Friday, February 22, 2013

René Maltête



რენე მალტეტის „ფრანგული იუმორი“




რენე მალტეტი (René Maltête) ცნობილი ფრანფი ფოტოგრაფი, 1930 წლის  8 მაისს დაიბადა ქალაქ ლამბელში, ბრიტანეტის მოსაზღვრე კოტ დ’არმორის დეპარტამენტში. (Côtes-d'Armor)  ბავშვობაში მხატვრული ფილმების გადაღებაზე ოცნებობდა. ფოტოების გადაღება, კი 16 წლის ასაკში დაიწყო. მისი პირველი აპარატი Pontiac 6×9 იყო.
21 წლისამ დატოვა მშბლირო ქალაქი და პარიზში გადავიდა, სადაც რეჟისორის ასისტენტად დაიწყო მუშაობა. ერთი წლის შემდეგ, 1952 წელს, ის უკვე ისეთ ცნობილ ფრანგული კინოს დიდოსტატებთან თანამშრომლობდა, როგორებიც იყვნენ ჟაკ ტატი (Jacques Tati) და კლოდ ბარმა (Claude Barma). რთული პერიოდი იყო და მალტეტს თავის გასატანად ბევრ ადგილას უწევდა მუშაობა. მალტეტს თავადაც უნდოდა ფილმი გადაეღო, მაგრამ კამერა არ ქონდა.  1954 წელს მან ახალი ფოტოაპარატი Semflex 6×6  შეიძინა და სერიოზულად მოჰკიდა ხელი ფოტოგრაფიას. 1958 წელს, ის ფოტო სააგენტო - Rapho-ს შუერთდა. ორი წლის შემდეგ მან თავისი პირველი წიგნიც გამოსცა - “Paris des rues et des chansons” („პარიზი - ქუჩები და სიმღერები“), რომელიც მისი ფოტოების გარდა აერთიანებდა ისთი ცნობილი მწერლებისა დ ასიმღერების ავტორები ტექსტებს, როგორებიც იყვნენ ჟაკ პრევერი (Jacques Prévert), ბორის ვიანი (Boris Vian), ჟორჟ ბრასენსი (Georges Brassens), შარლ ტრენე (Charles Trenet) და პიერ მარკ-ორლანი (Pierre Mac Orlan). მალე მას სხვა წიგნებიც მოჰყვა.


ფოტოგრაფ, პოეტ, იუმორისტ და ერთ-ერთი პირველ გარემოსდამცველ რენე მალტეტს ჰქონდა საოცარი ნიჭი დაეჭირა სასაცილო და კურიოზული მომენტები ყოველდღიურ ცხოვრებაში. მისი ფოტოები  იბეჭდებოდა  მსოფლიოს სხვადასხვა გამომცემლობებში, "Stern", "Life", "Epoca", "Camera", "Asahi Camera". ის ასევე მონაწილოებდა უამრავ გამოფენაში და მისი ფოტოები იბეჭდებოდა ღია ბარათებზე, რითაც ადვილად მისაწვდომი ხდებოდა ფართო მასებისთვის.
რენე მალტეტი 2000 წლის  8 ნოემბერს გარდაიცვალა.
მისი შემოქმედება მეტწილად დაფუძნებულია ცხოვრებისეული შეუსაბამისობებისა და მოულოდნელობების ასახვაზე. მის ნამუშევრებში ყოველთვის ჩანს დახვეწილი იუმორი, მაგრამ ისინი უბრალოდ გამოსახულება კი არა, ხშირად ფილოსოფიური გზავნილებია დამთვალიერებლებისათვის.

მისი გარადაცვალების შემდეგ, მისი ვაჟი, რობინ მალტეტი, ერთ-ერთ ინტერვიუში მამას ასე იხსენებდა:
- „თქვენ შექმენით ონლაინ გალერეა, სადაც მამათქვენის ფოტოები განათავსეთ.  მოგვიყევით, როგორი იყო ის?

- სრულიად არატიპიური ფოტოგრაფი!  ანარქისტი, ნონკონფორმისტი, ძალადობის მოწინააღმდეგე, ანტიმილიტარისტი, პაციფისტი და ასე შემდეგ. სოციალური დაზღვევის, დამსაქმებლისა და  პენსიის გარეშე, ის ცხოვრების ძალდაუტანებელი სტილს მიყვებოდა, რომელშიც უჭირდა ახლობლებისთვისაც გამოენახა დრო... ის ფოტოგრაფ-ილუსტრატორად - მუშაობდა ფოტოსააგენტო Rapho-ში,  როგორც რობერ  დუანო (Robert Doisneau) და აბსოლუტურად თავისუფალი იყო თავის შემოქმედებაში.“

- რენე მალტეტი ფლობდა ნიჭს ფირზე აღებეჭდა სასაცილო და უხერხული სიტუაციები. ეს მეტწილად დაჭერილი მომენტები იყო თუ დადგმული სცენები?

- ძირითად შემთვევაში, ის ხედავდა რაღაც სიუჟეტს, რომელსაც მოგვიანებით გონებაში აღიდგენდა და ხელახლა გააცოცხლებდა. 60-იან წლებშ  პოპულარული იყო სპონტანური ფოტოგრაფია (ანრი კარტიე-ბრესონის „გადამწყვეტი მომენტის“ გავლენით), მაგრამ ყველამ იცოდა, რომ კადრები ყოველთვის შემთხვევითი არ იყო. (მაგალითად, რობერ დუანოს ცნობილი ფოტო  „კოცნა მუნიციპალიტეტის შენობის წინ“ ძალიან გავს შემთხვევითს, მაგრამ დამტკიცდა, რომ დადგმულია.)

- მამათქვენი, მისი ბიოგრაფიის თანახმად პოეტიც იყო. როგორ უთავსებდა ის ერთმანეთს შემოქმედების  ამ ორ განსხვავებულ ფორმებს?

- თანადროულად. სიცოცხლის ბოლო პერიოდში, მას მხოლოდ ლიტერატურა აინტერესებდა.ის ძალიან ღელავდა ეკოლოგიის პრობლემებზე და გარემოს დაცვაზე. ამიტომ ბევრს ფიქრობდა ამ საკითხებზე.

რენე მალტეტის „ფრანგულ იუმორს“ კეთილი და მსუბუქი ხასიათი აქვს, ის პოზიტიური განწყობით გვავსებს.

წყარო: http://photodomain.ru/index.php?action=articles;sa=view;article=61 


 










 




 



 

 



 














No comments:

Post a Comment