Friday, November 2, 2012

თიკა მაისურაძის საუკეთესო კადრი



ძალიან თბილი, მშვიდი და სიცოცხლით სავსე დღე იყო და განწყობაც შესაბამისი მქონდა. დილიდან გადაღების სურვილით წამოვვარდი, მინდოდა რაღაც  ცვლილებასთან დაკავშირებული წამი დამეფიქსირებინა, ისეთი რომელსაც ხშირ შემთხვევაში ადამიანები ყურადღებას არ ვაქცევთ ხოლმე. ძირითადად, როცა რაღაცის გაკეთება გვინდა დაგეგმილად, არ გამოდის , მაგრამ ამ შემთხვევაში ასე არ მოხდა. წავედი ლექციებზე სამხატვრო აკადემიაში, ჩემს „მეორე სახლში“, სადაც დღის უმეტეს ნაწილს ვატარებ ხოლმე. აივანზე ვიდექი და ჩემი ყურადღება მიიპყრო ოთხმა სკამმა,რომლებიც  ჯერ კიდევ ცარიელი იყო. სკამების ჩრდილები ძალიან ლამაზად ეცემოდა, გადავწყვიტე ეს კადრი დამეფიქსირებინა და 2 საათის განმავლობაში პატარა დაკვირვება მომეწყო ჩრდილებზე და თვალყური მედევნებინა მათთვის და თუ მათ, სხვა რაიმე საინტერესო განლაგებას შევამჩნევდი კვლავ აღმებეჭდა. გადავიღე რამდენიმე სხვადასხვა კადრი, მზის სხვადასხვა ფაზაში ყოფნისას და საბოლოოდ ამ ორ ფოტოზე შევჩერდი, არ ვიცი, იქნებ სხვისთვის არცაა საინტერესო, მაგრამ ჩემთვის რატომღაც რაღაც ახალი და საინტერესო ექსპერიმენტი იყო.



Curriculum vitae

დაბადების ადგილი:  თბილისი,1992 წლის 25 ოქტომბერი.

განათლება: თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია(სახვითი ხელოვნება)

შთაგონება: დიდი ხელოვანების ნამუშევრების თვალიერება,ერთ-ერთი სტიმული და შთაგონების წყაროა რომ კარგი კადრი გადავიღო.

წარუმატებლობა: სამხატვრო აკადემიაში  მისაღებ გამოცდასთან დაკავშირებული,ერთი პატარა სისულელე,რომლის გამოც დაფინანსება დავკარგე.

წარმატება: პატარ-პატარა წარმატებები მაქვს, მაგრამ ჯერ ჩემთვის ისეთი განსაკუთრებული არაფერი.

სასარგებლო რჩევა: შრომა, შრომა და შრომა რომ სასურველ შედეგს მიაღწიო ცხოვრებაში. ცოტა ნიჭიც საკმარისია, იმის დახმარებით რომ ბევრი იშრომო და განავითარო.

ოცნება:  ვინაიდან და რადგანაც, მთლიანად ჩემი ცხოვრება დაკავშირებულია ხელოვნებასთან, მინდა რომ ამ სფეროში გარკვეულ წარმატებას მივაღწიო.



თიკა მაისურაძის ფოტოები შეგიძლიათ ნახოთ აქ


No comments:

Post a Comment