Sunday, January 20, 2013

interview with Fan Ho



   ინტერვიუ ფენ ჰოსთან


ზედმეტსახელი: ბაჰ გამ (Bah gam) კანტონურად „დიდ მეცნიერს“  ნიშნავს.

ამჟამინდელი საცხოვრებელი: სან-ხოსე, კალიფორნიის შტატი. მაგრამ ჩამოვედი ჰონგ კონგიდან შანჰაის გავლით.


როგორ მოხვდით თქვენ და თქვენი ოჯახი ჰონგ კონგში?  40-იანი წლების ბოლოს, ჩინეთ-იაპონიის ომის დროს, ჩემი მშობლები მაკაოში გადავიდნენ სამუშაოდ და მე მარტო დამტოვეს შანჰაიში. 10 წლის ვიყავი გაქცევა რომ გადავწყვიტე და ჰონგ კონგი ამისათვის კარგი ადგილი იყო, თანაც ის მაკაოსთანაც ახლოსაა.

დევიზი: არ მაქვს.

პროფესია/ სამუშაო:  პენსიაში გასული კინო რეჟისორი და მსახიობი.

ვებგვერდი:  http://www.modernbook.com/fanho.htm

ორგანიზაციები ან ჯგუფები:  ამერიკის ფოტოგრაფიული საზოგადოების არჩეული წევრი. ფოტოგრაფიული საზოგადოებისა და ხელოვნების სამეფო საზოგადოების წევრი ინგლისში. გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ბელგიის, ბრაზილიის, არგენტინის, სინგაპურის და ა შ. ფოტოგრაფიული საზოგადოებების საპატიო წევრი.



საყვარელი აპარატი და ლინზა ქუჩის ფოტოგრაფიისთვის: როლეიფლექსი და ხანდახან ლეიკა.

რატომ მოგწონთ როლეიფლექსი? პირადად მე მიყვარს კვადრატული ფორმატი. ნეგატივის კვადრატული ზომა შესაფერისია ამოჭრის ჩემი  სტილისთვის - მომწონს ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად ამოჭრა. ეს ჩემი საფირმო ნიშანია.

ლეიკას რომელ მოდელი გამოგიყენებიათ?  მოგეწონათ ის?  გვიან 40-50-ან წლებში ჩემი პირველი აპარატი ნიკონი იყო. მაგრამ მე მას შემთხვევითი კადრებისთვის(snap shots) ვიყენებდი. შემდეგ ვიღებდი ლეიკით. არ მახსოვს რა მოდელი იყო. მას განსაკუთრებით ქუჩის სცენებისა და ჟურნალისტური კადრების გადაღებისას ვიყენებდი, რადგან ის პატარა და მსუბუქი იყო. ჩემს წიგნში შეტანილი რამდენიმე კადრი ლეიკით არის გადაღებული.

სარეზერვო ქუჩის აპარატი და ლინზა: მე კოვბოისავით ვარ, მხოლოდ ერთ აპარატს ვიყენებ -იშვიათად ორს - შეიძლება იმიტომ რომ ზარმაცი ვარ ან ორი აპარატი მძიმეა და ძნელი სატარებელია. ერთი აპარატი საკმარისია.

საყვარელი ფოტოგრაფიული გაჯეტი: მხოლოდ კამერა, არავითარი გაჯეტები.



საყვარელი ქუჩის საკვები: ასეთი არ მაქვს.

მუსიკას უსმენთ გადაღებისას?  არა, აბსოლუტურად არა. მე კონცენტრირებული ვარ გადაღებაზე, რომ მივიღო კარგი ფოტო. სინამდვილეშ ეს რთული საქმეა. განუწყვეტლივ უნდა ხედავდე და ფიქრობდე. უნდა იფიქროთ, როგორ გაუსწროთ ძველ ნაშრომებს ახალი კუთხით, ახალი სტილით და ახალი გრძნობით.  უნდა გამოიყენოთ თქვენი გული, რომ განსაზღვროთ გადამწყვეტი მომენტი, რომელზეც ანრი კარტიე-ბრესონი საუბრობს. თქვენ უნდა გაგიჩნდეთ გრძნობა და იგივე მიიღოთ პასუხად ობიექტისაგან, რომელსაც იღებთ. იმ მომენტში  თქვენ უნდა ზრუნავდეთ, სუნთქავდეთ და გიყვარდეთ სამყარო - საქმე მხოლოდ ლამაზი ფოტოს გადაღებაში არ არის. მე მთელს ჩემს სიცოცხლეს ვდებ თითოეულ ფოტოში. ჩემს დროს ნეგატივები ძალიან ძვირი ღირდა, ჩამკეტზე თითის დაჭერა ფული ღირდა. მე კოვბოის ვგავარ მხოლოდ ერთი ტყვიით გადამწყვეტი მომენტის ძიებაში.

