Wednesday, December 5, 2012

Interview With Duane Michals



     ინტერვიუ დუან მიჩელზთან



დუან, როგორ გახდით  ის დუან მიჩელზი, როგორსაც დღეს ჩვენ ვიცნობთ?

ჩემს შემთხვევაში ეს ყველაფერი ფიქრის შედეგად მოხდა. მე არ დავდივარ ქუჩაში აპარატით ხელში რაიმეს მოლოდინში, რომ გადავუღო და  ეს არასოდეს არ გამიკეთებია. არსებითად, მე ყოველთვის ინტროსპექტიული ვიყავი და ყოველთვის მიმაჩნდა, რომ გონებაა ყველაფრის წყარო. მე ანომალია ვარ ფოტოგრაფიაში, რადგან თვალის არ მჯერა.

განსხვავებით ტრადიციული ფოტოგრაფისგან, რომელიც შესაფერის მომენტს ელოდება, თქვენ უფრო ფილოსოფოსი ხართ, რომელიც საკუთარ გულის ტკივილს გამოხატავს აპარატის საშუალებით?

მხოლოდ ფოტოგარფიის თვალსაზრისით არა, მე ასე ვუყურებ ცხოვრებას ზოგადად. მე მას ვხედავ  როგორც დიდ, დაუჯერებელ საიდუმლოს, საოცრებას. ფოტოგრაფები, კი ყოველთვის მხოლოდ უყურებენ ცხოვრებას.
მაგრამ, მოდით ასე ვიტყვი: დასავლეთში , ჩვენ გვჯერა დიდი დიქოტომიის - მე აქ ვარ , ამ ადგილას, რომელსაც ლონდონი ქვია და მე თქვენ გიყურებთ. აღმოსავლეთში კი, ბრძენებმა იციან, რომ არსებობს მოვლენა, რომ ისინი თავად არიან მოვლენა  და მე ამ მოვლენის მონაწილე ვარ და არა დამკვირვებელი.
ეს ძალიან გავს კვანტურ ფიზიკას, იმ გაგებით, რომ როდესაც ადამიანები აკვირდებიან ექსპერიმენტს, დაკვირვების აქტი ახდენს გავლენას ექსპერიმენტის შედეგზე. არ არსებობს დამკვირვებელი, რომელიც ამას თავს აარიდებს.

იყო რამე ისეთი მოვლენა ან სიტუაცია, რამაც ასე ფიქრი დაგაწყებინათ?

არასოდეს ყოფილა მომენტი -ევრიკა!  ეს მუდმივი ევოლუციაა და მე ამის დასასრულს ვერ ვხედავ. ჩვენ შეიძლება კიდევ ათი წელი ვისაუბოთ და ჩემი  აზრი ამის შესახებ, ვფიქრობ, კიდევ უფრო გაფართოვდება, ვიდრე დღესაა. ჩემი აზრით, ფოტოგრაფები ძალიან ვიწროდ უყურებენ სამყაროს, ყოველთვის მაყურებლის პოზიციიდან. უმეტეს მათგანს მე გაზეთის რეპორტიორად აღვიქვამ, საკუთარ თავს კი პატარა მოთხრობების  მწერლად, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაზეთის რეპორტიორები არ გვჭირდება, უბრალოდ, რასაც  ვაკეთებ, ვაკეთებ იმტომ რომ ეს ჩემთვის ბუნებრივია - მე თავს არ ვიძაბავ.

როგორ განსხვავდება დღევანდელი დუანი 20 წლის დუან მიჩელზისაგან?

