Monday, January 28, 2013

Интервью с Евгением Мохоревым



ინტერვიუ ევგენი მოხორევთან


ევგენი, როდის და რატომ  გადაწყვიტეთ, რომ თქვენი შემოქმედების მთავარი თემა ბავშვები და მოზარდები ყოფილიყვნენ?

ბავშვებთან მუშაობის  პირველი სერიოზული გამოცდილება  1990-1992 წლებში მივიღე. მაშინ მე პირველ და იმ დროს ჯერ კიდევ  არაოფიციალური ბავშვთა სახლების პერსონაჟებზე შევქმენი ისტორიები. ეს იყო აბსოლუტურად გიჟური, წარმოუდგენელი ნაზავი ბავშვური უშუალობისა, სუფთა ბავშვური სახეებისა და ბრუტალური, სასტიკი ატმოსფეროსი, სადაც წესრიგი ერთ საათში ქაოსში გადადიოდა.
ეს კონტრასტი ჩემს ტვინს წაადგა მაგრამ არა ჩემს პერსონაჟებს, რომლებისთვისაც ცხოვრება და გარემო  როგორღაც ჩვეული და ბუნებრივი გახდა.
„ - დედა ალკოჰოლიკია? მერე რა მოხდა. ხანდახან მიმასპინლდება. არა, არ მომწონს გემო... აი, წებო „მომენტის“  ყნოსვა - ეს კაიფია. თავში მულტფილმები ტრიალებს. სხვენში, სარდაფში მაგარია ცხოვრება, განსაკუთრებით, როცა მილები თბილია.
-გუშინ კი ვიღაც იდიოტმა სანკას დანა დაარტყა, ახლა საავადმყოფოშია.
-აბაზანა? ეს ის ადგილია სადაც შიშვლები ბანაობენ? არა, იქ არასოდეს ვყოფილვარ.“
და ასე შემდეგ...
ჩემთვის საინტერესო კონკრეტული ადამიანის და მისი ისტორიის გადაღება კი არა, ცხოვრების ამ წინააღმდეგობრიობის ასახვა იყო - ძალიან ფაქტურულის და ამავე დროს ფოტოგენურის. მინდოდა გადამეღო ეს ფენა, საცხოვრებელი გარემო, სადაც ადამიანი შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ არ იქნებოდა მთავარი მოქმედი გმირი. სამართებლის პირით დასერილი ბავშვის გამხდარი ზურგის ფრაგმენტი , რომელსაც ფონად რკინის ორიარუსიანი სამხედრო საწოლები აქვს, შეიძლება ერთდროულად ინფორმაციულიც იყოს და სასტიკიც.
 





როგორ გგონია, ბავშვები გრძნობენ თავიანთ სექსუალურობას?

ეს კითხვა ფოტოგრაფს არ უნდა  დაუსვა. მგონი,  ამ საკითხზე მომუშავე პროფესიონალი - ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი , რომელიც ჩემს ფოტოებს ნახავს, ამ შეკითხვაზე უკეთ გიპასუხებთ. დიახ, მე შიშველ ბავშვებსაც ვიღებ. მაგრამ ეს არ არის მათი ცხოვრების სექსუალური მხარის და ფსიქოფიზიოლოგიის კვლევა. აქ სხვა რამაა. როცა შიშველ მოზარდს ვიღებ, ვცდილობ თავი ავარიდო ეროტიკას. ის შეიძლება მაინც იყოს, მაგრამ მეორე , მესამე პლანზე.
აქ ყველაფერი გაცილებით მარტივადაა. სხეული - ესეც ხომ ადამიანის პორტრეტია, მისი სახის, თვალების გაგრძელება... მაგრამ, გარდა ამისა, შიშველი სხეული ასევე სინათლეა, ხაზებია, ფორმაა და ინსტრუმენტი, რომლითაც შეიძლება მანიპულირება - შთაბეჭდილებებისა და გამოსახულებების კონსტრუირებით.







გაქვს შენი განსაკუთრებული პროფესიული მიღწევები?

