Friday, October 12, 2012

Graciela Iturbide's best shot


გრაციელა იტურბიდეს საუკეთესო კადრი


ეს ფოტო მექსიკის სონორის უდაბნოში (Sonoran desert)გადავიღე 1979 წელს. მე ვმუშაობდი სერიაზე "მექსიკელი სერი ხალხი", მკვიდრი მოსახლეობის შემსწავლელი ინსტიტუტის ეთნოგრაფიული არქივისთვის. თვენახევარი პუნტა ჩუეკაში ვიყავი, არიზონას საზღვართან ახლოს. მაშინ იქ მხოლოდ 500 მაცხოვრებელი იყო და რადგან ისინი ასე ცოტა იყვნენ, ყველასგან თანხმობის აღება მჭირდებოდა, როცა პორტრეტის გადაღებაზე მიდგებოდა საქმე.  თავიდან რთული იყო, მაგრამ მალე ერთმანეთს შევეჩვიეთ.
სერები მანამდე მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ. ჩემთვის ეს ფოტო ასახავს ტრადიციული ცხოვრებიდან კაპიტალისტური ცხოვრების სტილზე გადასვლას. მაგალითად ისინი სახლებს უკვე აგურით აგებდნენ და არა ჯოხებით. მომწონდა, რომ მათ ავტონომია ქონდათ და არ დაკარგეს თვიანთი ტრადიციები, თუმცა რაც ჭირდებოდათ აიღეს ამერიკული კულტურიდან . მათ სჯეროდათ, რომ ფული ხელს უწყობდა უთანასწორობას და ინდივიდუალიზმს და არ უნდოდათ დაყოფილ საზოგადოებად ქცეულიყვნენ.
იმ დღეს, როცა ეს კონკრეტული ფოტო გადავიღე, ჯგუფთან ერთად მღვიმეში ვიყავი, სადაც უძველესი ნახატებია. ამ ქალს ფოტო იქ მიმავალ გზაზე გადავუღე. მე მას Mujer Ángel (ანგელოზი ქალი) დავარქვი, რადგან გეგონება, თითქოს უდაბნოში ფრენით მოვიდა. მას თან მაგნიტოფონი ჰქონდა, რომელიც სერებს ამერიკელებმა მისცეს ხელნაკეთობების, როგორიცაა კალათები და ორნამენტების სანაცვლოდ. ასე მათ შეეძლოთ მექსიკური მუსიკის მოსმენა.
როდესაც პუნტა ჩუეკადან დავბრუნდი, ფირები გავამჟღავნე და კონტაქტებს გადავხედე, მაგრამ ეს ფოტო ვერ შევამჩნიე. შემდეგ, ჩემი რედაქტორი მესტუმრა და მკითხა მის შესახებ. მე არ მახსოვდა როდის გადავიღე ეს ფოტო, რაც ჩვეულებრივ არ ხდება ხოლმე: ყოველთვის ვიცი რა მაქვს გადაღებული, ამიტომ მე ის ძალიან შემიყვარდა: ეს იყო საჩუქარი უდაბნოდან, რომელმაც გამაოცა.
მოგვიანებით, დავბრუნდი პუნტა ჩუეკაში და სერების ცხოვრების ამსახველი ფოტოების გამოფენა მოვაწყვე, მაგრამ ფოტოები შავ-თეთრი იყო და მათზე დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია, ისინი  მიჩვეულები იყვნენ, რომ ამერიკელები მათ პოლაროიდით უღებდნენ სურათებს. მაგრამ საბოლოოდ თავიანთი პორტრეტები ყველამ წაიღო სახლში და ალბათ მაინც მოეწონათ.



Curriculum vitae

 

დაბადების ადგილი : მექსიკა, 1942 წელი.

განათლება: მექსიკის კინო სკოლის ეროვნული უნივერსიტეტი.

გავლენა: ჯოზეფ კოუდელკა, ლოლა ალვარეს-ბრავო, დიანა არბუსი, ქრისტერ სტრომჰოლმი.

წარმატება: ყოველ დღე მუშაობა და იმედი, რომ უკეთეს ფოტოებს გადავიღებ.

მარცხი: მხოლოდ ერთი არ ყოფილა. ფოტოგრაფობა ჩემთვის თერაპიაა.






წყარო: http://www.guardian.co.uk/artanddesign/2012/sep/19/graciela-iturbide-best-photograph



No comments:

Post a Comment