64 წლის ასაკში უკვე საკუთარი ისტორიის დიდი ნაწილი გაქვს და იწყებ რაღაცეების შემჩნევას. როცა 20 წლის ხარ, ისტორია არ გაქვს, მხოლოდ შენი ოჯახის. ადამიანების უმეტესობა 20 წლის ასაკში იწყებს სამყაროს დაპყრობას და მე მიყვარს ეს მომენტი - ერთერთი რიგითი ტრადიციული ახალგაზრდა კაცი, როგორც თავგადასავლების მოყვარული აპირებს იპოვოს წმინდა გრაალი, იპოვოს საკუთარი ადგილი ცხოვრებაში და ჩაწვდეს საკუთარი პიროვნების არსს. ამ თვალსაზრისით მე ბევრი რამ გამოვარკვიე და ჩემი  სამი მეოთხედი  ამ გზის გავლის შედეგადაა მიღებული.
მე მაქვს ისტორია. როცა ეს გაქვთ  შეგიძლიათ დაინახოთ თქვენი განსაკუთრებული მხარეები და ქცევის წესები, თუ კულტურით არ ხართ მოკლული და მიღებული არ გაქვთ ყველა ტყუილი რაც მან მოგყიდათ, როგორც ეს ადამიანების უმეტესობას ემართებად. უდიდესი ტყუილია სახელგანთქმულობა, დიდი წარმატება, თვალისმომჭრელი წარმატება, უორჰოლის წარმატება, ზემოთხსენებული სახელი სათაურია წარმატებისა, რომელიც ცარიელი და თაღლითურია. 


        
თქვენ იცნობდით უორჰოლს, ფაქტიურად, თქვენ ორივე ერთი ქალაქიდან ხართ, რომელიც  პიტსბურგთან ახლოს მდებარეობს.

ისიც მაკ’კისპორტში( McKeesport) დაიბადა. მამაჩემი ფოლადის ხელოსანი იყო. ჩვენ ერთ ფენას ვეკუთვნოდით. მე სლოვაკი ვარ და ასევე იყო ენდიც, თუმცა ის ყველას ეუბნებოდა, რომ ჩეხი იყო,  ასე უფრო მაღალი დონის ჩანდა. ის ისეთი სნობი იყო. მე მას შევხვდი, როცა ნიუ იორკში ჩამოვედი. ის უკვე ცნობილი იყო, როგორც გრაფიკული დიზაინერი და ის ძალიან, ძალიან ამბიციური იყო. ყველა მისი ოცნება ასრულდა, ყოველი მათგანი. და ის გახდა, რაც უნდოდა ყოფილიყო - ცნობილი ხელოვანი. საუბედუროდ, ის საშინელი მხატვარი იყო, რომელმაც ისე დააკნინა მხატვრობა, როგორც სხვამ არავინ, თუ მარსელ დიუშანს არ ჩავთვლით.

მარსელ დიუშანი

  ენდიზე ყოველთვის ვფიქრობ, როგორც მეოცე საუკუნის ტიპიურ ამერიკელ მხატვარზე, ისევე როგორც, ტომას იკინსი არის მეცხრამეტე საუკუნის ტიპიური ამერკელი მხატვარი. ენდი პირველი თაობის ემიგრანტი იყო, ის ძალადობის მსხვერპლი იყო, მას ესროლეს, ის საჯაროობის პროდუქტი იყო, მის სამუშაოს ფაბრიკაში სხვა ადამიანები აკეთებდნენ, ის დიდი მანიპულატორი იყო - ყველას იდეებს იპარავდა და იმას მიაღწია, რომ ძალიან გამდიდრდა. რამდენად ამერიკული შეგიძლიათ გახდეთ?  ხარისხის იდეა აქ არ მოიაზრება და მე ვთვლი, რომ მისი ნამუშევრები გაცვეთილია.


თქვენ ჟურნალის არტ დირექტორი იყავით, შემდეგ კი აპარატი აიღეთ ხელში სერიოზული განზრახვებით.  როგორ მოხდა ეს?

ეს საჭიროების საკითხია. ვფიქრობ, ყველა საუკეთესო იმპულსი მოდის რაღაცის გამოხატვის საჭიროებიდან. როცა არენაზე გამოვედი, ფოტოგრაფიაზე არაფერი ვიცოდი. ფოტოგრაფიის სკოლაში არასოდეს მივლია, რამაც მე გადამარჩინა. არ ვიცოდი, რომ სურათებზე არ უნდა დამეწერა რამე და არ მომიხდა ყველა იმ წესის დავიწყება, რომელსაც იქ გასწავლიან.
მე  რეპორტაჟების თვალსაზრისით ნორმალური ფოტოგრაფი ვიყავი. ფოტოგრაფობა მაშინ გულისხმობდა, რომ ეს უნდა გაგეკეთებინა. ამიტომ, როცა გამოფენა გავაკეთე, სადაც ისტორიებს ვყვებოდი, ნახევარზე მეტი დარბაზიდან გავიდა. ეს ძალიან ვიწრო, პატარა სამყარო იყო.



