Sunday, November 11, 2012

Interview with Bruno Barbey



ინტერვიუ ბრუნო ბარბეისთან


  რამდენი ხანია რაც სტამბულს იღებთ?

სტამბულში პირველად 1968 წელს ჩამოვედი Vogue -ის ფოტო გადაღებებისთვის. მაგრამ ეს ხანმოკლე ვიზიტი იყო. შემდეგ  ხშირად ჩამოვდიოდი 2005 წლის საგამოფენო პროექტისათვის. მოვდიოდი სხვადასხვა სეზონზე და ვრჩებოდი სულ მცირე 2- 3 კვირით ყოველ ჯერზე. სტამბული არის მსოფლიო მემკვიდრეობის სადგარი,  სავსე კულტურული სიმდიდრით და ეს ყოველთვის აღძრავს ჩემში სურვილს გადავიღო ქალაქი და  მისი მაცხოვრებლები.

თქვენ ამბობდით, რომ როცა მუშაობდით პროექტზე „იტალიელები“ არანაირი პრობლემა არ გქონიათ იტალიელიების გადაღებისას. „ფოტოს გადაღებისას ისინი არანაირ დისკომფორტს არ განიცდიან.“  შეიძლება იგივე ითქვას სტამბულის მაცხოვრებლებზეც?

დიახ. სტამბულელები ძალიან თბილი და კეთილი ხალხი არიან. არანაირი პრობლემა არ წარმოქმნილა მათი გადაღებისას. სხვა დიდი ქალაქების მცხოვრებლებთან შედარებით, ისინი ნაკლებად სტრესულ ცხოვრებას ეწევიან, რაც აადვილებს აქ მუშაობას. ვფიქრობ, რთულია მოროკოში მუშაობა, სადაც ითვლება რომ ფოტოაპარატს  უბედურება მოაქვს. ან პარიზში, სადაც ადამიანებს წარმოუდგენლად ეზიზღებად, როცა ვინმე ფოტოს უღებთ.

როგორც ფოტოგრაფს, რომელიც ორიენტირებულია ფერსა და შუქზე, რით გიზიდავთ სტამბული?

ევროპის ქალაქებთან შედარებთ სტამბული ძალიან დინამიურია. ჩემთვის ის უფრო საინტერესო და სასიამოვნოა. ყველაზე დიდი გავლენა ჩემზე სტამბულის ახალგაზრდობამ და მათმა დინამიზმმა მოახდინა. უამრავი ტრადიცია  ისევ  შენარჩუნებულია ქალაქში მოდერნიზმის გვერდით.  2005 წლის შემდეგ, როცა მე გადაღებები დავიწყე სტამბულში, ვიყავი მოწმე როგორ წარმოუდგენლად იცვლებოდა ეს ქალაქი. მეტროს ხაზების  რაოდენობა  ყოველი დღით მატულობს. მარმარაის პროექტი, რომლის თანახმადაც ევროპა და აზია ერთმანეთს ტუნელით,ბოსფორის სრუტის გავლით , უნდა დაუკავშირდეს, წინ მიიწევს. გიგანტური პროექტების წამოწყება იგეგმება  და უამრავი სავაჭრო და კულტურული ცენტრი იხსნება. ბოსფორს პირადად ჩემზეც დიდი გავლენა აქვს. დიდი სიამოვნებაა გადაიღო, როგორ მიდიან დილით სტამბულელები სამსახურებში ბორანებით.




 ყველა მაგნუმის ფოტოგრაფი, რომელიც სტამბულში ჩამოდის, აუცლებლად სტუმრობს არა გიულერის ოფისს გალათასარაიში.  როგორ დაიწყო თქვენი მეგობრობა არა გიულერთან?

არა გიულერის ფოტოგრაფია კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. მაგნუმის ფოტოგრაფებს ძალიან ახლო ურთიერთობები აკავშირებთ.  ჩემი მეგობრობა არასთან  ათწლეულების წინ დაიწყო. ჩვენ უამრავ დროს ვატარებდით ერთად, განსაკუთრებით მაშინ, როცა მე სტამბულში ჩამოვდიოდი. მე წილად მხვდა ბედნიერება განმეცადა არას სიკეთე და სტუმართმოყვარეობა.

ჩვენ დაგინახეთ სტამბულში როგორ იღებდით კმაყოფილი თქვენი ციფრული აპარატით. გამოფენის ყველა ფოტო ციფრულით არის გადაღებული?

დიახ,  თითქმის ყველა მათგანი ციფრული კამერით გადავიღე.

როგორი გავლენა მოახდინა ციფრულმა ფოტოგრაფიამ თქვენს  ფოტოგრაფიისადმი შეხედულებაზე? როგორ ფიქრობთ, სწორია დიფერენცირება ციფრული და ფირის ფოტოგრაფია?