საკუთარი პროფესიული  მიღწევები აქ მშვიდად შეგიძლიათ გადადოთ გვერდზე. აქ მათ არანაირი მნიშვნელობა არ აქვთ, ხელსაც კი მიშლიან.  ყოველ ჯერზე ხომ ყველაფერი ახლებურადაა, ახალი ცარიელი ფურცლით იწყება, მიტომ მიწევს დავიცვა შეუმჩნეველი დისტანცია, ვიყო ფრთხილად და ვიყო პატიოსანი ურთიერთობაში.

რას ფიქრობ ბავშვებზე, როგორც მოდელებზე? როგორია მათთან მუშაობა?

მოზარდებთან ადვილიცაა და რთულიც. მათ ჯერ ისევ არ აქვთ კომპლექსები, ჯერ კიდევ ყველაფერი აინტერესებთ. ისინი ბოლომდე ზრდასრულები არ არიან არც ფიზიკურად და არც ფსიქოლოგიურად. მათ უნდათ ყველაფერი იცოდნენ და ყველაფერი მოსინჯონ. ასევე არ აქვთ „მუხრუჭები“. მე ყველაფერს იმპროვიზაციაზე ვაწყობ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩავრთო მოზარდი  შემოქმედებით პროცესში, დავანახო, რომ ის ჩემზე არანაკლებ ახდენს გავლენას საბოლოო შედეგზე. და როცა ჩემი მოდელი თანაავტორი ხდება, მაშინ ხდება ყველაზე საინტერესო.
ბოლო  წლებში ძირითადად, ჩემი მეგობრების და ნაცნობების შვილებთან ვმუშაობ, რომლებიც, როგორც წესი, შემოქმედი ხალხია. ასე რომ, ურთიერთგაგების თვალსაზრისით  პრობლემები არ მაქვს.



შენი აზრით, არის განსხვავება უფროსი ასაკის ბავშვებთან მუშაობაში?

დიდებთან მუშაობისას მუხტი ძირითადად შენგან მიდის. შენი იდეა, შენი სიტყვა, შენი ენერგია. დიდები პროგნოზირებადები არიან იმ ჟანრში, რომელშიც მე ვმუშაობ. და ეს მინუსია.

თავად მოზარდები როგორ რეაგირებენ შენს ფოტოებზე?

აი, ეს ფოტო დედის ნებართვით გადავიღე და გამოვაქვეყნე. (ევგენი შიშველი ბიჭუნას სურათს გვაჩვენებს  ერთ-ერთი ფოტოჟურნალიდან.) ყველა კნაყოფილი დარჩა, ბიჭმა ფოტო სკოლაშიც წაიღო, თავის მოსაწონებლად. როცა ვკითხე: „არ შეგრცხვა მისი ჩვენება, იქ ხომ შენ შიშველი ხარ?“ მან  მიპასუხა: „შიშველი ამ ფოტოზე მე კი არა, ისაა, ვინც ის გადაიღო.“



  
არის განსხვავება რუს და უცხოელი დამთვალიერებლების რეაქციებს შორის შენს ფოტოებზე?

განსაკუთრებული განსხვავება რეაქციაში ჩემს სურათებზე აქ და დასავლეთს შორის არ შემიმჩნევია. რუსეთში, ალბათ ისინი აღიქმება, როგორც უფრო დოკუმეტური. ყველაფერი ხომ ძალიან ნაცნობია. დასავლეთში, კი უფრო როგორც არტი, ინსცენირება. ჩემს ბოლო გამოფენაზე, ვენაში, ერთი ახალგაზრდა ქალბატონი გულმხურვალედ უმტკიცებდა თავის მეგობრებს, რომ ეს გოგონები და ბიჭები ფოტოებიდან პროფესიონალი მსახიობები იყვნენ. ინტერიერი, კი იტალიური ნეორეალისტური სტილის წარმატებული იმიტაცია.

 წყარო: http://dk-alterego.ru/photographers/evgenijj-mokhorev/


 























 
 




No comments:

Post a Comment