Saturday, October 27, 2012

მერაბ ამაღლობელის საუკეთესო კადრი

                                       


























სამნი წავედით აბასთუმანში ფოტოსესიაზე. ოქტომბერი იდგა, მაგრამ ირგვლივ სულ წიწვი, მწვანე,მწვანე....
გავიფანტეთ
.
მცხუნვარე მზეში
მაკროების გადაღებას მივყავი ხელი.
საღამოვდებოდა
, დაბრუნება დავაპირე. დავიწყე კიდევაც ჩამოსვლა ოძრხეს ხეობისაკენ.
ყურადღება
მივაქციე კლდეზე ჩამოღვენთილ სანთელს. როცა მივუახლოვდი, კლდის ბუნებრივ ნიშაში ღვთისმშობლის ხატი ესვენა. მის ირგვლივ უამრავი დანანთები სანთელი ჩამოღვენთილიყო. საკრალური, მისტიური, ღვთიური ადგილი თუ იყო იქაურებისათვის.
კლდის
უკან ბილიკი იკარგებოდა. გადავდგი თუარა რამდენიმე ნაბიჯი, მოულოდნელად ვიწრობიდან მონადირის ქოხი დავინახე. ერთფეროვან სიმწვანეში შემოდგომის ოქროსფერი ენთო და ელვარებდა.
არ
ვიცი, რამდენად არის ეს ჩემი საუკეთესო ფოტო, მაგრამ ასე მგონია იმ ადგილის სიმშვიდე და იდუმალება გადმოვეცი მეთქი. უფრო მხატვარი თუ ვარ, ვიდრე ფოტოგრაფი.




Curriculum vitae    

 

დაბადების ადგილი: ქუთაისი, 1960 წელი, 16 მაისი.

განათლება: თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ფილოლოგი. ლიტერატურადმცოდნე.

შთაგონება: ყვლაფერი ლამაზი და მშვენიერი, ხელოვნება მშვენირებაა.

წარუმატებლობა: რა ჩამოთვლის, უამრავი, ფეხის ყოველ ნაბიჯზე!

წარმატება: წარმატებაც იმდენივე, რამდენიც წარუმატებლობა, ესენი მუდამ ერთად არიან.

სასარგებლო რჩევა: ადამიანებს არ უყვართ რჩევის მოსმენა, შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულებს, განსაკუთრებით! თქვენი არ ვიცი და, რჩევებისაგან თავს ვიკავებ ხოლმე.

ოცნება: ვიყო ფოტოგრაფი, თუნდაც რიგითი, ჩვეულებრივი, მაგრამ ნამდვილი ფოტოგრაფი!


მერაბ ამაღლობელის ფოტოები შეგიძლიათ ნახოთ აქ

No comments:

Post a Comment