ყოველთვის მომწონდა ახალი ტექნიკით მუშაობა, რადგან მათ ყოველთვის გადაღების ახალი სტილი მოაქვთ. მაგალითად, მე ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ფერადი ფირი გამოიყენა. საინტერესო რამეების კეთება შეიძლება ახალი სტილის მოსინჯვით.  ციფრული ფოტოგრაფია დაბალი განათების პირობებშიც მაძლევს გადაღების საშუალებას, რასაც ვერ ვაკეთებდი ფირის აპარატით.




როცა ეს პროექტი წამოიწყეთ, გქონდათ  კონკრეტული მიზანი - გამოფენის ჩატარება ან  წიგნის გამოცემა თუ  პროექტის კურსმა განსაზღვრა ასეთი რაღაცეები?

მე ბევრ ქვეყანაში ვიმოგზაურე ყველა კონტინენტზე. უამრავი ხანმოკლე მოგზაურობა მქონდა ახალი ამბების ჟურნალში პუბლიკაციის მიზნით. თუ კონკრეტულ რეგიონში რამდენჯერმე მომიწევდა ჩასვლა, ეს  აღმანთებდა და ვამბობდი, რომ მეტი დრო მჭირდებოდა ამ ადგილის შესასწავლად. როცა ჩემს ღრმა კვლევას ვასრულებ, გამოფენით ან უფრო მეტად, ახალი წიგნის გამოქვეყნებით ვაგვირგვინებ.

 ახლახან თქვენ მუშაობდით ბრაზილიასა და სამხრეთ კორეაში. რა საფეხურზეა ეს პროექტები?

ბოლო ორმოცი წლის მანძილზე ხშირად ჩავდიოდი ბრაზილიაში. 2008 წელს გამოფენა მქონდა პინოკოტეკას მუზეუმში, სან პაულოში, როგორც ნაწილი პროექტისა, „საფრანგეთის წელი ბრაზილიაში.“’  ასევე მქონდა გამოფენა პარიზში კორეაზე, ექვს კორეელთან ერთად. წიგნიც გამოვეცი კორეაზე. ახლა ვიღებ შანჰაის საგამოფენო პროექტისათვის.

როგორ ფიქრობთ, თქვენი პროექტები სცილდება ფოტო - ჟურნალისტიკას?

ფოტო-ჟურნალისტიკა 44 წლის წინ აღმოვაჩინე, როცა მაგნუმს შევუერთდი. მე ვიყავი მოწმე მთავარი სოციალურ-პოლიტიკური მოვლენებისა, ვმუშაობდი კონფლიქტის ზონებში. მაგრამ ისტორიული, კულტურული და სოციალური ასპექტები ყოველთვის პრიორიტეტული იყო ჩემთვის. ბოლო წლებში უფრო მეტი ინტერესი გამიჩნდა განსაკუთრებით კულტურული პროექტებისადმი.  მირჩევნია სამყაროს ლამაზი მხარე დავინახო მრავალფეროვნებისთვის.

ფოტო-ჟურნალისტიკის ოქროს ხანა დასასრულს უახლოვდება. წარსული, როცა ის გავლენას ახდენდა საზოგადაოებაზე,  უკვე შორსაა. როგორ ხედავთ მომავალს?

მე მომეცა შანსი მემუშავა მისი აყვავების პერიოდში. იმ შემთხვევაშიც კი, თუ იმ ადამიანების რაოდენობა გაიზრდება, რომელთაც ძველებური გზით უნდათ აკეთონ საქმე, ჟურნალები, რომლებიც ასეთ ჟურნალისტიკას დააფინანსებენ აღარ არსებობს. ციფრული ფოტოების გადაცემის სისწრაფე არ აძლევს ფოტოგრაფებს საშუალებას ბოლომდე გამოამჟღავნონ თავიანთი შესაძლებლობები. მანამდე, ჩვენ მხოლოდ კვირიდან კვირამდე თუ ვახეხებდით  რედაქტორებთან ურთიერთობას. ახლა ეს პერიოდი ერთ წუთამდე შემცირდა. მსგავსად ბევრი ჩემი მაგნუმელი კოლეგისა, მე უფრო მეტ დროს ვუთმობდი თემების ნაკლებ რაოდენობას.

მაგნუმი ფოკუსირებული იყო  ფოტო- ურნალისტიკაზე , როცა ის დაარსდა 62 წლის წინ. დღეს ის გახდა კოსმოპოლიტური ორგანიზაცია, რომელიც კარს უღებს სხვადასხვა სტილში მომუშავე ფოტოგრაფებს. როგორ შეაფასებთ ამ ტრანსფორმაციას, რომელიც მაგნუმმა გაიარა სოციალური ცვლილებების პარალელურად?

ფოტო-ჟურნალისტიკა კნინდებოდა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ფოტოგრაფები ინტერესდებიან მუშაობის ახალი ხაზით, როგორიცაა გამოფენები და ფოტონამუშევრების გაყიდვა. შედეგად, ბევრი სხვადასხვა სტილი განვითარდა მაგნუმშიც.  ტენდენცია პრესის ფოტოგრაფიიდან მხატვრული ფოტოგრაფიისაკენ იხრება.



























 



  ბრუნო ბარბეის შავ-თეთრი ფოტოგრაფია















 

No comments:

Post a Comment