Wednesday, November 28, 2012

Joel Meyerowitz's best shot



ჯოელ მეიეროვიცის საუკეთესო კადრი


ქუჩის ფოტოგრაფია იმით არის საინტერესო, რომ მას რაღაც მომენტი წარსულიდან აწმყოში გადმოაქვს. ჩვენ დროის კაფსულაში ვხედავთ, როგორ იყო მანამდე. ეს ნიუ იორკში, მედისონის ავენიუზე, 59-ე ქუჩის კუთხეა.  1974 თუ 1975 წლის ერთი ჩევულებრივი დღე.
ეს ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი სცენაა, სურათი, რომლითაც მე ვცდილობდი უარი მეთქვა ტიპიურ კარტიე-ბრესონის „გადამწყვეტ მომენტზე“ რომელიც, როგორც წესი დამახასიათებელი იყო ჩემი სურათებისთვის - როცა მოქმედება კადრის ცენტრში ხდება, ფონს, კი დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ათი წლის მანძილზე ასეთი ფოტოების გადაღების შემდეგ, ვგრძნობდი, რომ საკუთარი თავისთვის უნდა გამეხსნა ქუჩის ცხოვრების  ახალი, უფრო დინამიური და ექსპრესიული პოტენციალი. ამ ფოტოებს "field photographs" ანუ „სივრცის ფოტოები“ დავარქვი.
მოქმედება შევანელე და უფრო მეტად ვიყენებდი ქუჩის კუთხეებს. შემეძლო ზევით-ქვევით -ორივე მიმართულებით გამეხედა და სადღაც შუაში იქნებოდა სივრცე, სადაც ადამიანები ერთად შეიკრიბებოდნენ. ჩვეულებრივ ვირჩევდი მკვეთრ, მზით განათებულ კუთხეს, როცა კადრში რაღაც საინტერესო ხვდებოდა - აი, ამ შენობის მსგავსი. ეს ოფისია, ალბათ 30 სართულის სიმაღლის, პლასტმასის ოქროსფერი, ბრჭყვიალა ფასადით. ის მყვირალა და საშინელია, მაგრამ ზუსტად გადმოსცემს იმ ეპოქას.
დავიწყოთ იქედან, რომ ცოტა გაუგებარია რა ხდება ამ სურათზე. როცა პირველად ასეთი ტიპის ფოტოები ჩემს მეგობრებს, ფოტოგრაფებს -ჰარი ვინოგრანდს და ტოდ პაპაგეორგს ვაჩვენე, იფიქრეს, რომ ან ჭკუა დავკარგე ან თვალი. და მაინც, როცა სურათს ისევ დავხედე და დავინახე გაზეთების ჯიხური , ქუჩის კუთხეში მიმავალი კაცი და გიგანტური ქალი, თავბრუდამხვევი სიამოვნება ვიგრძენი, რომ იმ დროს მე იქ ვიყავი. ეს იყო გადამწყვეტი გზაჯვარედინი, რომელსაც მე ჩემი გზით უნდა წავეყვანე. ნებისმიერი, რომელიც ამ ფოტოს დახედავს  2050 წელს იტყვის: „აი, თურმე როგორი ყოფილა ნიუ იორკი 75 წლის წინ.“



Curriculum vitae

 დაბადების ადგილი: ბრონქსი, ნიუ იორკი, 1938 წელი.

განათლება: „არ მიმიღია. როცა არტ დირექტორად ვმუშაობდი, წავედი, რომ მენახა, როგორ იღებდა რობერტ ფრანკი. ის საოცარი იყო. როცა ოფისში დავბრუნდი, განვაცხადე, რომ მუშაობას ვწყვეტდი და ფოტოგრაფობას ვაპირებდი. ჩემმა ბოსმა თავისი კამერა მათხოვა და მეც გავედი ქუჩაში გადასაღებად.“

შთაგონება:  „კარტიე-ბრესონის „გადამწყვეტი მომენტი“, უოლკერ ევანსის „ამერიკული ფოტოები“ და რობერტ ფრანკის „ამერიკელები“

წარმატებული მომენტი: როცა გადავწყვიტე,  ხედვის კამერით(view camera) გადამეღო. ამან ცოტა შემანელა, მაგრამ შვება იყო.“

წარუმატებლობა: „იგივე მომენტი. ნებისმიერ დროს, როცა თავს ანებებ იმის კეთებას რაც, იცი, ძალიან რისკავ.“

სძულს: „ვღიზიანდები, როცა   ვხედავ ფოტოგრაფებს ციფრული კამერით, რომლებიც ჩერდებიან, რომ ნახონ რა გადაიღეს -ამ დროს ხომ ცხოვრება მიდის.“

ოცნება: „ერთი წელს ავიღებდი, მთელს მსოფლიოში ვივლიდი უდარდელად და გადავიღებდი ბევრ ფოტოებს.“


წყარო: http://www.guardian.co.uk/artanddesign/2009/jun/04/best-shot-joel-meyerowitz#





No comments:

Post a Comment