იმ პერიოდში თქვენ ნამდვილად დოგმების წინააღმდეგ მებრძოლი ფოტოგრაფი იყავით.

ბევრი რამ, რაც ახლა ფოტოგრაფიაში ტრადიციულად ითვლება, პირველმა მე გავაკეთე.  ამას იმიტომ ვამბობ,  რომ ვიცი, როცა წიგნებში რამე თანმიმდევრულად იწერება, მე მხოლოდ ქვემოთ ჩამოტანილ შენიშვნებში ვარ მოხსენიებული. ეს აღმაშფოთებელია და ამას მოთმინებიდან გამოვყავარ.

რა გიყვართ ფოტოგრაფიაში?

გამოგონების არსი. ვფიქრობ, ფოტოგრაფია, მეტწილად ხელოვნებაა, მაგრამ ის ჩაითვლება უმნიშვნელო ხელოვნებად, რადგან მას აკლია ყველა ძირითადი ხელოვნების არსებითი ინგრედიენტი - სრული გამომგონებლობა.
როცა მწერალი მიდის ცარიელ ფურცელთან, ის წარმოიდგენს ყველაფერს, რაც ფურცელზე დაიწერება. როცა მხატვარი ცარიელ ტილოსთან მიდის, ყველაფერი, რასაც დახატავს სრული გამოგონებაა. ფოტოგრაფი, კი დადის აპარატით და ეძებს რაღაცას, რაც სურათს გავს, რომ გადაიღოს. მე რეპორტაჟს ვგულისხომობ.
რასაც მე ვაკეთებ, ეს ჩემი გამოხატვის საჭიროებიდან წარმოიშვა და მე ყოველთვის სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე მაინტერესებს. მთელი ჩემი ცხოვრება საკუთარი თავის სიკვდილისთვის მომზადებაა. ჩემი შეკითხვები, თუ როგორ ვხედავ და განვიხილავ მე ცხოვრებას ყველაფერი სიცოცხლის ბუნების საკითხს ეხება, მაგრამ მე ვერ გამოვიკვლევ  სიცოცხლის ბუნებას, თუ არ დავინტერესდები სიკვდილის ბუნებით. ეს ინი და იანია -მათ ერთმანეთს ვერ დააშორებ. და, რადგანაც უფრო მეტ დროს არყოფნაში ვატარებთ, ვიდრე ყოფნაში, აღმოვაჩინე, რომ არყოფნა ძალიან მომაჯადოებელია.  სამყაროში, რომელიც სამი ტრილიონი წლისაა ჩვენ 80 წელს ვატარებთ ცოცხლები - სუნთქვის ნანოწამი, რაც ჩვენი ცნობიერებაა, და ჩვენ ამ დროს დაუდევრად ვხარჯავთ.


