Tuesday, January 29, 2013

Fernand Fonssagrives



                             ფერნან ფონსაგრივსი



ფერნან ფონსაგრივსი 1910 წლის 8 ივნისს დაიბადა საფრანგეთში, პარიზთან ახლოს. ის მოცეკვავე იყო და თავის პირველ მეუღლესაც ლიზა ფონსაგრივს ის ცეკვის სკოლაში შეხვდა. მალე ორივე პროფესიონალი მოცეკვავე გახდა, მაგრამ ყვინთვისას მიღებული ტრამვის გამო ფერნანი იძულებული გახდა ცეკვა შეეწყვიტა. გამოჯანმრთელების აღსანიშნად მეუღლემ მას ფოტოაპარატი  როლეიფლექსი უყიდა.


სწავლის პროცესშივე ის მნიშვნელოვანი ფოტოგრაფი გახდა, ლიზა კი მისი შეუცვლელი მოდელი. 1940 წლიდან 1950 წლამდე, სანამ ისინი განქორწინებოდნენ, ის  ფოტოებს იღებდა ჟურნალებისთვის Town, Country და Harper's Bazaar . მათი ერთადერთი ქალიშვილი, მია ავად გახდა პოლიომელიტით, როცა ოჯახი ევროპაში მოგზაურობდა. ბავშვის ავადმყოფობის გამო ისინი იძულებულები გახდნენ ევროპაში რამდენიმე თვით დარჩენილიყვნენ. 

ფერნანი და მისი გოგონა - მია

 ფონსაგრივსის ბიზნესი კვდებოდა და ის იძულებული გახდა სახელოსნო დაეხურა. ლიზა პანიკაში ჩავარდა. ის ფიქრობდა, რომ ქმრის ბიზნენსის დამთავრებასთან ერთად, მისი სამოდელო  კარიერაც დასრულდებოდა. მან განქორწინება მოსთხოვა მეუღლეს. ისინი მალე ერთმანეთს  დაშორდნენ და ფერნანი ესპანეთში გაემგზავრა, სადაც მალე ცნობილი მოქანდაკე გახდა. ლიზა კი ქალიშვილთან ერთად ამერიკაში წავიდა და აქ შეხვდა თავის მეორე ქმარს, ფოტოგრაფ ირვინგ პენს. მისი პირველი ქმრისგან განსხვავებით, რომელიც თვითნასწავლი იყო, ირვინგ პენი მოდის წრეში ნამდვილ პროფესიონალად ითვლებოდა. ლიზას მეორე ქორწინება ხანგრძლივი და ბედნიერი აღმოჩნდა. ეს იყო ჰარმონიული შემოქმედებითი კავშირი - ირვინგი დიდი შემოქმედი იყო, ლიზა, კი მისი მოდელი და მუზა. ლიზა მოდის ისტორიაში შევიდა როგორც პირველი სუპერ მოდელი და საერთოდ, ამ ცნების დამმკვიდრებელი.

ფერნან ფონსაგრივსმაც იქორწინა მეორედ. მისი მეუღლე დიანა კაპრონი, პროფესიონალი მოციგურავე და მასწავლებელი იყო. მალე მათ ვაჟიც, მარკი  შეეძინათ, მაგრამ ეს კავშირიც განქორწინებით  დამთავრდა. 
ფერნანი უნიჭიერესი ადამიანი და  ნამდვილი ხელოვანი იყო. ის ჯერ პროფესიონალი მოცეკვავე იყო, შემდეგ ნიუ იორკის ერთ-ერთი ტოპ ფოტოგრაფი, რომელსაც  ყველაზე დიდ თანხებს უხდიდნენ, მოგვიანბით კი ჯილდო აიღო თავის ბრინჯაოს ქანდაკებებშიც.  ფერნანი  აგრეთვე ძალიან ბევრს ხატავდა.

ფერნან ფონსაგრივსი გარდაიცვალა 2003 წელს ლითლ როკში (Little Rock), არკანზასში.


 



 







 


 

 








































No comments:

Post a Comment