საყვარელი  მუსიკა გადაღების/ დამუშავების დროს: გადაღებისას არავითარი მუსიკა. დამუშავებისას ხანდახან კლასიკურ მუსიკას ვუსმენ.

საყვარელი ფოტო რედაქტირების პროგრამა: Photoshop და  Lightroom. ვარჩევდი ფოტოლაბორატორიაში შემეძლოს წასვლა, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემების გამო ამას ვეღარ ვახერხებ.



სამი საყვარელი დიდი ფოტოგრაფი:  ანრი კარტიე-ბრესონი.

სამი საყვარელი თანამედროვე ფოტოგრაფი:  ანრი კარტიე-ბრესონი. ის ჩემთვის ძველებურად  თანამედროვე და აქტუალურია.

რომელი ფოტოგრაფის ფოტოს ფლობთ?  სამწუხაროდ არცერთის.

ფერადი თუ შავ-თეთრი? მიყვარს ორივე.

ფირი თუ ციფრული? მე ძველმოდური ვარ, ისევ ფირს ვიყენებ. პირადად მე მიყვარს ძველებურად გადაღება. მიყვარს ჩამკეტის ხმა. ის ჩემთვის მუსიკასავითაა. ასევე მიყვარს ფოტოლაბორატორია.

არის დღის განსაკუთრებული დროის მონაკვეთი, როცა გიყვართ გადაღება თუ ნებისმიერ დროს?  მიყვარს როცა მზე დაბალზეა და გრძელ ჩრდილებს წარმოქმნის.



რა განსაზღვრებას მისცემდით ქუჩის ფოტოგრაფიას? გავრისკავ და მივყვები კარტიე-ბრესონის „გადამწყვეტი მომენტის „ განმარტებას.
„ჩემთვის, ფოტოგრაფია მოვლენის მნიშვნელობის მყისიერი, წამიერი ამოცნობაა, ისევე როგორც  ფორმების ზუსტი ორგანიზება, რაც ამ მოვლენას სათანადო გამოხატულებას მისცემს.“


რატომ აირჩიეთ ქუჩის ფოტოგრაფია და არა რომელიმე სხვა მიმართულება?  სინამდვილეში ქუჩის ფოტოგრაფიამ ამირჩია მე... ბავშვობაში, როცა შანჰაიში ვცხოვრობდი, კინო მოყვარული ვიყავი, უამრავ კინოს ვუყურებდი მარტო. მიყვარს ამბის თხრობა. ასე რომ, როცა ჰონგ კონგიდან გავიქეცი, მომინდა ამის შესახებ როგორღაც მომეყოლა. ცოტა ხნის შემდეგ, მე სწავლა  St Paul’s College -ში დავიწყე, რომელიც ერთ-ერთ- საუკეთესო კოლეჯი იყო იმ დროს ჰონგ კონგში. მინდოდა მწერალი გავმხდარიყავი. ისე კარგად ვწერდი, რომ მალე შემარქვეს ზედმეტსახელი  Bah Gam („დიდი მეცნიერი“) და პროფესორებიც კი ასე მეძახდნენ. მე გამონაკლისი მოსწავლე ვიყავი და შემეძლო სახლიდანაც მესწავლა, მაშინ როცა სხვებისთვის დასწრება აუცილებელი იყო.
მიყვარდა ყველაფრის წერა, განსაკუთრებით რომანების. შემდეგ, ერთ დღეს, უეცრად სწავლა აღარ შემეძლო. აღარ შემეძლო კითხვა, რადგან განუწყვეტლივ მაწუხებდა მიგრენი. ექიმებმა ვერ შეძლეს ჩემი განკურვნა. ერთადერთ, რაც შვებას მგვრიდა, ქუჩაში, სუფთა ჰაერზე ფეხით სიარული იყო. ეს ისეთი მოსაწყენი გახდა, რომ დროის გასაყვანად ფოტოების გადაღება დავიწყე. შემდეგ კონკურსში მივიღე მონაწილეობა და პირველი ადგილი ავიღე, რამაც დიდი სტიმული მომცა, ასე რომ, მე დავიწყე ამბების მოყოლა და ჩემი მედიუმი ფოტოგრაფია გახდა. საუკეთესო რამ კი, რაც მან მომცა თავის ტკივილისგან გათავისუფლება იყო.



