Saturday, October 6, 2012

Paolo Pellegrin's best shot



პაოლო პელეგრინის საუკეთესო კადრი



2006 წელს ომის პერიოდში სამხრეთ  ლიბანში ვიმყოფებოდი. ერთ დღეს  ტირში ვიყავი და ვნახე ადამიანების კოლონა როგორ ტოვებდა თავიანთ სოფლებს. ეს ბავშვი და დედამისი მანქანის უკანა ადგილზე  ისხდნენ. გავიქეცი , დავიჩოქე და გადავიღე  რამდენიმე კადრი ფანჯრებს მიღმა. შემდეგ ისინი წავიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ არ იყო საჭირო დრო კონტაქტისთვის, ეს იყო მომენტი, როცა რაღაც ხდება ფოტოგრაფიაში. ეს სცილდება სიტყვების ზღვარს, უბრალოდ, გრძნობთ, რომ შეეხეთ ვიღაცას თუ რაღაცას.
ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ფოტო  არ ასახავს მხოლოდ ინციდენტს, არამედ ის საუბრობს მდგომარეობაზე: რას ნიშნავს იყო დევნილი. პატარა გოგონას მზერა ატანს ჩვენში და ჩვენს გარეთ.
კონფლიქტების ამსახველ ჩემს ფოტოგრაფიაში, მე ვცდილობ მივიდე რაც შეიძლება ახლოს, როცა იქ ხარ, რთულია უკან დარჩე. ყოველთვის არის სურვილი იყო მოწმე და გაავრცელო ინფორმაცია. ვცდილობ ფრთხილი ვიყო, მაგრამ მიუხედავად იმისა, ვაკეთებ რამეს თუ არა, ჩემი არჩევანი მაინც ადგილთან ახლოს მისვლა იყო.
რამდენიმე დღის შემდეგ ძალიან იღბლიანად დავაღწიე თავი: ჭურვმა უპილოტო თვითმფრინავიდან მოკლა ადამიანი, ეს იყო გამიზნული მკვლელობა. საკმაოდ ახლოს ვიყავი და სწორედ იმ  დროს როცა იქ  მივედი მეორე ჭურვიც ჩამოვარდა. ცოცხალი მხოლოდ დარტყმის კუთხის გამო დავრჩი, თუმცა ნამსხვრევები სახეზე და თავზე მომხვდა, მისი უმეტესი ნაწილი ჩემგან შორს აფეთქდა. საფრთხეში ბევრი რამ შეიძლება გათვალო, მაგრამ ასეთ რამეს ვერასოდეს ეგუები.




Curriculum vitae


 დაბადების ადგილი: რომი.1964 წელი.

განათლება: „მე არქიტექტურა შევისწავლე რომში და გავიარე ფოტოგრაფიის კურსები. თუმცა, უმეტესად თვითნასწავლი ვარ.“

შთაგონება: ჯილ პერესი, ჯოზეფ კოუდელკა, იუჯინ რიჩარდსი. კინო რეჟისორებიც, ტარკოვსკი აუცილებლად.“

სძულს: „ზოგადად მე მომხრე ვარ ციფრული ფოტოგრაფიის, როგორც მედიუმის ევოლუციისა, მაგრამ არ მომწონს მისი მანიპულირების სიიოლე. როდესაც საქმე ისეთ დამუხტულ თემებთან გვაქვს, როგორიცაა ადამიანები ომში, საჭიროა გჯეროდეს ფოტოგრაფის.

ოცნება:  „მინდა რამდენიმე საათი ოსამა ბინ ლადენთან გავატარო გამოქვაბულში.“


 წყარო:http://www.guardian.co.uk/artanddesign/2009/sep/02/photography-paolo-pellegrin-best-shot



No comments:

Post a Comment