უმეტესობა ადამიანებისა არცაა ცოცხალი, ისინი ავტომატურები არიან, აბსოლუტურად -  საერთოდ ვერ აცნობიერებენ არსებობას. იგივე ეხებათ ფოტოგრაფებსაც. ისინი უყურებენ, მაგრამ არ აქცევენ ყურადღებას და რასაც ხედავენ, მხოლოდ ისაა, რაზეც კრიტიკოსები ან ფოტომასალის ოფიციალური  დამხარისხებლები ეუბნებიან, რომ კარგია. მაგრამ ისინი ასევე შეისწავლიან სხვის ცხოვრებას, იმას, რაზეც მათ არაფერი იციან. მათ თავიანთ ცხოვრებაზეც კი ძლივს იციან რამე და ჩემთვის თავხედობაა, წავიდე ჰარლემში, გადავიღო შავკანიანები და თავი მოვიკატუნო, რომ მათ შესახებ რამე ვიცი.
მაგრამ ისინი მხოლოდ კლიშეებს ხედავენ, ჩვენ ცხოვრებას კლიშეების პირობებში ვატარებთ. ჩვენ ძალიან მეორადი ცხოვრებით ვცხოვრობთ. იცით, ეს რას მაგონებს? ასობით სასიყვარულო ისტორიის წაკითხვას  და მერე ვინმეს შეყვარებას. ეს ორი სხვადასხვა რამ არის, ორი სხვადასხვა განცდა. ფოტოგრაფები არიან მხატვრები, რომლებიც სასიყვარულო ისტორიებს კითხულობენ, ისინი ყოველთვის სხვების ემოციებს უყურებენ, სხვების ვნებებს, ისე რომ არაფერი იციან თავიანთ საკუთარ ვნებებზე, რაც უფრო რთულად გასაკეთებელია.
ყველაფერი ეს, მიდის ჩემს ნაწერებთან, როცა ჩნდება კითხვა - „რა არის სამყარო?“ სწორედ ეს არის მთავარი საკითხი. და ვინ იცის რა არის სამყარო? მე ისევ არა. თუ ამ შეკითხვას ხუთი წლის შემდეგ დამისვამთ, ჩემი პასუხი განსხვავებული იქნება. მე უკვე ხელახლა გადავწერე ბევრი რამ - ტექსტები, რომლებიც ჩემს ფოტოებს ახლავს და ეს არის, რაც მიყვარს - წარმოსახვის უწყვეტობა  და მისი გაფართოებაა. მე ვაგრძელებ შთანთქვას.
64 წლის ვარ და ჩემი გონება უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე ოდესმე ჩემი მთელი ცხოვრების მანძილზე.  წარმოსახვის უნარიც უკეთესი მაქვს და ხედვას დასასრული არ უჩანს. ჩემი გონება ახლა უფრო მწიფეა, ვიდრე ათი წლის წინ იყო და ვფიქრობ, კიდევ უკეთესი იქნება მომდევნო ათი წლის შემდეგ - ეს ასე იქნება, რადგან ველი, რომ ასე მოხდება. მე ვაპროგრამებ საკუთარ თავს, რომ ასე მოხდეს. ყოველთვის ასე ვიქცეოდი და ვღებულობდი ყველაფერს, რაც მინდოდა, რადგან მჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო. შემდეგ მივდიოდი და ვაკეთებდი  ისე, რომ ეს მომხდარიყო. ეს ყველაფერი საკუთარი თავის დაპროგრამების საკითხია.
კათოლიკურმა ეკლესიამ დამაპროგრამა, რომ იდეალური კათოლიკე ვყოფილიყავი. ამიტომ ჩემი ცხოვრების პირველი 20 წელი ამ  ყველაფრის დავიწყებას დასჭირდა. მე უნდა გამეცნობიერებინა, რომ არც  დედაჩემი ვიყავი და არც მამაჩემი. როცა შევწყვიტე მათში დედას და მამას დანახვა და დავინახე ისინი, როგორც ჯონი და მარგარეტი, ორი ერთმანეთთან დაკავშირებული ადამიანი თავიანითი პრობლემებით. ასე ცხოვრება უფრო რეალისტური გახდა და ჩვენი ურთიერთობაც უფრო ჯანსაღი.მე ეჭვქვეშ დავაყენე კათოლიკური ეკლესია, უბრალოდ დავსვი შეკითხვები, ურო და უფრო  მეტი და დავინახე, რომ პასუხები სასაცილო იყო. 


და, რისი გჯერთ? აი, ასე ჩნდება ეს შეკითხვები. ადამინები კითხვებს არ სვამენ, ისინი იდეოლოგიურად დამუშავებულები არიან. მათ უნდა გააგებინო, რომ ეს მათი უფლებაა.  მე ბავშვებს ვეუბნები სკოლაში : „ მისმინეთ, თუ ამ დაწესებულებას ნაკლები შეკითხვებით დატოვებთ, ვიდრე გქონდათ, როცა მოხვედით, გამოდის, რომ თქვენ ვერ მიიღეთ განათლება.“
ცხოვრებას ვერ გაივლი ავტორიტეტებად შერაცხული ადამინებისთვის  თავის დაქნევით და ყველაფერზე დათანხმებით, რასაც ისინი გეტყვიან.  ავტომატს დაემსგავსები. უდიდესი საოცრებაა იყო ცოცხალი და ადამიანს ნამდვილად აქვს უფლება დასვას  კითხვები და იყოს თამამი ამ შეკითხვებში. მაგრამ ავტორიტეტებს არ უყვართ, როცა მათ ვინმე შეკითხვებს უსვამს.

