Thursday, January 24, 2013

Tom Stoddart's best shot


ტომ სტოდარტის საუკეთესო კადრი


ეს სურათი 1992 წელს გადავიღე, როცა სარაევოს ბლოკადა ის-ის იყო იწყებოდა. ეს იყო ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევა, როცა სერბეთის სამხედრო ძალებმა უფლება მისცეს მშობლებს ბავშვები ავტობუსებით გაეყვანათ, რათა თავი დაეღწიათ დაბომბვისთვის. ეს კონკრეტული სცენა ხელახლა გათამაშდა ვუდი ჰარელსონის ფილმში, „Welcome to Sarajevo.“

მე დავინახე ერთი ქალი - ძალიან შთამბეჭდავი იყო მისი ლამაზი ცისფერი თვალები როგორ ებრძოდა ცრემლებს. მას თავისი პატარა ბიჭუნა საგანგებოდ გამოეწყო და აშკარა იყო ეს მათთვის ძალიან ემოციური პერიოდი იყო. დაძაბულობა ჰაერშიც კი იგრძნობოდა. სერბეთის ძალები უარს არ იტყოდნენ  ყუმბარები დაეშინათ მასებისთვის. მე რამდენიმე კადრი გადავიღე ახლო მანძილიდან და ეს ფოტოები მთელმა მსოფლიომ ნახა.

ორ წელიწადნახევრის შემდეგ მე მაილი მივიღე პერტში (ავსტრალია) მცხოვრები ქალისაგან, რომელიც მატყობინებდა: „მე ვიცი ამ ქალის ვინაობა; ის ჩემი მეზობელია“ ასე რომ, წავედი პერტში და გავყევი მის კვალს. მისი სახელია გორდანა ბურაზორი. ანდრე, მისი ვაჟი უკვე მოზარდია და სიმაღლეში 6 ფუტი და 2 დიუმია. მთელი ამ ხნის მანძილზე ვფიქრობდი, რომ დედა ალბათ  ბავშვის ჩასმას შეძლებდა ავტობუსში, მაგრამ აღმოჩნდა , რომ მან თავადაც მოახერხა ქრთამით გაეკვლია გზა ბორტამდე.

მას სძულს ეს სურათი. მაგრამ, როცა ახალგაზრდა ფოტოგრაფებს ვესაუბრები, ყოველთვის ვამბობ, რომ ეს ფოტო ძალიან ჩემეულია: ის შავ-თეთრია და შეგიძლიათ ჩაიხედოთ მათ თვალებში და ამოიკითხოდ რა ხდება მათ გონებაში, ისე რომ ისინი ვერც კი შეგამჩნევენ თქვენ.

მან ფოტო პირველად ნახა გადაღებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ და პერიოდულად ამ წლების მანძილზე, მაგრამ სურვილი არასოდეს გასჩენია დამკონტაქტებოდა. ის ამბობს, რომ სძულს ეს ფოტო, რადგან ცდილობდა თავი ღირსეულად დაეჭირა, მაგრამ ის მომენტი, როცა ის მოხდა, რასაც  ის ასე გაურბოდა - ცრემლები -  ამ კადრზე აღმოჩნდა დაფიქსირებული.





 Curriculum vitae

-----------------------------------------------------------------------------------


დაბადების ადგილი: მორფეტი, 1953 წელი.

განათლება: „თვით-ნასწავლი და შემდეგ გაზეთში weekly paper მუშაობა. შეიძლება ითქვას, ცხოვრების უნივერსიტეტი.“

შთაგონება:  ანრი კარტიე-ბრესონი, დონ მაკ’კალინი, იუჯინ სმიტი.

წარმატება: „მისაწვდომობა უახლეს ამბებთან. მე ბერლინის კედელთან ვიდექი იმ ღამით, როცა ის დაანგრიეს და მოგვიანებით ექვსი კვირა გავატარე ნელსონ მანდელასთან ერთად.“

წარუმატებლობა: ამ სურათის გადაღებიდან მალევე მძიმედ დავიჭერი ბოსნიაში. აფეთქების შედეგად კედლის ნანგრევებში მოვყევი.  ერთი წელი მუშაობა არ შემეძლო.

სძულს: „პომპეზური ფოტოგრაფები და თემები.“

ოცნება: „ახლა ძირითადად შინ ვიღებ და ვცდილობ საკუთარი ქვეყნის,  ინგლისის დოკუმენტირებას.“


 წყარო: http://www.guardian.co.uk/artanddesign/2008/oct/02/photography



 

No comments:

Post a Comment