Tuesday, December 11, 2012

Alison Jackson's best shot

 ელისონ ჯეკსონის საუკეთესო კადრი


ეს მართლაც კარგი მოდელი იყო. მას სქელი ტუჩები ქონდა, ჯორჯს კი ძალიან თხელი ტუჩები აქვს, ამიტომ მას ბევრი მუშაობა მოუხდა თავის პირზე, რომ ფოტოზე ისე გამოჩენილიყო, როგორ საჭირო იყო. ბუში არ ითვლება ძალიან ჭკვიან ადამიანად, ამიტომ იდეა იყო, მეპოვა ორეული, რომელიც ფოტოზე შეეცდებოდა  აეწყო რუბიკის კუბი, რომელიც,  რათქმაუნდა,  სრულიად არეულია მცდელობების მიუხედავად.

ფოტოგრაფების უმეტესობას სრულყოფილი ფოტოების გადაღება უნდა, მაგრამ მე ყველთვის ვცდილობ გადავიღო რაღაც ნაგავი,  ტელეფონით და პაპარაცულად გადაღებულის მსგავსად. ამისთვის სამსუნგის მობილურ ტელეფონს, ძალიან ცუდი ხარისხის ლინზას და ძველ ოლიმპუსს ვიყენებ საშინელი სიგმას ლინზით. განათება საერთოდ არ მომწონს, მაგრამ ყოველშემთხვევისთვის,  თან სულ მაქვს ორი გასანათებელი. მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან  გადაღების განსაკუთრებული ხერხი მაქვს დ არ მინდა ჩემი საიდუმლოებები გავთქვა.

ბევრი ადამიანი, რომელიც ჩემს ფოტოებს ნახულობს, ფიქრობს რომ ეს ადვილად გასაკეთებელი ხუმრობაა, სინამდვილეში კი ბევრი ფიქრია საჭირო. პირველ რიგში, მე მყავს გენიალური კასტინგის დირექტორი, რომელიც შეუდარებელია სახეების ამოცნობაში, უბრალოდ თმების უკან გადაყრით, რადგან თმები მნიშვნელოვანია ცნობადობისთვის.

ეს ფოტო ლონდონის ისტ ენდში გადავიღეთ,  Ironmongers' Hall-ში, რომელც საკმაოდ ბნელია. თეთრი სახლი, კი პრიქით ნათელია, ან შეიძლება ჩვენ ვფიქრობთ ასე. როცა ვიღებდი, ვიფიქრე: „ღმერთო, მგონი ადგილი სწორად ვერ შევარჩიე.“ ამიტომ  სინათლე მივმართე ფანჯრებისაკენ და იმედი მაქვს,  დროშით უკანა პლანზე ცოტა დაევამსგავსე თეთრ სახლს.

მომწონს ამ ფოტოს სიმარტივე. ფოტოზე ზედმეტი არაფერია და ჩვენ ვუყურებთ სიმბოლიზირებულ სახელგანთქმულ ადამიანს, ამ შემთხვევაში ბუშს. ვცდილობ ისე ავაგო გამოსახულება, რომ  მისაღები იყოს, მაგრამ თუ ჩარჩოებიდან გამოხვალთ, შეძლებთ გაერკვეთ უფრო მეტად, თუ როგორ აღვიქვამთ ჩვენ  მასობრივი ინფორმაციის  საშუალებით მოწოდებულ გამოსახულებებს. ფოტოგრაფია გვაცდუნებს და გვაფიქრებინებს, რომ შეიძლება გვჯეროდეს ფოტოსი, მაშინ როცა,  ნამდვილად შუძლებელია გვჯეროდეს, რომ სურათზე სიმართლეა ასახული.




Curriculum vitae

                                                                                 
 დაბადების ადგილი: პორტსმაუსი. 1960 წელი.

განათლება: ფოტოგრაფიის ხელოვნება. ლონდონის ხელოვნების სამეფო კოლეჯი.
შთაგონება: ენდი უორჰოლის მერლინი, მარიო ტესტინოს ფოტოები და ალბერტო კორდას ჩე გევევარა

წარმატება: "ძალიან კარგი იყო Doubletake -ს სატელევიზიო სერიებზე მუშაობა."

წარუმატებლობა: „გადაღებები  მეოთხე არხისთვის, როცა პოლიცია შეეცადა ჩემი და ერთ-ერთი ჩემი მწერლის დაპატიმრებას, როცა მანქანას ვმართავდი. მე ანტი-ტერორისტული რაზმის მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავი მთელი წელი. ნამდვილად მეშინოდა, რომ პედინგტონ გრინზე (Paddington Green) წამიყვანდნენ და  დამაშინებდნენ.“

სძულს: „ერთადერთი, ვინც მძულს პარკინგის მეთვალყურეები არიან.“

ოცნება: „მინდა მეტი ფოტო გადავიღო ნამდვილად ცნობილი ადამიანების. დიდებული იქნებოდა გადამეღო ბრედ პიტი. ის ძალიან ლამაზი და ნამდვილი ვარსკვლავია.“


წყარო:http://www.guardian.co.uk/theguardian/2007/nov/08/features11?INTCMP=SRCH

No comments:

Post a Comment