Tuesday, February 12, 2013

Martin Schreiber's best shot



მარტინ შრაიბერის საუკეთესო კადრი



1979 წელს შიშველი ნატურის ფოტოგრაფიას ვასწავლიდი ნიუ იორკში, პარსონსის სკოლაში (Parsons school). ლექციების კურსისთვის მოდელები მჭირდებოდა და ერთ დღესაც 20 წლის გოგონა - მადონა ჩიკონე მოვიდა. ის ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე იყო, გოგონა, რომელსაც ხელფასით თავის გატანა უჭირდა. ის წყნარი და მშვიდი იყო. არა მგონია, ეს ის საქმე ყოფილიყო, რისი გაკეთებაც მას სიამოვნებდა. ის ამას ფულისთვის აკეთებდა, მოცემულ შემთხვევაში თანხა 30$ შეადგენდა. ის მშვიდად ასრულებდა ჩვენს თხოვნებს. ზოგი  ძალიან ხისტია, ზოგი უბრალოდ სამუშაოს ასრულებს და არიან ისეთებიც, რომლებიც უფრო მეტად იხარჯებიან. ის უბრალოდ აკეთებდა ყველაფერს , რასაც ვთხოვდი და ზედმეტს არაფერს.

მაშინ სხეულს ისე აღვიქვამდი, როგორც სკულპტურულ ფორმას.  გადავხრიდი და  ვგრეხდი მოდელებს რომ შემეხედა რისი მიღება შეიძლებოდა. ის თავის სხეულთან ჰარმონიაში იყო და კომფორტულად გრძნობდა თავს, როცა 15 სტუდენტი უღებდა. როცა შიშველ ნატურას იღებ, ყველაფერი დაგეგმილი უნდა გქონდეს. თუ მოდელი თავს კომფორტულად არ გრძნობს მისგან ბევრს ვერაფერს მიიღებ. თებერვალი იყო და  ორი გამათბობელი ჩავრთე, რომ თბილად ყოფილიყო.

1985 წლის იანვარში ის ჟურნალ Interview-ს გარეკანზე ვნახე და ვიფიქრე: მე ხომ მას ვიცნობ!“ ხუთი თვის შემდეგ ის ჟურნალ  Time-ს გარეკანზეც გამოჩნდა, სახელით მადონა. მე დავურეკე არტ-დირექტორს პენტჰაუზში. ერთმა მოვლენამ მეორესთან მიგვიყვანა და საბოლოოდ, Playboy-მ გამოაქვეყნა ფოტოების სერია 1985 წლის სექტემბერში.

შიშველი ნატურის გადაღება ადვილი არაა. რის გაკეთებას ცდილობ? როდის არის ეს შიშველი ნატურა და როდის ეროტიკა? ამ ფოტოებშ ეროტიკული არაფერია. ეროტიკა გულისხმობს სექსს და ამ ფოტოებში ეს არ ჩანს. ისინი უფრო მეტად სხეულის შესწავლაა - ეს ქანდაკებაა ფოტოაპარატით შემნილი. ამჟამად, მე 50 წელს გადაცილებულ ქალების შიშველ ქალებს ვიღებ. მინდა ვაჩვენო, რომ მათი სხეული მშვენიერია.

დრო რომ უკან დამაბრუნებინა,  მე მეტს გავაკეთებდი მის შემთხვევაში, შევცვლიდი განათებას, ალბათ უფრო მეტად მისი სახისაკენ მივმართავდი, სხვა ლინზებითაც ვცდიდი. სიამოვნებით გადავიღებდი მას იგივე პოზიციებში, რომ მენახა როგორ შეიცვალა ის ამ წლების მანძლზე.


Curriculum vitae

დაბადების ადგილი: პრაღა, 1946 წელი.

განათლება: „ფორტ მონმოტი, ნიუ ჯერსი. შემდეგ ჯარში გამიწვიეს და იქ სამხედრო ფოტოლაბორატორიაში დავდიოდი.“

შთაგონება: „ბილ ბრანდტი დიდებულად იღებდა შიშველ ნატურებს. პიტერ ლინდბერგს არაჩვეულებრივი ნამუშევრები აქვს ასევე.“

წარმატება: „ახლა და როცა ჩემი პირველი წიგნი გამოვიდა 1981 წელს.“

მარცხი: „როცა ვერ მუშაობ ან როცა ნამუშევრები არ იყიდება. როცა შოუ გაქვს და არაფერი ხდება.“

ოცნება: მინდა ვიმოგზაურო და გადავიღო მკვიდრი მოსახლეობა.


წყარო: http://www.guardian.co.uk/artanddesign/2009/jun/24/photography-martin-schreiber-best-shot#_
 



No comments:

Post a Comment