Sunday, March 31, 2013

Alice Proujansky's Best Shot


ელის პროუჟანსკის საუკეთესო კადრი


ეს ფოტო სამშობიარო ბლოკში გადავიღე დომენიკის რესპუბლიკაში, სადაც თვეში 600 მშობიარიობას ღებულობენ ყოველგვარი ცხელი წყლის გარეშე. 2006 წელი იყო და მე იმ ოჯახს ვსტუმრობდი, რომელსაც 9 წლის წინ შევხვდი, როცა მოხალისედ ვმუშაობდი ჰოსპიტალში მასაჩუსეტსის უმაღლესი სკოლის არდადეგების პერიოდში.

ჩემი ინტერესი მშობიარობის გადაღების მიმართ  სწორედ იმ პერიოდიდან მოდის -  თუმცა ის სინამდვილეში მაშინ დაიწყო, როცა 3 წლის ვიყავი და მოსაცდელ ოთახში ჩემი ძმის დაბადებას ველოდებოდი. შემდეგ კი იგივე განმეორდა, როცა 7 წლის  ვიყავი და ჩემი დის დაბადებას ველოდი. აღტაცებული ვარ დედაჩემის გახსნილობით მშობიარობის მიმართ. მან პატარა საბავშვო პლასტმასის აპარატიც კი მიყიდა ამ ფაქტის გადასაღებად. მე ვერ მოვახეხე დაბადების გადაღება -  მხოლოდ კედელი და ფარდები იყო ფოტოზე.

როცა სან კრისტობალის ხუან პაბლო პინას ჰოსპიტალში მივედი,  თავიდან შესვლის უფლება არ მომცეს. პანიკაში ჩავვარდი, ვიფიქრე, რომ ამხელა გზა ტყუილად გამოვიარე, მაგრამ გაირკვა, რომ პრობლემა მხოლოდ ის იყო, რომ მე არ მეცვა სამედიცინო პერსონალის ფორმა, რომელიც მალევე შევიძინე მეორადებში. როცა პალატაში აღმოვჩნდი, ექიმებმა და მეანებმა  ჩემს პროექტს მხარი დაუჭირეს, მშობიარე ქალებს კი უნდოდათ მათი ისტორია გადმომეცა.

ამ ახალგაზრდა გოგონას შესახებ არაფერი ვიცი, სახელიც კი. მას რაღაც გართულებები ქონდა და იწვა ტკივილებით გათანგული თავის ახალდაბადებულ  პაწაწინა შვილთან ერთად. საუბრისთვის შეუფერებელი მომენტი იყო და მე მხოლოდ გადაღების უფლება ვთხოვე. ვფიქრობ, კომპოზიცია, ძალიან ლამაზი გამოვიდა და გადმოსცემს მშობიარობის დაძაბულობას. მის სახეზე არის სერიოზულობა რომელმაც მიიპყრო ჩემი და შემდეგ მნახველის მზერა -მისი სახე ყვება განცდებზე რომლებიც მან გამოიარა.

ბევრი ფიქრობს, რომ მშობიარობა მძიმე და საშიში პროცესია. მე მინდა ვაჩვენო, რომ მისი არ უნდა გეშინოდეთ  და ასევე ყურადღება გავამახვილო,  რა უაღრესად მნიშვნელოვანია მსოფლიოში ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი უსაფრთხო მშობიარობა.  მოგვიანებით, მე გადავიღე მშობიარობა  მექსიკაში, ნიგერიაში, ნავაჯოში და მასაჩუსეტსში, ხშირად ძალიან არაჰიგიენურ პირობებში. ხშირად ეს მოიცავდა ძალიან ბევრ ბრძოლას, ოფლის ღვრას  და ათი ქალიდან ათი არას მიღებას, თხოვნაზე გადამეღო მათთვის. მე ვიცდიდი მოთმინებით და მჯეროდა იმის,  რასაც ვაკეთებდი. ეს ფოტო წარმატებულია, რადგან მე მისი გადაღების სიმამაცე  აღმომაჩნდა.


Curriculum vitae

 

დაბადების ადგილი: ნოზემპტონი, მასაჩუსეტსი. 1979 წელი.

განათლება: ნიუ იორკის უნუივერსიტეტი

გავლენა: იუჯინ რიჩარდსი, სუზან მაიზელასი, როი დეკარავა, დემონ უინტერი.

წარმატება:  როცა ჩემი „მშობიარობის პროექტი“ New York Times-ში გამოქვეყნდა.“

წარუმატებლობა: „როცა მავიწყდება, რომ დრო ყოველთვის ნელა არ  მიედინება.“

სასარგებლო რჩევა: „ მიეცით საკუთარ თავს საშუალება გამოვლინდეს თქვენს ნამუშევრებში.“


წყარო: http://www.guardian.co.uk/artanddesign/2013/mar/27/alice-proujansky-best-shot#
 

No comments:

Post a Comment