანეს საომარი ზონიდან. დევიდ ტერნლი. (David Turnley)
1992 წელი
დედას მოაქვს
საფლავთან მიაქვს გარდაცვლილი შვილის სხეული, რომელიც ადგილობრივი ტრადიციის თანახმად
სუდარაშია გახვეული. საშინელმა გვალვამ და სამოქალაქო ომმა სომალში 1-2მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა 2წლის განმავლობაში.
ზოგიერთ რეგიონში დღეში 200 ადამიანი იღუპებოდა. საერთაშორისო საჰაერო ჰუმანიტარული
ტვირთის მიწოდებას, რომელიც ივლისში დაიწყო კბილებამდე შეიარაღებული კლანური ბანდები
აფერხებდნენ, რომლებაც დაძარცვეს პროდუქტების მარაგის საწყობი ცენტრები და შეანელეს
ჰუმანიტარული ორგანიზაციების საქმიანობა. ჯეიმს ნაჰტვეი. (Джеймс Nachtwey)
1993 წელი
პატარა ბიჭებს
აღმართული აქვთ სათმაშო იარაღები დაუმორჩილებლობის ნიშნად. პალესტინის აჯანყებამ, რომელიც
1987 წლის დეკემბერში დაიწყო გააძლიერა არაბი მოსახლეობის მზადყოფნა ებრძოლად საოკუპაციო
ძალების წინააღმდეგ. მარტში ისრაელმა დახურა საზღვარი ღაზასთან, რამაც მასიური უმუშევრობა
გამოიწვია. 13 სექტემბერს ამერიკაში დადებული
სამშვიდობო ხელშეკრულების თანახმად ღაზას სექტორს შეეძღუდა უფლებამოსილებები, ხოლო
ოსრაელს დაევალა ჯარების გამოყვანა. ლარი ტაუელი. (Larry Towell)
1994 წელი
ჰუტუს მამაკაცი
წითელი ჯვრის საავამყოფოში. მისი სახე დასახიჩრებულია ჰუტუს 'Interahamwe' მილიციელის მიერ, რომელმაც მას ტუცი აჯანყებულებისადმი
თანაგრძნობაში დასდო ბრალი. ჯეიმს ნაჰტვეი. (James Nachtwey)
1995 წელი
ჩეჩნეთისაკენ
მიმავალი ავტობუსი ჩეჩენ დამოუკიდებლობისათვის მებრძოლებსა და რუსეთის ჯერებს შორის
შეტაკებების დროს. სამოქალაქო ომი, რომელიც მას შემდეგ დაიწყო რაც პრეზიდენტმა ელცინმა
აჟანყებულ რეგიონში ჯარები გააგზავნა 1994 წლის დეკემბერში, ერთი თვის შემდეგ ისევ
მიმდინარეობდა. როცა ჩეჩენი მებრძოლები გაიქცნენ გროზნოდან-დედაქალაქიდან , სადაც ომმა
შემაძრწუნებელი ადამინური დანაკარგი და მატერიალური
ზარალი მოიტანა , რუსი სამხედროები დაედევნენ მათ სამხრეთსა და აღმოსავლეთში. ლუსიან პერკინსი. (Lucian Perkins)
1996 წელი
ნაღმზე დაშავებულები
ქუიტოშ, ქალაქში, სადაც ბევრი ადამიანი მოკვდა და სხვადასხვა სახის ტრამვა მიიღო სამოქალაქო
ომის დროს. ფრანჩესკო ზიზოლა. (Francesco Zizola)
1997 წელი
ქალი ტირის ზმირლის
ჰოსპიტალთან (Zmirli Hospital) , სადაც დაჭრილები და დახოცილები მიიყვანეს ბენტალჰაში
მომხდარი არეულობის შემდეგ. ჰოკინი (Hocine)
1998 წელი
ქალს ნათესავები
და მეგობრები ამშვიდებენ მეუღლის დაკრძალვაზე. ის ჯარისკაცი იყო ეთნიკურ ალბანელ აჯანყებულებთან
კოსოვოს განმათავისუფლებელ არმიაში და იბრძოდა სერბეთისგან დამოუკიდებლობისა მისაღებად.
ის წინა დღეს მოკლეს პატრულირებისას. დაინა სმიტი. (Dayna Smith)
კაცი მიდის ქუჩაში,
სადაც ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ეთნიკური ალბანელი ლტოლვილის შეკრების ადგილია. ისინი კოსოვოში განხორციელებულ ძალადობას გაურბიან.
კლაუს ბიორნ ლარსენი.(Claus Bjørn Larsen)
დედა მექსიკურ
ოჯახში ამზადებს პინატას, რომ საკუთარ თავს და ბავშვებს სტიმული მისცეს.ოჯახი იმ მრავალ
სხვა ამერიკელს შორისაა, რომლებიც ეროვნულ აღწერაში ვერ მოხვდნენ და არ არსებობენ მოსახლეობის
აღრიცხვაში.ლარა ჯო რეგანი. (Lara Jo
Regan)
ერთი წლის ბიჭუნას
სხეულს, რომელიც გაუწყლოვანებით მოკვდა დასაკრძალად ამზადებენ ჯალოზაის ლტოლვილთა ბანაკში.
