Sunday, January 13, 2013

Ana Casas Broda's best shot



ანა კასას ბროდას საუკეთესო კადრი


 ეს ფოტო, რომელზეც მე და ჩემი ვაჟები ვართ, მეხიკოში გადავიღე 2010 წელს. ის არის სერიიდან Kinderwunsch, რაც გერმანულად, ჩემს მშობლიურ ენაზე, შვილის ყოლის სურვილს ნიშნავს. ამ სერიაზე მუშაობა შვიდი წლის წინ დავიწყე, როცა ჩემი პირველი ბიჭუნა, მარტინი დაიბადა. დიდი დრო დამჭირდა დასაფეხმძიმებლად. მისი დაბადების შემდეგ, კი ისევ დავიწყე მკურნალობა უნაყოფობაზე იმ იმედით, რომ შვილი კიდევ შემეძინებოდა. გადავწყვიტე მთელი ამ პროცესის დოკუმენტირება - ლუსიოს დაბადებიდან და შემდეგ.

როცა ბიჭები წამოიზარდნენ, მინდოდა ისინი აქტიურად ჩამერთო ჩემს სამუშაოში. ვთხოვე მათ ისეთი თამაშები შემოეთავაზებინათ, რომლებსაც ერთად ვითამაშებდით. ჩვენ ვიბანავეთ რძეში; მათ პლასტინილით დამიფარეს მთელი სხეული. ამ შემთხვევაში, კი მათ ჩემი მოხატვა განიზრახეს. მე მოვაწყვე განათებები და აპარატი ბავშვების ოთახში, მოვიტანე ფანქრები და დავწექი ხალიჩაზე. ლუსიო მხოლოდ ორის იყო და ისევ ძუძუთი იკვებებოდა. ის თან ძუძუს მწოვდა და თან ხატავდა. ის იმ დროს არ ჭამდა, მაგრამ მისთვის ასე უფრო ბუნებრივი იყო მაშინ. უამრავი ფოტო გადავიღე დისტანციური მართვის პულტით.

როცა ბავშვები მორჩნენ, მე ავტოპორტრეტი გადავიღე, სანამ აბაზანაში გავიდოდი. მათი ნაჯღაბნი ჩემს სხეულზე იყო იმის სიმბოლო, თუ როგორ შემცვალა მე დედობამ. თუმცა მე დღეს უფრო მეტად ვაცნობიერებ ჩემს სისუსტეებს და და ვგრძნობ, რომ უფრო მეტად შემიძლია ვიცხოვრო აწმყოსთვის და გავუზაირო მათ ბავშვობის ეს სწრაფწარმავალი მომენტები, როცა მნიშვნელოვანი რამეები ხდება. მე კარგად შევარჩიე მუშაობის სტილიც: ფერად ფოტოგრაფიას მივმართე, რომ ჩვენი კანის ტონი კარგად გადმომეცა. და ციფრულით ვმუშაობდი, რადგან ბავშვები მეტისმეტად სწრაფად მოძრაობდნენ ფირისთვის.

სიშიშვლე ჩემს შემოქმედებაში ხშირად იწვევს ძლიერ რეაქციებს. ყველაზე გაუგებარი გამოხმაურება  „Kinderwunsch“-ს მამაკაცებისგან  ჰქონდა: მამაკაცმა რედაქტორებმა განმიცხადეს, რომ ვერ გამოაქვეყნებდნენ ამ სერიას, რადგან ის „ზედმეტად რეალისტურია“. ვიცი, არსებობს მკვეთრი ზღვარი სხეულის, როგორც სექსუალურ ობიექტად და მის არა-სექსუალურად აღქმაში - მაგრამ ეს ყველაფერი დაკავშირებულია დედობის  მდგომარეობასთან. ეს სურათი ასახავს ფიზიკურ კავშირს ჩემსა და ჩემს ვაჟებს შორის. მე მათი ტილო ვარ და ისინი  ჩემთან თამაშობენ და მცვლიან მე.





   Curriculum vitae

 

დაბადების ადგილი: გრანადა, ესპანეთი. 1965 წელი.

განათლება: ვიზუალური ხელოვნება, ისტორია და ფოტოგრაფია მეხიკოში.

გავლენა: „რობერტ ფრანკი, ჰანა უილკე, ელინორ კარუჩი.

წარმატება: „მონაწილეობის მიღება შოუში, რომელიც დედობას ეძღვნება და რომელიც Photographers' Gallery-ში გაიმართება ლონდონში ამ შემოდგომაზე.“

წარუმატებლობა: „ბევრს არ ვმუშაობ პროექტებს შორის. მაგრამ ეს დრო ძალების აღსადგენად მჭირდება.“

სასარგებლო რჩევა: „გქონდეთ ღრმა კავშირი თქვენს თემასთან.“


წყარო:http://www.guardian.co.uk/artanddesign/2013/jan/10/ana-casas-broda-best-photograph#

No comments:

Post a Comment