Thursday, November 8, 2012

Samuel Aranda's best shot



   სამუელ არანდას საუკეთესო კადრი   



გასულ წელს New York Times-მა იემენში გამგზავნა პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების გადასაღებად.  ფაქტიურად ამ თემაზე არავინ მუშაობდა - უცხოელი კორესპონდენტებისა და ფოტოგრაფების უმეტესობა ტუნისში, ეგვიპტეში და ლიბანში იყვნენ მივლენილები.
ეს ფოტო გადავიღე ჩასვლიდან მეორე დღეს, საათობით მიმდინარე ინტენსიური სროლებისა და დაბომბვის შემდეგ. 12  ადამიანი მოკლეს და 30 დაჭრეს იმ დღეს.  დილით, ადრე  წავედი მოედანზე, რომელსაც „ცვლილებების მოედანს“ ეძახდნენ და სადაც მომიტინგეები იკრიბებოდნენ და ჩავერთე ფეხით მსვლელობაში, სანამ სნაიპერები არ დაგვესხნენ თავს. ჩვენ უკან დავიხიეთ მოედნისაკენ , მაგრამ იქ ტანკები დაგვხვდნენ, რომლებიც საარტილერიო ჭურვებს ისროდნენ. გავიქეცი ახლო მდებარე მეჩეთში, რომელიც ჰოსპიტალად იყო გადაკეთებული. სწორედ აქ ვიპოვე ფატიმა გულში ჩაკრული თავისი დაჭრილი ვაჟით, ზაიედით.
ყველაფერი ქაოსმა მოიცვა, ყველა ტიროდა. მხოლოდ ფატიმა იყო მშვიდად და ელოდა ექიმს, რომ თავისი 18 წლის შვილი ეჩვენებინა. ის ფეხში იყო დაჭრილი, და დაეცა ალბათ ცრემლსადენი გაზით მოწამლული. სურათის გადაღების შემდეგ, მან სამი დღე კომაში გაატარა. 
როცა ფატიმამ გაიგო, რომ მომიტინგეები დახოცეს, ის პირდაპირ ამ მეჩეთში გამოექანა, რათა ენახა ზაიედი აქ ხომ არ იყო. ეს ის მომენტიოა, როცა მან თავისი შვილი იპოვა ცოცხალი.
მათმა პოზამ და განათებამ მაშინვე დამანახა ფოტო. წამებში გადავიღე ხუთი კადრი, ვიცოდი, რომ სურათი ძლიერი იყო, მაგრამ  გამოწვეულმა რეაქციამ მაინც განმაცვიფრა. 
ფატიმა დამისი ვაჟი ზაიედი. 19 თებერვალი.2012. იემენი.
მე ამ ადამიანებზე არაფერი ვიცოდი, არცერთი ეს დეტალი, სანამ საკმაო ხნის შემდეგ, როცა ფოტომ World Press Photo-ს ჯილდო არ აიღო და შესაძლებელი არ გახდა დავბრუნებულიყავი იემენში და მომესმინა ეს ამბავი.











Curriculum vitae

დაბადების ადგილი:  სანტა კოლომა დე გრამანეტი, ბარსელონა. 1979 წელი.

განათლება: განათლება მივიღე El País და El Periódico-ში  კატალონიაში.

გავლენა: ჯეიმს ნაჰტვეი და სტენლი გრინი - მათი ფოტოგრაფია და ეთიკა.

წარმატება: 2004 წელს გავაკეთე პროექტი მაროკოელ ემიგრანტებზე, რომელმაც აიძულა ესპანეთის მთავრობა ბოდიში მოეხადა და ჩეეცვალა თავისი პოლიტიკა.

  წარუმატებლობა: როცა Getty Images-დან  დამითხოვეს სოციალურ საკითხებზე ფოკუსირებისათვის, ნაცვლად კარგად გაყიდვადი ფოტოების გადაღებისა.

  სასარგებლო რჩევა: გახსენით საცხობი. ნამდვილად ძალიან უნდა გინდოდეთ ფოტოგრაფობა, რომ ეს გააკეთოდ.

 წყარო: http://www.guardian.co.uk/artanddesign/2012/nov/07/samuel-aranda-best-photograph

No comments:

Post a Comment