ამ საკითხით გაბრაზებული ჩანხართ!

სიბრაზე კანონიერი უფლებაა. როდესაც მე ქრისტე გავაკეთე ნიუ იორკში, ეს სიბრაზე იყო.  ეს 1980 – 82 წლებში იყო. ეს გამოწვეული იყო რელიგიური თვალთმაქცობით, აბორტებით,  ჰომესექსუალიზმითა და ამერიკული კულტურის სხვა მოდური სიტყვებით. 









ყველაფერი უნდა გახდეს ფოტოგრაფიის თემა, არა მხოლოდ ისეთი თავაზიანი სცენები, როგორიცაა მზის ამოსვლა, ძუძუები და უკანალები. მხედველობაში მაქვს, ყველაფერი - სიზმრები, კოშმარები და მარგარეტ ტეტჩერი.
მე ბედნიერი ვარ, რადგან მივხვდი, რომ როცა ასაკში შედიხარ, უფრო ბავშვური ხდები, უფრო ზუსტად არა ბავშვური, არამედ ბავშვის მსგავსი. ეს ბალანსია. აი, რა არის ასეთი მომხიბვლელი და ორიგინალური ბავშვებში. ისინი სვამენ სრულიად ორიგინალურ კითხვებს, მაგალითად: „რა სიმაღლეზეა მაღლა?“



გყავთ მისაბაძი მაგალითები?

არის რამდენიმე ადამიანი, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩემთვის, მაგრამ ისინი ჩვეულებრივ  არ არიან პოეტები და მხატვრები. არიან ფოტოგრაფები, რომლებიც მომწონს, მაგრამ ჩემი ნამდვილი წყარო და შთაგონება ყოველთვის სხვა რამ იყო. უოლტ უიტმანი ნომერ პირველია. მეგრიტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ასევე ფრანგი მხატვარი ბალტუსი.







თქვენ ყოველთვის დაკავებული ჩანხართ როგორც პირადი სამუშაოთი ასევე კომერციული საქმიანობით.

მე ყოველთვის ვაკეთებ საკუთარ პროექტებს. მე ოცი წიგნი შევქმენი და სამზე ახლა ვმუშაობ. ყოველთვის რაღაცაზე ვმუშაობ. მე ფოტოგრაფი მხოლოდ მაშინ არ ვარ, როცა აპარატს ვიღებ ხელში. როცა პარატს ვიღებ რთული სამუშაო უკვე შესრულებულია. სამუშაოს რთული ნაწილი ჩემთვის არის, რასაც ვფიქრობ, საკმარისად ვიზრუნე იმისათვის, რომ გადავიღო ფოტო?

რა იქნება შემდეგ?

უიტმანის წიგნი, მომდევნო წელს გამოვა, სავარაუდოდ ერქმევა: „Salut, Walt Whitman.“ მან ერთხელ დაწერა პოემა, სათაურით „Salut du Monde“ . და მეორე ხელოვანი, რომელსაც ძალიან ვაფასებ არის რობერტ ფრანკი, რომელიც წერილებს წერდა  ძველი ჟურნალისთვის Creative Camera. წერილებს ბოლოს კი  ასე  აწერდა ხელს: "Salut!".
ესეც, (მან მიათითა გალერიის კედელს , სადაც წარმოდგენილი იყო მისი „Questions Without Answers“ იქნება ჩემი შემდგომი წიგნი. ახლა ვწერ, „რა არის ხელოვნება?“( What Is Art?) , რაც ნამდვილი გარღვევა იქნება. ჰე, ჰე, ჰა, ჰა, ჰა. ეშმაკები მიიჩქარიან იქ, სადაც ანგელოზებს შებიჯების ეშინიათ!


ჩაწერილია 1994  წელს. ©  Karl-Peter Gottschalk 1997.
წყარო:  http://easyweb.easynet.co.uk/~karlpeter/zeugma/inters/michals.htm





 





 
  
















No comments:

Post a Comment