Saturday, November 24, 2012

Harry Gruyaert's best shot



ჰარი გრუიერის საუკეთესო კადრი



1965 წელს პარიზში ვცხოვრობდი. ერთ დღეს  გზას მივუყვებოდი ფირები უნდა გამემჟღავნებინა Pictorial Service -ში. ერთი ბიჭი შევნიშნე, რომელიც ლიფტში ვერ ვიცანი. რაღაც განსაკუთრებული და გამჭირვალე იყო მასში. ვიფიქრე, „ეს ჰენრი კარტიე-ბრესონი უნდა იყოს.“ ის ცნობილი იყო თავისი ნიჭით შეუმჩნევლად გადაეღო ადამიანები. მოგვიანებით, როცა მაგნუმს შევუერთდი, ჩვენ ერთმანეთს დავუახლოვდით. ის ნერვიული, მაგრამ ძალიან მახვილგონიერი ადამიანი იყო, რომელიც  საკუთარ თავს ზედმეტად სერიოზულად არასოდეს აღიქვამდა. მას არ უნდოდა გმირი ყოფილიყო და არც დიდ პიროვნებას თამაშობდა - სძულდა ასეთი რამ.
ის ასევე  ვერ იტანდა, როცა  ფერის გამოყენებას თხოვდნენ დავალების შესასრულებლად. შეიძლება უფრო დაინტერესებულიყო, ფერებით თამაშის ის საშუალებები რომ ყოფილიყო, რაც დღესაა, მაგრამ მაშინ ამ მხრივ  შეზღუდულები ვიყავით. ერთხელ, როცა ის ჩემი ფერადი ნამუშევრების შოუს  სანახავად მოვიდა, შემომთავაზა აზრი, რომ გამომიგზავნიდა თავის ორ ფოტოს და პასტელებს, რომ გამეფერადებინა ისინი ხელით.  უარი ვუთხარი. „ მე მხატვარი არ ვარ, ჰენრი.“ - ვუპასუხე მე.  ვფიქრობ, მას ცნობისმოყვარეობა აღეძრა, ენახა თავისი ნამუშევრები ფერადი სახით.
ჩვენი მეგობრობისა და ფერთან მისი რთული დამოკიდებულების გათვალისწინებით, ჩემთვის დიდი პატივია, რომ ეს ფოტო მისი ორი ნამუშევრის გვერდით კიდია ლონდონში გამოფენაზე, რომელიც მის ფოტროგრაფიას ეძღვნება და ეწოდება „ფერის საკითხი“ (A Question of Colour)
ფერისადმი მის უარყოფით დამოკიდებულებას მე არ შევუჩერებივარ.  იმ დროს, ფოტოგრაფები ფერს მხოლოდ მაშინ იყენებდნენ, თუ ჟურნალებისაგან ჰქონდათ დავალება. რაც იმას ნიშნავდა, რომ ეს მედიუმი კრეატიულად არ იყო ბოლომდე შესწავლილი. 1970-80-იან წლებში გადავიღე უამრავი ბელგიური ფესტივალი და მსვლელობა, რომლებისთვისაც დამახასიათებელი იყო ალკოჰოლის ჭარბი გამოყენება. ეს ფოტო 1988 წლის ზაფხულზე გადავიღე ქალაქ ბუმში. მასზე ასახულები არიან ადამიანები, რომლებიც ელოდებიან კარნავალის ჩავლას. ეს სერიის ის ნაწილია, რომელიც მე ჩემი მშობლიურ ქვეყნის შესახებ  გავაკეთე : ბელგიასთან რთული დამოკიდებულება მქონდა ჩემი მკაცრი კათოლიკური აღზრდის გამო. რთულია იმ ქვეყანაში მუშაობა, საიდანაც ხარ - გიჭირს შთაგონების პოვნა. მაგრამ რადგან მე იქ აღარ ვცხოვრობდი, შევძელი მუშაობა.
მე ფერადი ფოტოები გადავიღე მაროკოსა და ინდოეთშიც, ეს ადგილები თითქოს ითხოვდნენ ფერს. მანამდე,  ჩემთან ბელგიაში ყველაფერი ნაცრისფერი მეჩვენებოდა, მაგრამ როცა  დავინახე ბანალურობის სილამაზე, შევძელი ბელგია ფერადად გადამეღო.  ფოტო ეფექტურია, რადგან ადამიანები მასზე მოძრაობენ და მათი სახეები ბუშტებით არის დაფარული და რათქმაუნდა, ფერი.


Curriculum vitae

 დაბადების ადგილი: ანტვერპენი, 1941 წელი.

განათლება: ბრიუსელის ფოტოსა და კინოს სკოლა.

გავლენა: 1970-იანი წლების იტალიური კინო, მატისის ნახატები და უილიამ ეგლსტონის 1976 წლის გამოფენა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში.

სასარგებლო რჩევა:  შეუძლებელია ისწავლო, როგორ გახდე ხელოვანი - ან ხარ, ან არა.






წყარო: http://www.guardian.co.uk/artanddesign/2012/nov/14/harry-gruyaert-best-shot



No comments:

Post a Comment