Friday, January 4, 2013

Interview with Roger Ballen



ინტერვიუ როჯერ ბალენთან





















როდის დაიწყეთ ფოტოების გადაღება?

დედაჩემი მაგნუმში მუშაობდა 60-იან წლებში და ფოტოგრაფიით პატარაობიდანვე დავინტერესდი. მახსოვს როგორ ვიღებდი ფოტოებს [Kodak] Brownie-თ ექვსი წლის ასაკში. სერიოზულად კი ამ საქმით 17 -18 წლის ასაკიდან დავკავდი.  საშუალო სკოლის დამთავრებასთან დაკავშირებით  Nikon FM მაჩუქეს და მახსოვს პირველ დღეს წავედი ციხის მიმდებარე ტერიტორიზე ფოტოების გადასაღებად.

მაგრამ თქვენ გადაწყვიტეთ არ შეგესწავლათ ფოტოგრაფია, რატომ?

ჩემთვის ფოტოგრაფია ყოველთვის იყო ხელოვნების ფორმა, განსაკუთრებული რამ. მე არ ვიყავი დაინტერესებული მისი კომერციული მხარით. სარეკლამო სფეროში ან ჟურნალისტიკაში მუშაობა არ იყო ჩემი მოწოდება.



წლების განმავლობაში გეოლოგად მუშაობდით. რა გავლენა მოახდინა ამან თქვენს ფოტოგრაფიულ პრაქტიკაზე?

ფოტოები ჩემი პირველი წიგნებისთვის - „Dorps and Platteland“ სამხრეთ აფრიკის სოფლებში გადავიღე, სადაც მე ერთმანეთს შევუთავსე ჩემი გეოლოგიური სამუშაო და ფოტოების გადაღება. ეს ძალიან კარგი იყო, რადგან მე არ განვიცდიდი არანაირ ზეწოლას სხვებისგან. ჩემი ფოტოგრაფია ჩემი პირადი მხატვრული შემოქმედება იყო.
უფრო მეტაფორულად თუ ვიტყვით, გეოლოგია ზედაპირის ქვეშ ჭვრეტაა, ჩემი ფოტოები ყოველთვის პრინციპულად ფსიქოლოგიური ხასიათი იყო. ასე რომ, მიდგომა იგივეა. გარდა ამისა, ჩემს ძალიან ბევრ ფოტოს აქვს ტექსტურები და ანაბეჭდები - ესეც ალბათ მიწასთან მუშაობის შედეგია.

მომოყევი  ცოტა რამ თქვენს შემოქმედებით პროცესზე. სურათების მონახაზს წინასწარ აკეთებ?

არა, არასოდეს ვგეგმავ რამეს. ამაზე ფიქრი მანამდეც კი არ მინდა სანამ უშუალოდ გადასაღებ ადგლზე არ მივალ, რადგან შეუძლებელია მომენტის წინასწარმეტყველება. ეს მხატვრობასავითააა. ნახატი იქმნება ფუნჯის ათასობით  დასმის შემდეგ, კარგ ფოტოს  კი ქმნის ათასობით პატარა გადაწყვეტილებები, რომლებიც ერთ ორგანულ მთლიანობად იქცევა. მე ვმუშაობ ადგილებზე, ადამიანებზე, ცხოველებზე, ტექსტურებზე, კედლებზე, ნახატებზე, ჩემს წარმოსახვაზე, მათ წარმოსახვაზე , სანამ არ შევქმნი რაღაცას, რასაც აქვს ფორმალური სიმარტივე რთული  მნიშვნელობებით.



ბევრ ფოტოებს იღებთ და შემდეგ უკეთებთ  მათ  რედაქტირებას თუ უფრო ზომიერი მიდგომა გაქვთ?

მე ისევ ფირს ვიყენებ და არ მაქვს ციფრული კამერა, რომ გადავიღო 2000 კადრი ჩიპზე. 12 კადრის შემდეგ უნდა შევჩერდე და ფირი გამოვცვალო. 30-40 ფოტო  ერთ გადაღებაზე ძალიან ბევრია. მე ფირთან ერთად ვიზრდებოდი და ეს კარგად ვიცი.

ანუ, თქვენ არასოდეს გადახვალთ ციფრულზე?

ვერ ვიტყვი, რომ არასოდეს, თუმცა ჯერ  არ ვიხრები მისკენ.




თქვენ გადაიღეთ ჯილდოს მფლობელი  მუსიკალური ვიდეო -  I Fink U Freeky, Die Antwoord’s-ითვის. როგორი იყო ერთობლივი მუშაობა?

 მათ შემოქმედებას  რვა წლის ასაკიდან ვიცნობ. ისინი ყოველთვის ამბობდნენ, რომ  მე მათი შთაგონება ვარ და ცდილობენ ჩემი ესთეტიკა თავიანთ პერფომანსებში ჩაერთოდ. ვიდეო ძალიან სპონტანური იყო. ის ჩვენ ხუთ დღეში გავაკეთედ და დიდად არც დაგვიგეგმავს. ვიდეოში არის ინსტალაციები, რომლებიც ჩემი ერთ-ერთი ფოტოს ნაწილია, მაგრამ უდიდესი განსხვავებაა მოძრავ გამოსახულებასა და ფოტოზე მუშაობას შორის.  უძრავი კადრი წამის მეხუთასედია. ის გაცილებით უფრო ზუსტია, მაშინ როცა მოძრავი  გამოსახულება მიედინება.


როგორ ისვენებთ, როცა ფოტოებს არ იღებთ?

ჩემთვის, ფოტოების გადაღებაა დასვენება.  ვფიქრობ, როცა ნამდვილად მოგწონს, რასაც აკეთებ, ეს უქმნის სიმშვიდის გრძნობას გონებას. მე დილის შვიდი საათიდან საღამოს შვიდ საათამდე ვმუშაობ ყოველ დღე გარდა კვირისა.

რას ურჩევდით ახალგაზრდა ფოტოგრაფებს?

იყავით დისციპლინირებული, იყავით ფოკუსირებული, იმუშავეთ ბევრი და იპოვეთ ის, რაც თქვენი ნამდვილი მოწოდებაა. ეს საქმე ფოტოების გაყიდვის მიზნით არ აკეთოდ. თქვენი სამუშაო უნდა მომდინარეობდეს საჭიროებიდან გაარკვიოთ თქვენი დამოკიდებუილება სამყაროს მიმართ. ეს არ მოხდება ერთ ღამეში. ამისთვის უნდა  იმუშავოთ წლობით, წლობით წლობით. თქვენ კონკურირებთ სამყაროში, სადაც მილიარდობით ფოტოს იღებენ ყოველ დღიურად. მხატვრული მხარით წარმატების მიღწევა რთულია, ამიტომ თქვენ უნდა იპოვოთ ბალანსი ხელოვნების შექმნასა და ამ დედამიწაზე თავის გატანას შორის.


წყარო: http://www.ideastap.com/ideasmag/the-knowledge/photographer-roger-ballen-interview?fb_action_ids=566999856659907&fb_action_types=og.likes&fb_source=aggregation&fb_aggregation_id=246965925417366































No comments:

Post a Comment