ბავშვის ოჯახი, ჩრდილოეთ ავღანეთიდან პოლიტიკურ
დესტაბილიზაციას და გვალვას გამოექცა და თავშესაფარი პაკისტანში იპოვა. ოჯახმა ფოტოგრაფს
ნება დართო დასწრებოდა, როგორ დაბანეს და გახვიეს ბავშვი სუდარაში, მუსლიმანური ტრადიციის
თანახმად. ჯალოზაის ბანაკშ 800 000 ავღანელი ლტოლვილი ცხოვრობდა უკიდურეს სიღატაკეში. ერიკ რეფნერი (Erik Refner)
სომეხ ბიჭუნას
მამის შარვალი უჭირავს და ზის იქ სადაც, მამამისი
უნდა დაკრძალონ. გარშემო მისი თანასოფლელები და ჯარისკაცები საფლავებს თხრიან მიწისძვრის
მსხვერპლებისთვის. ერიკ გრიგორიანი. (Eric Grigorian)
ერაყელი მამაკაცი
თავისი 4 წლის შვილს ამშვიდებს ომის ტყვეთა დასაკავებლ ცენტრში, აშშ-ს არმიის საბაზო ბანაკთან ენ ნაჯაფის მახლობლად. ბიჭს
ძალიან შეეშინდა, როცა ბრძანების თანახმად, მამამისს თავზე ტომარი დაახურეს და ხელბორკილები
დაადეს. ერთ-ერთმა ჯარისკაცმა მას ხელბორკილები
მოხსნა, რომ ბავშვის დამშვიდება შეძლებოდა. დაკავებულებს თავზე ახურავდნენ, რადგან
ეს უფრო ადვილი მეთოდი იყო ვიდრე თვალების ახვევა. სამხედროები ამბობდნენ, რომ ტომრებს
იყენებდნენ, რომ ტყვეებს ორიენტაცია დაეკარგათ და ამასთანავე დაეცვათ მათი იდენტურობა.
უცნობია რა ბედი ეწია მამასა და პატარა ბიჭუნას. ჟან-მარკ ბუჟუ. (Jean-Marc
Bouju)
ქალი დასტირის
ცუნამის შედეგად გარდაცვლილ ნათესავს. 26 დეკემბერს, 9.3 ბალიანმა მიწისძვრამ სუმატრას
ნაპირებთან, ინდონეზიაში გამოიწვია მომაკვდინებელი ტალღების სერია, რომლებმაც გადაუარეს
ინდოეთის ოკეანეს, ზარალი მიაყენეს აზიის 9 ქვეყანას და მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვიეს
ისეთ შორეულ ქვეყნებში, როგორიც ტანზანია და სომალია. არკო დატა. (Arko Datta)
შიმშლის მსხვერპლის
ალასა გალისოს თითბი დედამისის ფატოუ ოუსეინის ტუჩებთან. ისინი კვების გადაუდებელი დახმარების ცენტრში იმყოფებიან.
ბოლო პერიოდის ერთ-ერთმა ყველაზე ძლეირმა გვალვამ და კალიების შემოსევამ გაანადგურა მთელი წლის მოსავალი და მილიონობით ადამიანი
მშიერი დატოვა. ფინბარ ო’რეილი. (Finbarr O'Reilly)
ახალგაზრდა ლიბანელები
მანქანით მიდიან ჰარეტ ჰრეიკში - სამხრეთ ბეირუთის დაბომბილ უბანში. სპენსერ პლატი.
(Spencer Platt)
აშშ-ს მეორე ბატალიონის,
მეორე ოცეულის ჯარისკაცი რესტრპოს სანაპირო ბუნკერში დღის ბოლოს.
ტიმ ჰეზერინგტონი.(Tim Hetherington)
დეტექტივი რობერტ
კოული Cuyahoga-ს სარაიონო შერიფების ოფისიდან,
შედის სახლში, იპოთეკისა და გამოსახლების კანონის თანახმად, რათა დარწმუნდეს, რომ მფლობელებმა
გაათავისუფლეს შენობა და არანაირი იარაღი არ არის დარჩენილი. ენტონი სუო. (Anthony
Suau)
თეირანში, ქალები
თავიანთ უკმაყოფილებას სახურავებიდან ყვირილით გამოხატავენ. ისინი არ ეთანხმებიან ირანში
საეჭვო პირობებში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს. პიეტრო მასტურცო. (Pietro Masturzo)
18 წლის ავღანელი
ბიბი აიშა, ორუზგანის პროვინციიდან ქმრის ძალადობით
შეწუხებული ისევ თავის მშობლებთან გაიქცა.ერთ ღამით თალიბები მივიდნენ და მოითხოვეს
მისი კანონისთვის გადაცემა. მას შემდეგ, რაც თალიბმა მეთაურმა ვერდიქტი გამოაცხადა,
აიშა სიძემ დაიჭირა და ქმარმა მას ყურები და
ცხვირი მოაჭრა. ბიბი იქვე მიატოვეს. მოგვიანებით ის ამერიკელმა სამხედროებმა და დამხმარე
მუშაკებმა გადაარჩინეს.
თავსაბურიან ქალს
თავისი დაჭრილი შვილი უჭირავს. მეჩეთი ჰოსპიტალად გამოიყენებოდა პრეზიდენტ ალი აბდულა
სალეჰის წინააღმდეგ მიმართულ დემონსტრაციებზე დაშავებული ადამიანებისათვის, იემენში
მომხდარი არეულობების დროს. სამუელ არანდა.(Samuel Aranda)
2 წლის სუჰაიბ
ჰიჯაზის და მისი 4 წლის ძმის მუჰამედის სხეულები ბიძებს მეჩეთში დასაკრძალად მიაქვთ,
ქალაქ ღაზაში. ბავშვები დაიღუპნენ 19 ნოემბერს, ისრაელის საჰაერო დაბომბვის შედეგად,
როცა მათ სახლი მთლიანად განადგურდა და დაიღუპა მათი მამა და მძიმედ დაიჭრა დედა და
ოთხი დედმამიშვილი. პოლ ჰენსენი. (Paul Hansen)
წყარო:http://www.buzzfeed.com/mjs538/every-world-press-photo-winner-from-1955-2011
No comments:
Post a Comment