Thursday, October 4, 2012

Daido Moriyama's best Shot



დაიდო მორიიამას საუკეთესო კადრი


ერთ დღეს ჩემს მეგობარ გოგონასთან ერთად ყავას ვსვამდი და თვალი მოვკარი მის ფეხებს - მას სათევზაო ბადის მსგავსად ნაქსოვი რეიტუზი ეცვა. მაშინვე დავიწყე ფოტოების გადაღება.

ჩემი ნამუშევრების უმეტესი ნაწილი, იაპონიაში იქნება ეს თუ საზღვარგარეთ, გადაღებულია ქუჩაში. მიყვარს იმ ქალაქების გადაღება, რომელთაც ვსტუმრობ და იმ ადამიანების, რომელთაც იქ გადავეყრები. ერთ-ერთი ჩემი ყველაზე ცნობილი ფოტო, მაწანწალა ძაღლი, რომელიც მე 1971 წელს გადავიღე, არის კარგი მაგალითი იმისა თუ რა იპყრობს ჩემს ყურადღებას. მაგრამ ხანდახან მინდა ეროტიკულად დამუხტული სცენები გადავიღო, როგორიცაა ქალი რეიტუზით და ქალის ტუჩები.

ეს სურათი 1986 წელს გადავიღე და ის არის, რასაც ხედავთ. გადაღება ძალიან ბუნებრივად მოხდა: ვთხოვე ჩემს მეგობარს მიეღო შემთხვევითი პოზა, მე მითითებებს არ ვაძლევდი მას. არ მახასიათებს ფიქრი და გრძნობებს აყოლა მუშაობის დროს: მთლაინად ვიძირები ჩემი თემის ვიზუალურ სამყაროში.

ორი ფირი გადავიღე ერთ საათზე მცირე დროში, შემდეგ სამი საათი ფოტოების ბეჭდვას დასჭირდა. შედეგად მივიღე რვა გვერდიანი მასალა ფოტო ჟურნალისათვის, რომელიც მათ თვითნებურად განათავსეს ვერტიკალური და ჰორიზონტალური პოზიციებით.

იმ წელს სხვა კადრიც გადავიღე, რომელსაც ვუწოდე „როგორ შევქმნათ ლამაზი სურათი : აიზუვაკამაცუს ფილები." ეს არის სააბაზანოს კუთხის გამოსახულება ასევე ახლო პლანით გადაღებული.  ფილების ექვსკუთხა, სკის მსგავსი მოხატულობა არის  სერიის გაგების  გასაღები. ამ ფილების მსგავსად, სხეულიც საზღვრებშია მოქცეული, მაგრამ, ალბათ, ისე ძლიერად არა, როგორც ჩემს ადრეულ ნამუშევრებში. ფეხებს აქ მოძრაობის საშუალება აქვთ  - თითქოს საცაა ამოძრავდებიან. ამიტომ ისინი ძალიან ეროტიკულია. გეომეტრიულ ზედაპიზე მიბჯენილი წვივები ლამისაა დასკდეს, თუმცა დაძაბულობა დაბალანსებულია, რაც ფეხებს ძალიან  ძლიერად წარმოაჩენს.
            ფოტოგრაფობა გულისხმობს მუდმივ ბრძოლას უთვალავ ფრაგმენტებთან: კამერა საშუალებას მაძლევს უფრო ახლოს მივიდე საგანთან და გადავიღო მისი დეტალები. სამყარო ძალიან ეროტიკულია ჩემს თვალში, რეიტუზი, კი ამის მხოლოდ ერთი მაგალითია.



Curriculum vitae

 დაიდო მორიიამა

             დაბადების ადგილი: ოსაკა,1938 წელი.

             განათლება: თვითნასწავლი

             გავლენა: უილიამ კლაინი

             წარმატება: „ის ყოველთვის ახლაა.“

     წარუმატებლობა: „1970-ან წლებში ორი წლის მანძილზე უაპარატოდ დავდიოდი.“
    სასარგებლო რჩევა: „გადაიღეთ რაც შეიძლება ბევრი: ეს არის ერთადერთი გზა ავარჯიშოთ  თვალი, სხეული და ემოციები.“





წყარო:http://www.guardian.co.uk/artanddesign/2012/oct/03/daido-moriyama-best-photograph#



 

No comments:

Post a Comment