Monday, December 17, 2012

Interview with Mary Ellen Mark

                                ინტერვიუ მერი ელენ მარკთან


























რისი მიღწევა გსურთ თქვენს  ნამუშევრებში?

ვცდილობ ძალიან ძლიერი სურათები გადავიღო და ეს არც ისე ადვილია. ძლიერია ის სურათები, რომლებიც საკულტო ხდება, სურათები, რომლებიც ადამიანებს ახსოვთ და მათზე თქვენი ხელმოწერაა. აი, რისკენ ვისწრაფვი მე , მაგრამ ეს ძალიან რთულია.



რა ხდის ფოტოს საკულტოს?

ამის ახსნა რთულია. ეს ისეთი სურათი უნდა იყოს, რომელიც დამთვალიერებელში ყველანაირ გრძნობებს აღძრავს. იგივე შეიძლება ითქვას მუსიკაზე, მწერლობაზე და მხატვრობაზე. ნამუშევარი, რომელიც გამახსოვრდებათ არის ის, რომელიც მომენტს საზღვრებს ცდება.


იმ ადამიანებთან, რომელთაც ფოტოს უღებთ, შემდგომშიც აგრძელებთ ურთიერთობას?

მე ძალიან მადლიერი ვარ იმ ადამიანების, რომლებმაც  საშუალება მომცეს მათ ცხოვრებაში ჩამეხედა. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, როცა შესაძლებლობა მაქვს, დავეკონტაქტო ამ ადამიანებს. ძალიან საინტერესოა, ნახო და დააფიქსირო როგორ ცვლის ცხოვრება ადამიანებს. მე ვიღებდი ერინ ბლეკუელს 13 წლის ასაკიდან. მე გადავიღე ის და მისი ცხრა შვილი. (მეათეს ის ახლა ელოდება) 25 წლის მანძილზე. ეს ჩემთვის ფასდაუდებელი განცდაა.


რა იყო ის დავალება ან მომენტი თქვენს კარიერაში, რამაც ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა თქვენზე?

შეუძლებელია ამ კიხვაზე გიპასუხოთ, რადგან ვერცერთ მომენტს ვერ გამოვყოფ. ყველა პროექტი რომელზეც ვმუშაობდი, ეს იქნება დედა ტერეზა, ბომბეის პროსტიტუტები, პალატა 81 თუ ტყუპები - ყველამ გავლენა მოახდინა ჩემზე. არაფერია იმაზე დიდი ჯილდო როცა კონტაქტების ფურცელს უყურებ და გრძნობ, რომ მიაღწიე და მიიღე რაღაც ძლიერი.


როგორ ფიქრობთ, რა არის ფოტოგრაფის უპირველესი მოვალეობა?

თუ თქვენ დოკუმენტალისტი ფოტოგრაფი ხართ, პატიოსნება და სამართლიანობაა თქვენი უპირველესი მოვალეობა.


რა გამოწვევების წინაშე დგას ფირის ფოტოგრაფი ციფრულ ეპოქაში?

უმეტესობა იმ ფოტოგრაფებისა, რომლებითაც მე აღტაცებული ვარ ისევ ფირით მუშაობს. 45 წელია  Tri-X ფირით ვმუშაობ და თუ როგორ გამოიყურება ჩემი ფოტოები დიდად არის განსაზღვრული ამ ფირით. ციფრულით გადაღება სრულად არ შეესაბამება ჩემს საქმიანობას. მე მომწონს  Tri-X-ს ეფექტი და წლები დამჭირდა იმის გასაგებად, თუ რა შეუძლია მას.
ვფიქრობ, ციფრულს რეალური მიზანი აქვს და პატივს ვცემ. მაგრამ ამავდროულად მიმაჩნია, რომ დიდი შეცდომაა ის, რომ სკოლებმა შეწყვიტეს ფირით გადაღების სწავლება და გააუქმეს დაკრუმები. ფირის და ციფრული ერა სხვადასხვა მედიუმებია და სტუდენტებს ორივე მედიუმის გამოცდილება უნდა ჰქონდეს.


რატომ მოგწონს Tri-X ფირი?

მომწონს მისი მარცვლოვანი სტრუქტურა და ის რომ მას ფართო სპექტრი აქვს, განსაკუთრებით  200 მგრძნობელობაზე.  ის დიდად განსაზღვრავს ჩემი ფოტოების გარეგნულ მხარეს.


რა ისწავლეთ ამ წლების მანძილზე?

ვისწავლე ბევრი რამ იმ  სხვადასხვა ადამიანებისგან,  რომელთაც ვხვდებოდი და ვიღებდი წლების მანძილზე: მათი მსგავსებები და განსხვავებები.



იპოვეთ,  ადამიანური ბუნების ის საერთო ნაპერწკალი, რაც ყველას საერთო გვაქვს?

ადამიანური ბუნების  ძირითადი  თვსებები ყველა ჩვენგანშია: სიყვარული, სიძულვილი, იუმორი, ტრაგედია, სევდა, შური და სიხარბე. მთავარია, სიკეთე დავინახოთ ყველაში. 


წყარო:http://1000words.kodak.com/thousandwords/post/?id=1036327










































No comments:

Post a Comment