რა არის თქვენი მოტივაცია გადაიღოთ ქუჩა? როგორც გითხარით, ეს დამეხმარა თავის ტკივილსგან განკურნებაში. ჩემთვის ეს იყო საშუალება მომეთხრო ისტორიები.

ქუჩის ფოტოგრაფია აკვიატებული იდეაა? ეს სიცოცხლის გადარჩენაა.

ფოტოებს მარტო იღებთ თუ მეგობრებთან ან ჯგუფთან ერთად?  ყოველთვის მარტო ვიღებ. არ მინდა ყურადღება მეფანტებოდეს.

უჩინარი ფოტოგრაფი ხართ თუ ისეთი, რომელსაც ამჩნევენ? ისე ვიცმევ, რომ ადამიანებს ადვილად შევერიო.  ვცდილობ არ გამოვირჩეოდე.

საყვარელი ქალაქი ქუჩის ფოტოგრაფიისთვის: ჰონგ კონგი ლამაზია, განსაკუთრებით ნოსტალგიური, ძველი ჰონგ კონგი. როცა 50-60-იან წლებში ვიღებდი, ის უფრო ახლობელი იყო ჩემთვის.

რა არის თქვენი ფოტოგრაფიის შთაგონება? მიყვარს ფილმების გადაღება.  მიყვარს დრამა, პოეზია, მხატვრობა, ქანდაკება, მუსიკა - ყველაფერი ეს მავსებს შთაგონებით.  ოჰ, და განსაკუთრებით, ბრამსისა და მალერის სიმფონიები.

არის ფილოსოფია ან ესთეტიკა იმ  კომპოზიციებში, რომელსაც  მიმართავთ თქვენ ფოტოგრაფიაში? სურათებს ჩემი ინსტიქტების მიხედვით ვიღებ. განსაკუთრებლს ვერაფერს ვხედავ მათ უკან. მე უბრალოდ ვიღებდი სურათებს ისე როგორც ვხედავდი მათ და არასოდეს მივყვებოდი კონკრეტულ ხელოვანს, სტილს  ან ფილოსოფიას.



როგორ  იმოქმედა რეჟისორობამ და მსახიობობამ თქვენს ხედვაზე?  მე ქუჩას ვხედავ, როგორც ცოცხალ თეატრს. ასეც ქვია ჩემს წიგნს. შეიძლება ითქვას: მე ველოდები მსახიობები როდის დაიკავებენ თავიანთ ადგილებს.

როგორ მიდიხართ ქუჩის ფოტოს გადასაღებად?  ჩვეულებრივ ვპოულობ ადგილს და ველოდები რაღაც დროის განმავლობაში. ბევრი ჩემი ფოტო ერთდაიმავე ადგილასაა გადაღებული დღის თუ წელიწადის სხვადასხვა დროს.

რას ეძებთ თქვენს ან თუნდაც სხვების ფოტოგრაფიაში?  მოდით, ამის შესახებ გეტყვით ჩემი საყვარელი ფოტოს საშუალებით. მას ქვია As Evening Hurries By – 1954. ის ჰონგ კონგის დასავლეთ რაიონშია გადაღებული. იმ პერიოდში  ჩინურ ლიტერატურას ვსწავლობდი. ერთი ლექსი წავიკითხე, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ამიტომ გადავწყვიტე მეპოვა ადგილი, რომელიც იგივე გრძნობას აღძრავდა ჩემში.  განწყობა, ატმოსფერო და მთავარი გმირი - ყველაფერს უნდა გამოეხატა იგივე ემოცია, როგორიც ლექსს ქონდა. ერთხელაც ვიპოვე ასეთი ადგილი და დავდიოდი იქ მრავალი დღის განმავლობაში. სამთვლიანი საზიდავი და მამაკაცი, რომელიც შინ მიდის; სიჩუმე, რომელსაც დინების ხმა ერეოდა;  განათება დაბალი იყო...  ჩემთვის გადამწყვეტი მომენტი უბრალოდ  საოცარი იყო. ეს სურათი ჩემთვის დღესაც შთამბეჭდავია და მე ის ნახევარი საუკუნის წინ გადავიღე.



როგორი  სტილით დაახასიათებდით  თქვენს ფოტოებს?  ვიტყოდი, რომ ისინი კინემატოგრაფიული და ნოსტალგიურია. მე ჩავლილი კარგი დღეების დიდი ნოსტალგია მაქვს.

რა კრიტერიუმებს გადიხართ, რომ მიხვიდეთ გადამწყვეტ მომენტთან?  მე ვპოულობ ადგილს, რომელიც მომწონს და ველოდები, სანამ შესაბამისი თემა გამოჩნდება. განათება, განწყობა რომელიც შეესაბამება განსაზღვრულ კულმინაციას, რომელსაც მე ველოდები.

რის გამოხატვას ცდილობთ თქვენი ფოტოებით?  ორივეს ვგულისხმობ, ჩვეულებრივ ქუჩის კადრებსაც და მულტიექსპოზიციით გადაღებულ ფოტოებს.  გამოვხატავ იმას, რასაც ვგრძნობ იმ დროს და რაც ჩემს გულშია. პირველად თავში მომდის გამოსახულება. მე ვეუბნები საკუთარ თავს, რა გამოვა აქედან. ეს არის გამოხატვა წარსული დროისა,რაღაცის, რაც ძალიან გენატრება.
მე ასევე მიყვარს ექსპერიმეტობა და ერთმანეთს ვუპირისპირებ სურათებს, რომ ვნახო ორივე, კომპოზიციური ეფექტიც და შინაარსიც.

როგორ არჩევთ დასამუშავებელ ფოტოებს? რა გკარნახობთ, რომ ეს გამოსახულება კარგია?  თუ განცდა, რომელიც გადაღებისას მქონდა ისევ შემომრჩა, მაშინ რაღაც  ნაწილი ჩემს შიგნით შეირხევა დასტურის ნიშნად.

თქვენს ფოტოებს თავად ბეჭდავდით?  ძალიან მიყვარდა ფოტოლაბორატორია. ჩემს ფოტოებს ყოველთვის თავად ვბეჭდავდი. ახლა დამხმარედ კომპიუტერი მაქვს.



ისევ ბევრს მიშაობთ? არა. ფოტოებს აღარ ვიღებ, რადგან ჯანმრთელობა არ მაძლევს ამის საშუალებას. თუ არ ჩავთვლით  იშვიათ შემთხვევით კადრებს.

ერთი საუკეთესო რჩევა როგორ გავაუმჯობესოთ საკუთარი შემოქმედება. ჩემი აზრით ტექნიკა არ არის ძალიან მნიშვნელოვანი. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია გამოიყენოთ თვალები,  გონება და გული.  ტექნიკა ისეთი რამაა, რისი სწავლაც ყველას შეუძლია. თუ თქვენ გინდათ, რომ თქვენი ფოტოგრაფია უფრო მაღალ  დონეზე აიყვანოთ, თქვენ რაღაც უნდა თქვათ. ეს უნდა იგრძნოთ, როცა ფოტოს ქმნით და ეს აგიყვანთ თქვენ უფრო მაღალ დონეზე. ფოტოგრაფია უნდა იყოს დაუვიწყარი და ღირდეს დამახსოვრებად.

ერთი საუკეთესო რჩევა, როგორ დავამუშავოთ ფოტო.   მან ჩემში რაღაც უნდა შეძრას.

ერთი საუკეთესო რჩევა მათთვის, ვისაც ქუჩის ფოტოგრაფობა სურს. უნდა გიყვარდეთ სურვილი აკეთოდ ეს საქმე.



რა არის საუკეთესო მომენტი თქვენი ქუჩის ფოტოგრაფიის კარიერაში? ჩემი ნამუშევრის დაბეჭდვა და  ჩემი მატერიალიზირებული კონცეპციის ქაღალდზე ხილვა.

რა არის ყველზე ცუდი მომენტი თქვენი ქუჩის ფოტოგრაფიის კარიერაში?  ასეთი არ არსებობს. ყველა კარგია. ყველა მოგონებაა.

რა პროექტზე მუშაობთ ახლა?  რადგან მე ფოტოების გადაღება აღარ შემიძლია,  გადავხედე ჩემს ძველ ფოტოებს და ვმუშაობ მათზე ახალი კონტექსტით. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ რამდენიმე მაგალითი ჩემს  ვებ გვერდზე ქვესათაურში, „ახალი ნამუშევრები“.

გამოფენები გაქვთ დაგეგმილი? დიახ. 2013 და მომდევნო წელს  წარმოდგენილი იქნება ახალი, მონტაჟური სურათები ჩემს ახალ გამოცემასთან ერთად, სათაურით: Fan Ho: Hong Kong Memoir’ 

წყარო: http://leicaliker.com/2013/01/11/fan-ho-hong-kong-master-street-photographer-1/ 


 
  






 




 


 


 






























2 comments:

  1. რა კარგი ფოტოებიი აქვს. ძალიან მომეწონა, მგონი სამუდამოდ დავიმახსოვრე ფენ ჰო.

    ReplyDelete